ასტროლოგი ამხელს, რას ამბობს დაბადების წელი თქვენს მომავალზე

0
1624

თუ ასტროლოგებს დავუჯერებთ, სინამდვილეში ყოველი დაბადების წელი ბედნიერია. ადამიანები, რომელთაც ბედში უწერიათ მხოლოდ უბედურება და წარუმატებლობა, არ არსებობენ. თუმცა თითოეულ ადამიანს ბედში საკუთარი მისწრაფებები აქვს. ამრიგად იღბლიანი დაბადების წელი არც ისე მნიშვნელოვანია მომავლის განსასაზღვრად. დაბადების წლის ბოლო ციფრი საკმარისია. მასზე დაყრდნობით შეიძლება დადგენა, თუ როგორ ხედავს ბედი თქვენს ბედნიერებას!

„იღბლიანი დაბადების წელი“ და როგორ გავიგოთ სწორად

მთელი არსი

ნუმეროლოგიის თვალსაზრისით, ყველა ადამიანი იყოფა ხუთ სტიქიად, ელემენტად. საკმაოდ მარტივია იმის გარკვევა, რომელი სტიქია არის თქვენი მფარველი. საქმე იმაშია, რომ თითოეული ელემენტი ასოცირდება ორ ციფრთან. უბრალოდ შეხედეთ, რა ციფრზე მთავრდება თქვენი დაბადების წელი და ყველაფერს მიხვდებით.

ჰაერი

ეს სტიქია მფარველობს მათ, ვისი დაბადების წელიც მთავრდება 0–ზე და 1–ზე. დამოუკიდებელი, ძლიერი ნებისყოფის მქონე ადამიანი, რომელიც სხვის აზრს პატივს სცემს, მაგრამ მის ცხოვრებაში სხვების ჩარევას ვერ იტანს. მთელი ძალით ცდილობს, რომ მოიპოვოს ბალანსი დამოუკიდებლობასა და სოციალურ კეთილდღეობას შორის. მისი დაუცველობა არის ის, რომ ზედმეტად ენდობა მისთვის ძვირფას ადამიანებს.

წყალი

წყლის სტიქიის მფარველობს მათ, რომელთა დაბადების წელიც მთავრდება 2–ზე და 3–ზე. წყლის სტიქიის რჩეული არის კარგი დიპლომატი, ადამიანი, რომელიც ყოველთვის ცდილობს ატმოსფეროს განმუხტვას. კარგი ორგანიზატორია. მისი ბედნიერებაა მშვიდი ცხოვრება. სამწუხაროდ, მისი მცდელობა მოაგვაროს პრობლემა მშვიდობიანად ფეთქებად პიროვნებაში იწვევს მხოლოდ დაცინვას და აგრესიას.

ხე

ეს სტიქია მფარველობას მათ, რომელთა დაბადების წელი მთავრდება 4–ზე და 5–ზე. ასეთი პიროვნება საკმარისად თავდაჯერებულია და ხელს ჰკიდებს ნებისმიერ, თუნდაც რთულ საქმეს. ნიჭიერი და გამომგონებელია. აქვს სუსტი მხარეც. სხვებზე დაყრდნობა არ სურს, ზოგჯერ არც შეუძლია. ხის რჩეულებს გადატვირთვის რისკი აქვთ.

ცეცხლი

ცეცხლი მფარველობს მათ, რომელთა დაბადების წელი მთავრდება 6–ზე და 7–ზე. ისინი არიან ლიდერები, ენერგიულები და ძლიერი ნებისყოფის მქონე ადამიანები. ცეცხლის რჩეული ვერ იტანს მარტოობას, სამაგიეროდ გუნდში საუკეთესო თვისებებს ავლენს. აგრესია და შეუპოვრობა მისი ძალაა, ამავდროულად სისუსტე.

მიწა

მიწის სტიქია მფარველობას ადამიანებს, რომელთა დაბადების წელი მთავრდება 8–ზე და 9–ზე. ამბიციური, აქტიური, გულუხვი ხალხია. ფულის მართვა იცის, ნებისმიერთან საერთო ენას პოულობს. მისი მთავარი ნაკლია ყველაფრის გაკონტროლების სურვილი. ამქვეყნად ყველაზე მეტად გაურკვევლობა აშინებს.