აირჩიეთ კიბე და გაარკვიეთ, რა გიშლით ხელს გამდიდრებაში და წარმატების მიღწევაში

0
359

როგორც ცნობილია, იდეალური ადამიანები არ არსებობენ. თითოეულს აქვს საკუთარი ფსიქიკური მახასიათებლები სხვადასხვა ცხოვრებისეული გარემოებების გამო. ეს მახასიათებლები ხანდახან გვეხმარება, მაგრამ ხშირად ხელს გვიშლის ამა თუ იმ გადაწყვეტილების მიღებაში. სამწუხაროდ, ყოველთვის შეუძლებელია ამ მახასიათებლების გამოვლენა და გაგება, რამ გვაიძულა ამ გზით და არა სხვაგვარად მოქმედება. საბედნიეროდ, დღევანდელი ფსიქოლოგიური ტესტი ამ საკითხში დაგეხმარებათ.

ფსიქიკური მახასიათებლები და როგორ ვებრძოლოთ

ტესტის არსი

როგორც მსგავსი ტესტები, ეს ფსიქოლოგიური ტესტიც ქვეცნობიერთან წარმატებულ კონტაქტზე დამოკიდებულია. გამოცდა საკმაოდ მარტივია. მოცემულ ილუსტრაციას შეხედეთ და აირჩიეთ ოთხი კიბიდან ერთ–ერთი.

კიბე №1

ადამიანები, რომლებმაც პირველი კიბე აირჩიეს, მუდმივად განიცდიან უცნობებთან კომუნიკაციის პრობლემებს. ვგულისხმობთ პირველ კონტაქტს. როგორც წესი, შემდგომი კონტაქტი ყოველთვის გართულების გარეშე მიმდინარეობს. მათ უნდა ისწავლონ პირველი კონტაქტის სწორად დამყარება და ასე საქმე წინ წავა!

კიბე №2

მათ, ვისაც მეორე კიბე მოეწონა, ხშირად აწუხებთ ე.წ. „ფრიადოსანის კომპლექსი“. მიუწვდომელი იდეალის დევნაში ხელიდან უშვებენ ყველა შესაძლო ვადას და შედეგად, ხელცარიელი რჩებიან. ისწავლეთ, საკუთარ თავს უთხრათ: „კმარა!“ ბოლოს და ბოლოს, ყველა ამოცანა 200%–იან ძალისხმევას არ მოითხოვს.

კიბე №3

ამ ადამიანების ფსიქიკური მახასიათებლები დაკავშირებულია საკუთარ გარეგნობასთან. სამწუხაროდ, მხოლოდ საკუთარი ძალებით ვერ გაუმკლავდებით. მედიტაცია და თვითანალიზი დაგეხმარებათ პრობლემების დაკონსერვებაში და დროებით დავიწყებაში. სრულად მოსაშორებლად ფსიქოთერაპევტთან კონსულტანცია დაგჭირდებათ.

კიბე №4

მათთვის, ვინც მე–4 კიბე აირჩია, აქილევსის ქუსლია ბანალური არასრულფასოვნების კომპლექსი. საკუთარ ძალებში მუდმივი ყოყმანი თვითშეფასებას ძლიერ არყევს. როგორც წესი, გრძნობების დამალვა შეუძლია, მაგრამ გამოცდილი მანიპულატორი მაინც შეძლებს კომპლექსის „გამოვლენას“ და ინფორმაციის მის სასარგებლოდ გამოყენებას.

არანაირი კიბე

არიან ადამიანები, რომელთაც აშფოთებთ რაღაც კიბეების ფოტოებით ფსიქიკური მახასიათებლების გამოვლენის შესაძლებლობა. როგორც წესი, მათ „ღვთის კომპლექსი“ აქვთ. ეს კომპლექსი მის მატარებელს დიდ ზიანს არ აყენებს, მაგრამ მარიონეტად აქცევს მათ ხელში, ვინც დროულად პირფერობას დაუწყებს.