დავამუშაოთ კამის თესლი დარგვამდე

827

თესვის წინ თესლის დამუშავება მნიშვნელოვანი ეტაპია, რომლის გამოტოვებაც არ შეიძლება, თუ გსურთ თქვენს ბოსტანში წვნიანი მწვანილის მოყვანა. სწორად მომზადებული ნედლეული მოგცემთ შესანიშნავ მოსავალს, რომელისაც ყველა მეზობელს შეშურდება. პაპარაცის დღევანდელ სტატიაში საუბარია იმაზე, თუ როგორ დავამუშავოთ კამის თესლი დარგვამდე.

ქვემოთ ჩამოთვლილი ყველა მანიპულაციის შესრულებით, შესძლებთ გაზარდოთ მწვანილი და გაააქტიუროთ მათი დაცვა დაავადებებისა და მავნებლებისგან. ასეთი მომზადება ყველა თესლს ესაჭიროება (თუნდაც ის, თქვენი მეზობლების ბოსტნებიდან იყოს).

როგორ დავამუშაოთ კამის თესლი დარგვამდე

ნაბიჯი № 1: კალიბრაცია

ჯერ თესლი უნდა გადაახარისხოთ ზომის მიხედვით: წვრილი, საშუალო, მსხვილი და ძალიან მსხვილი. ამის წყალობით ისინი თანაბრად გაღივდება. სიცარიელეები და უსწორმასწორობები არ იქნება. მთავარია, დათესოთ დაახლოებით ერთიდაიგივე ზომის თესლი.

ნაბიჯი № 2: გაჟღენთვა

გაჯერეთ კამის თესლები ტენით, წინასწარ გაჟღინთეთ. ამის შემდეგ ისინი უფრო აქტიურად გაღივდება და უფრო წარმატებით გაუძლებს არახელსაყრელ ფაქტორებს. ამისათვის აიღეთ ჭურჭელი, რომელიც არც ისე ღრმაა. მის ძირზე გაშალეთ ნატურალური ქსოვილი. ზემოდან მოაყარეთ კამის თესლი და თანაბრად გადაანაწილეთ ქსოვილის ზედაპირზე. გულუხვად დაატენიანეთ ცივი წყლით. როგორც კი ქსოვილი ოდნავ გაშრება, ხელახლა დაატენიანეთ. 24 საათის შემდეგ ამოიღეთ მარცვლები და ოდნავ გააშრეთ.

ნაბიჯი № 3: გაკაჟება

დამუშავების ეს ეტაპი ამზადებს თესლს მკაცრი პირობებისთვის. ამის წყალობით იზრდება თესლის გამძლეობა ცივ გარემოში მოხვედრისას. ამიტომ, მიწაში მოხვედრის შემდეგ, ასეთი მარცვლები აქტიური განვითარებით იქნება გამორჩეული.

ვავსებთ თასს წყლით, რომლის ტემპერატურა 20 გრადუსია. ვტოვებთ თესლს მასში 3-4 საათის განმავლობაში. შემდეგ მშრალ ზედაპირზე გადმოგვაქვს. კამის თესლს ვდებთ მაცივარში 6 საათით. შემდეგ იგივე ნაბიჯებს ვიმეორებთ კიდევ 5-ჯერ: ვასველებთ და შემდეგ ვათავსებთ სიცივეში.

ნაბიჯი №4: გაღივება

თესლი სწრაფად გაიზრდება, თუ მათ გაღვივების საშუალებას მისცემთ უფრო რბილ პირობებში. თესლი კარგად დაასველეთ წყლით სავსე არც ისე ღრმა კონტეინერში. მოათავსეთ გრილ ადგილას, სადაც არ ხვდება მზის პირდაპირი სხივები. აუცილებელია, რომ ჰაერი თანაბრად მიეწოდოს, ამიტომ პერიოდულად ურიეთ და თვალ-ყური ადევნეთ, რომ ბოლომდე არ გაშრეს. როგორც კი შენიშნავთ 12 მმ ან მეტი ზომის ღივების გამოჩენას, შეგიძლიათ გადარგოთ მიწაში.

კამის თესლის ასეთი დამუშავება, ყველა წესის დაცვით, მოგცემთ კაშკაშა მწვანე და წვნიან მწვანილს, რომელიც შეიძლება გამოყენებულ იქნას სხვადასხვა კერძების მოსამზადებლად.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს