საპარსი ქაფი უნიტაზში. მისი ფუნქციები

0
1086

უნიტაზის უსიამოვნო სუნი ქმნის დისკომფორტს და უარყოფით შთაბეჭდილებას სააბაზანო ოთახზე. მის აღმოსაფხვრელად, ყოველთვის არ არის საჭირო ძლიერი ქიმიური საშუალებების გამოყენება. ეს შეიძლება გაკეთდეს მძიმე არტილერიის გარეშეც. პაპარაცის დღევანდელ სტატიაში გეტყვით, თუ როგორ აცილებს უსიამოვნო სუნს და როგორ ებრძვის ჭუჭყს, ჩვეულებრივი საპარსი ქაფი.

დამეთანხმეთ, ასეთი ხრიკი დიდ ნდობას არ იწვევს. როგორ შეიძლება, რომ საპარსი ქაფის უნიტაზში დამატება დაგეხმაროთ მის დასუფთავებაში? რა თქმა უნდა, ეს საკმაოდ უჩვეულო პრაქტიკაა, რომელიც ბევრ კითხვას ბადებს. დღეს სწორედ ამაზე ვისაუბრებთ.

საპარსი ქაფი უნიტაზში: როგორია მისი ეფექტურობა?

ქაფის თვისებები

არსებობს სამი მიზეზი, რის გამოც ზოგიერთი დიასახლისი იყენებს ამ საპარს პროდუქტს სააბაზანო ოთახის დალაგებისას. პირველ რიგში, უნიტაზში ასეთი ქაფის დამატება ხელს უწყობს უსიამოვნო სუნის გაჩენის თავიდან აცილებას. ეს იმიტომ ხდება, რომ ის შეიცავს ძლიერ არომატულ კომპონენტებს. მათ შეუძლიათ სხვადასხვა სუნების შენიღბვა.

მეორეც, ზოგიერთი ექსპერტის აზრით, საპარს ქაფს შეუძლია დაარბილოს წყალი. ამის წყალობით, დასუფთავების პროცესი უფრო მარტივი და ეფექტურია. მესამე, საპარს ქაფში შემავალი ცხიმოვანი მჟავეები და ზედაპირულად აქტიური ნივთიერებები არის ქიმიური საშუალებების შესანიშნავი ალტერნატივა. ამ კოსმეტიკური პროდუქტის ეს შემადგენლობა მას დალაგებისას ერთგულ დამხმარედ აქცევს.

ხრიკის არსი

ვინაიდან საპარსი ქაფი შეიცავს კალიუმის საპონს, რომელსაც აქვს ძლიერი გამწმენდი თვისება, ის ნაზად აშორებს ჭუჭყს უნიტაზის შიდა კედლებს. დაასხურეთ კოსმეტიკური პროდუქტი იმ ადგილებში, რომლებიც საჭიროებს გაწმენდას. ჯაგრისის გამოყენებით გაანაწილეთ ქაფი ყველაზე რთულად მისადგომ ადგილებშიც კი. კარგად შეაზილეთ უნიტაზის კედლებს. დატოვეთ გამოყენებული პროდუქტი ნახევარი საათის განმავლობაში. ამ დროის გასვლის შემდეგ ისევ ჯაგრისით გაასუფთავეთ, ჭუჭყი მოაშორეთ. ამის შემდეგ უნიტაზი ჩარეცხეთ. მზადაა!

გახსოვდეთ, რომ უნიტაზის სისუფთავის შესანარჩუნებლად ყველაზე საიმედო გზა – მისი რეგულარული გაწმენდაა. ეს არის ის, რაც ყველაზე კარგად ეხმარება უსიამოვნო სუნის წინააღმდეგ ბრძოლას. თუ უნდა მოაცილოთ კირის ნადები, რომელსაც საპარსი ქაფი ვერ აშორებს, გამოიყენეთ ძმარი და საკვები სოდა. შეურიეთ ეს ორი პროდუქტი და მიღებული ხსნარი ჩაასხით უნიტაზში. 3-4 საათის შემდეგ კარგად ჩარეცხეთ წყლით. ნადების და სუნის კვალიც კი აღარ დარჩება!