25 მარტის მთვარის დაბნელება: რას მოუტანს ზოდიაქოს ნიშნებს და როგორ გავატაროთ სწორად

0
2709

ანჯელა პერლი ყურადღებით აკვირდება ციურ რუკებს, რომ მნიშვნელოვანი სიახლეები დროულად შეგვატყობინოს. რაღაც საინტერესო მოხდება 25 მარტს: მთვარის დაბნელება სასწორის ნიშანში! დაე, ამ მოვლენამ არ შეგაშინოთ. კარგ ასპექტში გაივლის და გამოვლინდება კარგი შესაძლებლობით ან გრძელვადიანი საქმის დასრულებით. ძველი კვანძები გაიხსნება და თავისუფლებას იგრძნობთ. იპოვეთ თქვენი ზოდიაქოს ნიშნის პროგნოზი.

25 მარტი: მთვარის დაბნელება

ვერძი

დაბნელება მოხდება ურთიერთობებისა და გარიგებების სახლში. ყურადღება გამახვილებულია თქვენს გარემოცვაზე: მეუღლეზე, შვილებზე, მეგობრებზე, ბიზნეს პარტნიორებზე. ვარსკვლავები ნიშანს იძლევა, რომ თავისუფალი ვერძი ახალ სიყვარულს შეხვდება, დაწყვილებული ვერძის ურთიერთობა ახალ დონეზე გადავა – ნიშნობა, ქორწილი ან კავშირის რადიკალური გაწყვეტა. სავსე მთვარე ძლიერს გააძლიერებს და მოძველებულს ნათელს მოჰფენს.

თუ სასამართლო პროცესი გაქვთ, დასრულდება. დიდი ალბათობით, თქვენს სასარგებლოდ. ყველაფერი, რაც დიდხანს ჭიანურდებოდა, დასასრულს მიუახლოვდება. მეგობრებს მოუსმინეთ: კარგ რჩევას ან დახმარებას მიიღებთ.

კურო

დაბნელება მოხდება სამსახურის და ყოველდღიური რუტინის სახლში. სამუშაო პროექტი დასრულდება ან იმავე პოზიციაზე სხვა კომპანიაში გადახვალთ. ხელმძღვანელობის შეცვლა გამორიცხული არაა. გაჭიანურებულ კამათში გამოსავალს იპოვით.

ტრანსფორმაცია სხეულს შეეხება: სწრაფი განკურნება, ექიმის ან მედიკამენტების შეცვლა მოსალოდნელია. ამ პერიოდში შინაურ ცხოველებს განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ. ასევე ღირს დამხმარის შეცვლა ბიზნესში თუ ყოველდღიურ საქმეებში – თანაშემწე, მომვლელი, კონსულტანტი. მოვალეობების ცვლილება მოხდება. შესაძლოა, დეკრეტის შემდეგ სამსახური იპოვოთ ან დედის მკურნალობაზე იზრუნოთ.

ტყუპები

დაბნელების ჰაეროვანი ენერგეტიკა სიყვარულის სახლს ბიძგს მისცემს. პაემანი, ახალი ნაცნობები, დაორსულება ან ბავშვის დაბადება! თქვენს შვილზე კარგი ამბები შეიძლება მიიღოთ.

ენერგია შემოქმედებაში ან ბიზნესში ჩადეთ. მხიარულ და აზარტულ ტყუპებს დაბნელება ჰპირდება სამსახურებრივ რომანს მაღალი თანამდებობის პირთან. თქვენი სოციალური ცხოვრება უფრო ნათელი და ნაჯერი გახდება. დათანხმდით მოგზაურობაზე, თამამად დაესწარით ახალ სემინარებს და კონფერენციებს. გამოავლინეთ თქვენი ნიჭი და გიყვარდეთ საკუთარი თავი!

კირჩხიბი

ცვლილებები ქონების ან მშობლების სახლს შეეხება. რაღაც შეიძლება დაკავშირებული იყოს საცხოვრებელი ადგილის შეცვლასთან, ყიდვა–გაყიდვასთან, რემონტთან ან უძრავი ქონების დაქირავებასთან. შვილს ან დედას საბინაო საკითხებში შეიძლება დაეხმაროთ. საბოლოო გადაწყვეტილებას ფული დასჭირდება, მაგრამ ის მოვა.

ოჯახის ხე თქვენი ყურადღების წრეში მოხვდება. იპოვით ძველ საოჯახო ფოტოებს, წინაპრებზე რაღაც ახალს გაიგებთ. ზოგიერთი კირჩხიბი ქალიშვილობის გვარს დაუბრუნდება ან ნათესავებს ესტუმრება.

ლომი

დაბნელება თქვენს ყურადღებას გაამახვილებს ურთიერთობის, გაცნობის და მოგზაურობის სფეროებზე. 25 მარტს წარმატებით დაასრულებთ საქმიან მოლაპარაკებებს, გააფორმებთ ხელშეკრულებას ან მოითხოვთ იურიდიულ რჩევას. დეტალურად შეამოწმეთ საბუთები, დასვით კითხვები შეცდომების თავიდან ასაცილებლად.

კარგი დროა მოგზაურობისთვის ან ახალი მანქანის შესაძენად. ახლო ნათესავებმა პრობლემის მოგვარებაში დახმარება შეიძლება გთხოვონ. ზოგიერთ ლომს ელის მნიშვნელოვან ადამიანთან შეხვედრა. ის მსოფლმხედველობას შეგიცვლით და დაგმუხტავთ სითამამით, რომ თავი ახლებურად გამოხატოთ.

ქალწული

დაბნელება ფულის სფეროზე გავლენას მოახდენს. ცვლილებები შეეხება შემოსავალს, უძრავი ქონების ყიდვა–გაყიდვას. დაიწყებთ ახალ საქმეს, შეხვალთ ფულის არაპროგნოზირებად პერიოდში, რომელიც სიუხვეს მოგიტანთ. თუ ფინანსურ საკითხზე სასამართლოს ელით, პროცესს მოიგებთ და ანაზღაურებას მიიღებთ. ფული იქნება, იმოქმედეთ გარემოების მიხედვით.

ახალი სამუშაო წინადადებები ან პროექტი წარმატებით შეიძლება დასრულდეს. სამუშაო უნარების წარმატებით „გაყიდვას“ შეძლებთ. დაფიქრდით, როგორ შეიძლება წარმოაჩინოთ თავი უფრო ხელსაყრელად.

სასწორი

დაბნელება მოხდება თქვენს ნიშანში, ანუ სხვებზე მეტად იგრძნობთ მის გავლენას. დაგანახებთ, როგორ გექცევიან საზოგადოებაში სინამდვილეში და რა არის თქვენი ნამდვილი განზრახვები მომავლისთვის. ურთიერთობის შეწყვეტა ან საქმიანი პარტნიორობის დატოვება შეიძლება გადაწყვიტოთ. ეს გიბიძგებთ განვითარებისკენ და უკეთესი ცხოვრებისკენ.

ცვლილებები თქვენს იდენტობას შეეხება. იქნება ეს იმიჯის შეცვლა, ორსულობა თუ ახალი გვარი პასპორტში. საკუთარი თავისადმი დამოკიდებულება შეიცვლება. რაც უფრო ღრმად შეისწავლით და შეიყვარებთ საკუთარ თავს, მეტ ფერს და სინათლეს აირეკლავს გარშემო სამყარო.

მორიელი

მიმდინარე მოვლენები თქვენი მეხსიერების ღრმა ფენებს შეეხება და საიდუმლოებებს გამოამჟღავნებს. რაღაც დასასრულს უახლოვდება. მაგალითად, მტკივნეული დაშორების შემდეგ ყოფილ პარტნიორზე რაღაცას გაიგებთ. ეს ყველაფერს თავის ადგილს მიუჩენს, გაშვებაში დაგეხმარებათ.

მოსალოდნელია საცხოვრებელი ადგილის შეცვლა ან დისტანციური ურთიერთობის დასრულება. გაწმენდა და იზოლაცია შეიძლება გამოვლინდეს მედიტაციასა და რეტრიტში ან თქვენი სურვილია თავად ჩაატაროთ ეს გაკვეთილები. ოჯახი და მეგობრები მხარს დაგიჭერთ. კარგი დროა, რომ კლინიკაში გამოკვლევები ჩაიტაროთ.

მშვილდოსანი

დაბნელება მეგობრებთან ურთიერთობაში ცვლილებებს შეიტანს. გადაადგილების ან კონფლიქტების გამო დისტანცია შესაძლებელია. თქვენს ცხოვრებაში ახალი ადამიანები შეიძლება გამოჩნდნენ. ცვლილებები დაკავშირებული იქნება ქსელებთან, მათ შორის სოციალურებთან. თუ ამ სფეროში დასაქმებული ხართ, თქვენი სამუშაო მასშტაბურია.

მოემზადეთ, გაიგოთ რაღაც საინტერესო შვილებზე – დაბადებიდან საკუთარ ორსულობამდე. ჰოროსკოპის მიმდინარე სახლი მესამე ქორწინებაზე პასუხისმგებელია. 25 მარტს შეიძლება დასრულდეს. გახსოვდეთ: ეს დაბნელება გვპირდება კარგ გამოსავალს, თუნდაც სამწუხარო მოვლენებზე.

თხის რქა

დაბნელება კარიერის და მიღწევების სახლში მოხდება. გარდამტეხი მომენტი მოსალოდნელია: წარმატებული გასაუბრება მაღალ თანამდებობაზე, სტატუსის ზრდა ბიზნეს გარღვევის შემდეგ, პროფესიული ჯილდო. ერთი სიტყვით, აღიარება. მათ შორის, პენსიაზე გასვლა. ნებისმიერ შემთხვევაში დიდების დაფნაზე დასასვენებლად და მილოცვების მისაღებად მოემზადეთ.

მამის ცხოვრებაში რაღაც მოვლენა შეიძლება მოხდეს. შეიძლება თქვენი ყოფნა და მონაწილეობა საჭირო გახდეს.

მერწყული

ცვლილებები მოგზაურობის და საზღვარგარეთის სექტორზე გავლენას მოახდენს. ვარსკვლავები განიშნებენ მოგზაურობაზე ან გადაადგილებაზე, რომელიც თქვენს მსოფლმხედველობას და მენტალიტეტს შეცვლის. შეიძლება გაიცნოთ მნიშვნელოვანი ადამიანი, რომელიც გახდება თქვენი მასწავლებელი და მისაბაძი მაგალითი.

მოსალოდნელია ემიგრაცია, ვიზის ან ბინადრობის ნებართვის აღება. ცვლილებები შეეხება თქვენს ბიზნესს, თუ დაკავშირებულია იმპორტთან და ექსპორტთან. გამორიცხული არაა უცხოელ კლიენტებთან მოლაპარაკებები და უცხოეთში საცხოვრებლის შეძენა. სიურპრიზის სახით მოსალოდნელია სასამართლოში მოგება, მეორე ქორწინება ან ახალი ამბების მიღება შვილიშვილებისგან.

თევზები

დაბნელება ააქტიურებს ფინანსურ სექტორს. ცვლილებები მოგეწონებათ. კეთილი ხალხისგან ფულს მიიღებთ. ყველა ხარჯის დაფარვას შეძლებთ. ეს შეიძლება იყოს სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე, ქონების გაყოფით, გრანტით ან უბრალოდ ნათესავების ფულადი საჩუქრით.

მოულოდნელი სიტუაციებისთვის მოემზადეთ. თქვენმა ინვესტიციამ შემოსავლის უპრეცედენტო ზრდა შეიძლება გამოიწვიოს. ასევე მოსალოდნელია სიახლე ორსულობის შესახებ ან ნებისმიერი კრიზისი, რომელიც ადვილად მოგვარდება. გაიგებთ რაღაც საიდუმლოს, რომელიც ურთიერთობის დაწყებას ან დასასრულს გამოიწვევს. გახსოვდეთ, რომ ესეც კარგია!