დრაკონის წლის პროგნოზი ჩინური ჰოროსკოპის მიხედვით: დეტალური ანალიზი ანჯელა პერლისგან

1035

ასტროლოგი ანჯელა პერლი ყოველთვის ცდილობს, გაგვახაროს და საკითხს პოზიტიურად შეხედოს. ვარსკვლავების ნებისმიერი პოზიციიდან ხომ შეგვიძლია სარგებლის მიღება, მთავარია ვიცოდეთ როგორ. მისი ბოლო ანალიზი ძალიან უჩვეულოა, რადგან აქამდე არასდროს აკეთებდა პროგნოზს ჩინური ახალი წლისთვის. როგორც ანჯელა ამბობს, ეს წელი განსაკუთრებულია და შანსს არ გაუშვებს რომ დრაკონის წლის პროგნოზი გააკეთოს. ეს არის ცეცხლოვანი ენერგია, საქმის დაწყების და დაპყრობის ენერგია. აი, ანჯელამ ამ განსაკუთრებული წლის რაღაც ახლით დაწყება გადაწყვიტა.

ასტროლოგი ამბობს: „დროა, თქვენი ცხოვრება უკეთესობისკენ შეცვალოთ, რადგან ამ წელს შეუძლია შეებრძოლოს თქვენს შინაგან დრაკონს და გაიმარჯვოს“. ჩინური ნიშნების მეფე ძალაში შევიდა ახალი მთვარიდან, ანუ 10 თებერვლიდან. ამით დაიწყო ძლიერი იუპიტერის ციკლი, რომელიც გაგრძელდება 12 წელიწადს. ციკლის მიხედვით, დრაკონი მეხუთეა, ხოლო ხუთიანი ნუმეროლოგიაში ცვლილებების ციფრია. სწორედ ამიტომ, ამა თუ იმ ხარისხით ცვლილებები ყველას შეეხება. ანჯელა პერლი გიამბობთ, რა ცვლილებებს უნდა ელოდოთ.

პროგნოზი დრაკონის წლისთვის

პროგნოზი კატა/კურდღლის წელში დაბადებულთათვის

მათთვის, ვინც კატის ან კურდღლის წელში დაიბადა, მზის გარშემო დედამიწის შემდეგი ბრუნი ძალიან მნიშვნელოვანია. ისინი ხომ ციკლის დასაწყისში არიან. მათთვის კარგი იქნება ახალ ადგილზე საქმის ნულიდან დაწყება ან ახალი პროფესიის ათვისება, ახალი ურთიერთობის დაწყებაც კარგი იქნება. ემიგრაცია, გადაადგილება და ახალი ჰობი მთავარი საზრუნავი გახდება, ამავდროულად კარგი შანსი ცხოვრების გასაუმჯობესებლად.

პროგნოზი ვეფხვის წელში დაბადებულთათვის

ვეფხვის დასაწყისი შარშან, 2023 წელს დაიწყო. წელს ორიანის გავლენის ქვეშაა, რაც პარტნიორობაზე და თანამშრომლობაზე საუბრობს. ერთი მხრივ, რომანტიკულ ურთიერთობებში ცვლილებები მოხდება, ახალი გამოწვევები გამოჩნდება, მაგრამ ასევე ყოფის და ურთიერთქმედების მოწყობის შესაძლებლობა არსებობს. დრაკონის წელი კარგია კარიერისთვის. წარმოუდგენლად გაგიმართლებთ პროფესიულ სფეროში, ელოდეთ დიდ კარიერულ ნახტომს და ახალ თანამშრომლობას.

პროგნოზი ხარის წელში დაბადებულთათვის

ხარს დრაკონის წელში ელოდება ფინანსური ჯილდო 2023 წელს შესრულებული სამუშაოსთვის. ხარის ნიშნის წარმომადგენლებს 2024 წელი დაამახსოვრდებათ ბაზის ფორმირებით, ახალ საქმეში საფუძვლის ჩადებით. კარგი იქნება სამომავლო მიზნების დასახვა და მისთვის კარგად მომზადება, სწავლა, კვალიფიკაციის ამაღლება. ზოგი წელსვე წარმატებას მიაღწევს.

პროგნოზი ვირთხის წელში დაბადებულთათვის

ვირთხის ცხოვრებაში ყველაფერი სტაბილურადაა. შეიძლება ითქვას, რომ დრაკონი მხოლოდ მასთან გამოავლენს სამაგალითო ქცევას და ზედმეტად ნერვიულობის საშუალებას არ მოგცემთ. ერთი მხრივ, თუ წინა წელი ძალიან ნაჯერი იყო, კარგი დროა დაისვენოთ. ზოგი, უფრო ამბიციური ვირთხისთვის წელი შეიძლება იყოს ცოტა დამღლელი, ზედმეტად მშვიდი და ერთფეროვანი. სამაგიეროდ, კარგი მომენტია ახალი რომანტიკული ურთიერთობების დასაწყებად, რომელიც ყოფას გაგილამაზებთ.

პროგნოზი ღორის წელში დაბადებულთათვის

ღორის წელში დაბადებულებს ერთ ადგილზე გაჩერება გაუჭირდებათ. მათთვის ეს ციკლის მეხუთე წელია, რომელიც თავად დრაკონის ხუთიანს ემთხვევა. დგება ძალიან ენერგიული პერიოდი, რომელიც სავსე იქნება მოგზაურობით, გადაადგილებით, ახალი ადამიანების გაცნობით, პოპულარობით. ცხოვრება მკვეთრად შეიძლება შემობრუნდეს, თან ისე, რომ არასოდეს მოიწყენთ. ეს არის აქტივობის ცვლილება, ახალი წამოწყება, რაც მთავარია, ამ ყველაფრისთვის საკმარისი ენერგია გაქვთ.

პროგნოზი ძაღლის წელში დაბადებულთათვის

თუ ძაღლის წელში დაიბადეთ, ოჯახის შემადგენლობაში ცვლილებებისთვის მოემზადეთ. ეს შეიძლება იყოს ბავშვი ან ქორწილი. გამორიცხული არაა, რომ დაკარგული ნათესავი გამოჩნდეს. ჯანმრთელობის მხრივ სიფრთხილე გამოიჩინეთ. რაციონი, ძილის რეჟიმი და ჩვევები აკონტროლეთ. დრაკონის წელი ცხოვრების წესის შესაცვლელად კარგი პერიოდია. საქმიანობის სფეროც შეიძლება შეიცვალოს. ასევე ძაღლი საოჯახო საქმესა და რუტინაში ჩაიძირება, რაც აუცილებელი იქნება ცხოვრების მოსაწესრიგებლად.

პროგნოზი მამლის წელში დაბადებულთათვის

ანჯელა პერლის თქმით, მამალს ყველაზე წარმატებული წელი ელის. გაუმართლებს სიყვარულშიც, ფულშიც, უძრავი ქონების სფეროშიც. ძირითადად, სერიოზულ პოზიტიურ ცვლილებებს ელოდე ურთიერთობებში. დიდი შანსია, რომ შეხვდეთ მეორე ნახევარს ან გააფორმოთ ნანატრი განქორწინება. ნებისმიერ შემთხვევაში, რომანტიკული ნაცნობობა გარდაუვალია. ეს წარმატება ცოტათი გავრცელდება საქმიან ურთიერთობებზე, ბიზნეს პარტნიორების ძიებაზე.

პროგნოზი მაიმუნის წელში დაბადებულთათვის

მოამზადეთ საფულე! ფინანსების და წარმატებული ინვესტიციების წელია! რვიანი, რომლის ქვეშაც ის გაივლის, გპირდებათ სიუხვეს და გულუხვ საჩუქარს ბედისგან. ეს შეიძლება იყოს დაწინაურება, ჯილდო, მემკვიდრეობის მიღება ან მომგებიანი ბიზნესი. სიფრთხილე გამოიჩინეთ, რადგან რვიანი ხშირად საუბრობს კრიზისზე და ჯანმრთელობის პრობლემებზე. კრიზისი ცხოვრების ნებისმიერ სფეროში შეიძლება მოხდეს, ამიტომ ყურადღებით იყავით და ექიმთან გამოკვლევები ჩაიტარეთ.

პროგნოზი თხის ან ცხვრის წელში დაბადებულთათვის

თხა დრაკონის წელში ყველაფერს მარტივად მიაღწევს. 2024 წელი ზებუნებრივი წარმატების პერიოდი გახდება, ბედი უსიამოვნებაში მოხვედრის საშუალებას არ მოგცემთ. ძირითადად, განპირობებულია ცხრიანით, რომელიც თხისთვის წარმატების და გამართლების სიმბოლოა. იქნება ბევრი მოგზაურობა, ბევრი რამ პირველი ცდაზე გამოვა, საბუთებსაც უპრობლემოდ მოაგვარებთ. დროა, ლატარიის ბილეთი შეიძინოთ!

პროგნოზი ცხენის წელში დაბადებულთათვის

ცხენს ელოდება ამბიციისა და მიზნების მიღწევის სფეროში ნამდვილი გარღვევა. შეიძლება ითქვას, რომ 2024 წელს შეძლებს ან სტატუსის შეცვლას ან იმად გახდომას, რაც დიდი ხანია სურდა, ან მიუახლოვდება თვითრეალიზაციის იმ დონეს, რომლისკენაც ისწრაფვოდა. მნიშვნელოვანი წელია, შინაგანი მეს აღმოჩენის, საკუთარ თავზე მუშაობის წელია. პრობლემები მოსალოდნელია მხოლოდ ფინანსური თვალსაზრისით, ამიტომ ანჯელა პერლი გირჩევთ, ფულზე არ გარისკოთ.

პროგნოზი გველის წელში დაბადებულთათვის

გველისთვის მადლიერების და შედეგების შეჯამების წელი დგება. 2024 წელს ბოლო 10 წლის განმავლობაში გაღებული შრომის ყველა შედეგს მიიღებს. კარგი იქნება, ცოტა ხნით შეისვენოთ და დაფიქრდეთ ცხოვრებაზე, გაანალიზოთ, ბედნიერი ხართ თუ არა, მოგწონთ თუ არა თქვენი საქმე და სახლი. დრაკონის წელში შეგიძლიათ თქვენი ღრმა სურვილები ჩაიფიქროთ, აუცილებლად ახდება.

პროგნოზი დრაკონის წელში დაბადებულთათვის

დრაკონი გონების ზეიმის და პროგრესის გმირია. მისთვის 2024 წელი დასრულების, უფრო განულების წელია. ციკლი თავიდან იწყება. მათთვის, ვინც 2023 წელს შედეგების შეჯამება მოასწრო, 2024 წლიდან გლობალური ცვლილებები დაიწყება. ვინც წარსულ ცხოვრებას ეჭიდება, ცოტა უნდა დაფიქრდეს. ყველა დრაკონისთვის რეკომენდებულია ყველაფერი ძველის და უსარგებლოს მოშორება. დიდი წამოწყების და ღირებულებების გადახედვის პერიოდი დგება, მოსალოდნელია რელიგიის, მენტალიტეტის, სახელის ან გვარის შეცვლაც.

ანჯელა პერლის პროგნოზი საკმაოდ დადებითია დრაკონის წლის შესახებ. ხაზს უსვამს, რომ ბევრისთვის ნიჭის და შინაგანი მეს გამოვლენის დასაწყისი გახდება. სწორედ ამიტომ, ჩინური ჰოროსკოპის ყველა წარმომადგენელს 2024 წელს ელის ძალიან ენერგიული და სავსე წელი.