რაში მჭირდება წილი, როდესაც უკვე მაქვს მთლიანი ბინა?! ნებისმიერი პრობლემა შეგიძლია აქციო სარგებლად

0
446

ანა ქმრის დარწმუნებას ცდილობდა.

-ხომ გესმის, რომ ამის გაკეთება არ შეიძლება, მაქსიმე? შენ ბინა გაქვს. საკუთარი, ცალკე. ჩვენ აქ უკვე თითქმის ორი წელია ვცხოვრობთ. ამ ბინას თუ დაკარგავ, სად ვიცხოვრებთ? 6 თვეში ქორწილი გვაქვს!

-ანა, რა დროს ქორწილია, როდესაც ჩემი მშობლები შორდებიან?

გოგონამ თავი გააქნია:

-მაქსიმე, ქორწილი მაინც იქნება. მესმის, რომ ახლა თავს ცუდად გრძნობ, მაგრამ ჩვენ გეგმებს ვერ შევცვლით. შენი მშობლები დიდი ხანია ასე ჩხუბობენ, კიდევ შერიგდებიან! ბინა წილზე არ გადაცვალო, გესმის?

-ჰო.

-მიყვარხარ, მაქს.

იმავე დღის საღამოს

ანა მომავალი დედამთილის პირისპირ იჯდა და მის გეგმას ისმენდა:

-რაში გჭირდებათ ახალგაზრდებს ერთოთახიანი ბინა? მე ვთავაზობ მაქსიმეს, რომ ბინა ჩვენი ბინის წილში გადამიცვალოს, რომელიც მე მეკუთვნის. შენ კი, აქ თავი სრულფასოვან დიასახლისად რომ იგრძნო, გთავაზობ, რომ მაქსიმეს მამის წილი შეისყიდო.

-მაგრამ მე ამდენი ფული არ მაქვს, – თქვა ანამ.

-შენს მშობლებს აქვთ. დედაშენს დავურეკე და იგივე ვუთხარი. მას ფულზე არაფერი უთქვამს.

-მაგრამ მე რა შუაში ვარ? და მითუმეტეს დედაჩემი?

-ეს როგორ? შენ და ჩემი მაქსიმე უკვე თითქმის ცოლ-ქმარი ხართ.

-მაგრამ თქვენი ბინა ძველია და სახლიც ასეთივეა, ადგილიც არც ისე კარგია.

-რას ამბობ! ეს ძალიან კარგი ადგილია. ჩუმი ცენტრი.

-ძალიან ჩუმია და თან არც ისე ცენტრალური უბანია.

-მე იაფად გითმობთ! შენს ადგილას ნებისმიერი დათანხმდებოდა დაუფიქრებლად!

„მე ნებისმიერი არ ვარ“ – გაიფიქრა ანამ.

მომდევნო დღეს

-დედა, – ტელეფონი მხრით ჰქონდა მიბჯენილი ყურთან ანას. – ყურადღებით მომისმინე. ეს ბინა მე და მაქსიმეს არ გვჭირდება. ჩვენ გვაწყობს ის, ახლა სადაც ვართ. ამიტომ არაფერს არ ვიყიდით. და ის ფული, რომელსაც ჩემთვის აგროვებდით, დაივიწყეთ, გასაგებია?

-მაგრამ, ანა. შენ ხომ ყოფილხარ იმ ბინაში, ის სამოთახიანია, თქვენი კი – ერთოთახიანი.

-დედა, საქმეც ისაა, რომ ვიყავი და არ მომეწონა. მე არ მინდა იმ ფულის ამ ბინაში ჩადება, რომელიც თქვენ ჩემთვის მოაგროვეთ.

-მაგრამ მაქსიმე ხომ გადაცვლის!

-არა, მე უკვე გავაფრთხილე: „არავითარი გაცვლა!“ ან მე წავალ.

-აი ასე? ქორწილის წინ?

-და სხვა როგორ უნდა მოიქცე, როდესაც საქმრო დედას უჯერებს და არა საცოლეს?

-კარგი, გასაგებია.

-დედა, დაიმახსოვრე: ჩვენ ფული არ გვაქვს. დანარჩენს მე მოვაგვარებ.

ნახევარი საათის შემდეგ

ანა ისევ ტელეფონით აგვარებდა საქმეს:

-არა, ჩემი ოჯახი თანახმა არ არის და არც ამდენი ფული გვაქვს. თან მე ეგ ბინა არ მომწონს.

-აი ასეთები ხართ, მომავალი ნათესავები! – მაქსიმეს დედამ ამ სიტყვებს მთელი მისი წყენა ჩააქსოვა.

-და თქვენ რატომ ნერვიულობთ? თავად ამბობდით, რომ ჩვენ ნაკლებ ფასში გვაძლევდით, ესე იგი, უცხოებზე გაყიდვით მეტს ფულს მიიღებთ.

-ჭკვიანები როგორ მომრავლებულხართ.

-შეიძლება.

ამის შემდეგ გოგონამ დაუყოვნებლივ დაურეკა თავის საქმროს.

-მაქსიმე, ჩემს მშობლებს ეს იდეა არ მოეწონათ და მე მათ ვეთანხმები. ასე რომ, არ გაბედო დედაშენის მოთხოვნების დაკმაყოფილება. ეს ბინა შენია და თუ მას წილზე გადაცვლი, მაშინ შენ საკუთარი სახლი აღარ გექნება, გექნება მხოლოდ წილი სახლში, რომელიც სხვისიც იქნება. დიდი სხვაობაა.

-ანა, ისინი ჩემი მშობლები არიან.

-ისინი თითქმის 55 წლისანი არიან, კიდევ ათასჯერ იჩხუბებენ და შერიგდებიან. შენ კი შეიძლება არა მხოლოდ საცხოვრებელი პირობები გაიუარესო, არამედ მეც დამკარგო, რადგან მე შენი მშობლების ბინაში არ ვიცხოვრებ.

-მაგრამ ეს ჩემი ბინა მე მშობლებმა მაჩუქეს!

-ამიტომაც ის შენია. და მხოლოდ შენ იღებ გადაწყვეტილებას, როგორ მოექცე. არ მისცე დედაშენს მანიპულირების საშუალება!

-კარგი!

-მიყვარხარ და შენი იმედი მაქვს!

ასე შეინარჩუნა ანამ საქმროს ბინა, რომელშიც ერთი თვის შემდეგ დასახლდა. დედა და შვილი აჩხუბა და გახდა სრულფასოვანი დიასახლისი მისი და მაქსიმეს საერთო ბინაში.

მშობლების ბინა არ გაიყიდა – ფასი, რომელსაც მყიდველები თავაზობდნენ, მესაკუთრეებს არ აწყობდა. ამიტომ მაქსიმეს დედა და მამა ერთ ჭერქვეშ მოსისხლე მტრებივით ცხოვრობენ.

მაქსიმე მშობლებთან არ მიდის, საცოლის რჩევით მათგან დისტანცირდა.

ქორწილის შემდეგ, სანამ ბავშვი დაიბადება, ანა გეგმავს ბინის გაფართოვებას ერთოთახიანი ბინის გაყიდვით და იპოთეკით.

ოჯახის ფულით გოგონა ბინის ყიდვას გეგმავს მშენებარე სახლში. დედაზე გააფორმებს, მაგრამ თავად გადაიხდის.

მერე დედა საკუთრების უფლებას გააფორმებს და ბინას შვილს აჩუქებს.

მაქსიმესთვის ამის ცოდნა აუცილებელი არ არის. მას ისედაც ბევრი პრობლემა აქვს, იპოთეკა და ცოლ-შვილი.