მძიმე სამუშაო დღის შემდეგ კომფორტის და ჰარმონიის სუნით სავსე თბილ სახლში შესვლა დიდი სიამოვნებაა. არომათერაპია სტრესთან და ნეგატიურ ფიქრებთან ბრძოლაში გვეხმარება. ასევე სუნებს სახლში სიმდიდრის და სიუხვის მოზიდვა შეუძლიათ. პაპარაცი გიამბობთ, რა სუნი აქვს ბინას, რომლის მფლობელიც ფინანსურად წარმატებულია.
სუნები სახლისთვის
პიტნა
პიტნა ცნობილია დამამშვიდებელი ეფექტით. ღამით პიტნის ჩაი აადუღეთ და ამ სურნელოვანი მცენარის ქოთანი სამუშაო მაგიდასთან მოათავსეთ, რომ სტრესი თავიდან აიცილოთ. პიტნა ფულსაც იზიდავს. ეს რწმენა მოდის ძველი დროიდან, როცა ბაზრობებს და დახლებს მცენარის კვამლით ბოლავდნენ, რომ ხელგაშლილი კლიენტები მოეზიდათ. ახლაც ეზოთერიკოსები თვლიან, რომ პიტნა დადებითად მოქმედებს ფინანსებზე პასუხისმგებელ ენერგეტიკულ არხებზე.
რატომ არ გამოვიყენოთ პიტნის სასარგებლო თვისებები სახლში? პიტნის ეთერზეთი შეიძინეთ და სახლში რამდენიმე ადგილას წაუსვით. საფულეზე და ყულაბაზე წასმა არ დაგავიწყდეთ.
სანდლის ხე
სანდლის ხე ინდოეთში წმინდა არომატად ითვლება. ასევე ძლიერ სუნად ფინანსური კეთილდღეობის მოსაზიდად. განსაკუთრებით სასარგებლოა ბიზნესმენებისთვის, რადგან არომატი ხელს უწყობს პარტნიორული ურთიერთობების დამყარებას და ინვესტიციების მოზიდვას. სანდლის ხე აქრობს დაღლილობას და განიჭებთ სასიცოცხლო ძალებს. ოფისში ან სახლში სანდლის ხის არომაჩხირი დაწვით, რომ ფული მდინარესავით წამოვიდეს.
დაფნა
დაფნა სიმდიდრის სიმბოლოდ ითვლება. ერთი დაფნის ფოთლით, რომელიც სამზარეულოში ყველას აქვს, ფულის მოზიდვას შეძლებთ. ამისთვის საფულეში შეინახეთ. დაფნის არომატი სახლში შემოქმედებით ატმოსფეროს ქმნის. სუნი ტვინის მუშაობას ააქტიურებს, რაც ნიშნავს კრეატიულ იდეებს, რომელზეც კარგი ფულის შოვნა შეიძლება.
ფორთოხალი
ფორთოხალი სიხარულის და პოზიტივის ხილია. მისი სუნი, ასევე გემო განწყობას ამაღლებს, ნერვულ სისტემას ამშვიდებს და კონცენტრაციას ზრდის. ასევე ფორთოხლის არომატი სამსახურში ფინანსური წარმატების და ოჯახში სიუხვის მაგნიტია. ციტრუსის არომაზეთი შეიძინეთ. ეს რამდენიმე ხილის ნარევია: ფორთოხალი, ლიმონი, გრეიფრუტი. კაშკაშა და ახალი ხილის არომატების კომბინაციას ფულის ფორმულას უწოდებენ.
რეჰანი
რეჰანი იტალიური კერძებისთვის არომატული სანელებელია. ასევე ბალახი ადამიანის ჯანმრთელობაზე და პოზიტივზე დადებითად მოქმედებს. რეჰანის სუნი ზრდის თავდაჯერებულობას, ენერგიას და შრომისუნარიანობას. ამ მცენარის არომატი თქვენს ცხოვრებაში იზიდავს მდიდარ ხალხს, რომლებიც შთაგაგონებთ ფინანსურ სფეროში საკუთარ წარმატებას მიაღწიოთ.
მუსკატის კაკალი
მუსკატის კაკლის სუნი ეიფორიის არომატად არის ცნობილი. ეს შეიძლება იყოს სასიყვარულო ცნება ან თავბრუდამხვევი ფინანსური წარმატება. მუსკატის კაკლის არომატი რეკომენდებულია სახლში ან ოფისში, სადაც ფინანსური სირთულეებია. ასევე მუსკატის კაკალი აქრობს შიშს და თავდაუჯერებლობას.
ჯადოქრებს შორის არსებობს შელოცვა ფულზე მუსკატის კაკლის გამოყენებით. მსხვილ ფულს მუსკატის კაკლის არომატული ზეთი წაუსვით და თქვით: „დაე, მოვიდეს წარმატება და ფული“. შემდეგ ეს ფული საფულით ატარეთ, არ გადაცვალოთ.
ჟასმინი და ილი
გაზაფხულის ყვავილის ჟასმინის სუნი ქალის ცხოვრებაში შეძლებულ მამაკაცს იზიდავს. ექსპერტები ტყუილად არ გვირჩევენ მის გამოყენებას სახლში არომატად, ასევე პარფიუმის ნაკრებში ჟასმინის ნოტის გათვალისწინებას. მამაკაცის სუნად კი ილი ითვლება. ის მოსწონს ქალებს და კარიერაში წარმატებას ხელს უწყობს.
სალბი
ხარისვარდა თილისმაა მათთვის, ვისაც სურს არა მხოლოდ გამდიდრება, არამედ ძალაუფლების ხელში ჩაგდება, დიდების მოპოვება. ეს სუნი დაგიცავთ ნეგატივისგან, ჭორებისგან, მოგანიჭებთ თავდაჯერებულობას და წარმატებას. თუ სალბის არომაჩხირს დაანთებთ, მცენარის სუნი მოგიხსნით დღის განმავლობაში დაგროვებულ სტრესს.
სახლის სუნი ბევრს ნიშნავს მათთვის, ვინც მასში ერკვევა. ახლა იცით, რა სუნი უნდა ჰქონდეს სახლს, რომ ფული მდინარესავით წამოვიდეს. გისურვებთ სიუხვეს და წარმატებას თქვენს საქმეში!