5 რჩევა კანის მოსავლელად 50 წლის შემდეგ

0
358

სურვილი, გამოიყურებოდეს საოცრად, ქალს თან ახლავს მთელი მისი ცხოვრების განმავლობაში.

სიმწიფის ზღვარის გადაკვეთის შემდეგ, სურვილი კი არ ქრება, არამედ ძლიერდება კიდეც.

სულ რაღაც 20 წლის წინ ქალისთვის არც ისე ადვილი იყო საკუთარი ასაკის დამალვა. კოსმეტოლოგიაში პროგრესის წყალობით, დღეს ქალბატონებს აქვთ შესაძლებლობა, რომ ბევრად უფრო ახალგაზრდულად გამოიყურებოდნენ.

კოსმეტოლოგიის დახმარებით გარეგნობის გამოსასწორებლად მნიშვნელოვანია იცოდეთ, რომ რაც უფრო ასაკოვანი ხართ, მით უფრო მრავალსაფეხურიანი ხდება კანის მოვლა.

პაპარაცის დღევანდელ სტატიაში ვისაუბრებთ თავის მოვლის 5 ძირითად წესზე. მათი დაცვით, თქვენ შეძლებთ გამოიყურებოდეთ ახალგაზრდულად, რაც ნიშნავს, რომ შეგიძლიათ არ ინერვიულოთ თქვენი ასაკის გამო.

პირველი, არ არის საკმარისი კანის გაწმენდა მხოლოდ სახის დასაბანი ქაფით ან გელით. აუცილებლად გამოიყენეთ მატონიზირებელი საშუალებაც.

ტონიკის როლი მჟავა-ტუტოვანი ბალანსის აღდგენაა. ეს ამზადებს მას მოვლის შემდეგი ეტაპისთვის.

ტონიკი ავიწროებს ფორებს, რაც ხელს უწყობს ცხიმოვანი ჯირკვლების ჰიპერფუნქციის კონტროლს.

ქვემოთ ნახავთ მატონიზირებელი საშუალებების რამდენიმე მაგალითს, რომლებიც შესანიშნავია 50+ ასაკისთვის:

  • Vichy Purete Thermale;
  • Librederm Cerafavit მატონიზირებელი დამარბილებელი საშუალება;
  • LA ROCHE-POSAY.

 

მეორე, ეს არის თქვენი კანის ტიპის შესაბამისი შრატი. შრატის მთავარი ფუნქციაა კანის პრობლემებთან ბრძოლა.

თუ მშრალი კანი გაქვთ, შეიძინეთ შრატი ჰიალურონის მჟავათი. თუ თქვენი კანი მგრძნობიარეა და ხშირად ახასიათებს ანთება, უპირატესობა მიანიჭეთ ანთების საწინააღმდეგო შრატებს, E ვიტამინით.

ამ საკითხში წესი „მეგობარი იყენებს და კმაყოფილია“ – არ გამოდგება. შრატის შერჩევა ძალიან ინდივიდუალურია და კონკრეტულად თქვენი კანის სპეციფიკაზე უნდა იყოს მიმართული.

მესამე, არ გამოტოვოთ კისრისა და დეკოლტეს მოვლა. წლების შემდეგ ეს ზონა პირველ რიგში გამოავლენს თქვენს ასაკს.

საქმე ისაა, რომ ამ ადგილებში კანქვეშა ცხიმი ძალიან ცოტაა. შესაბამისად, ეს ხელს უწყობს მის აჩქარებულ და გამოხატულ დაბერებას და გამოფიტვას.

კუმულაციური ეფექტის მისაღწევად ყოველდღიურად გამოიყენეთ გამამკვრივებელი და მკვებავი კრემები დეკოლტესა და კისრის არეში.

მეოთხე, 50 წლის ასაკისთვის არ არსებობს უნივერსალური კრემი, რომელიც კარგად იმუშავებს როგორც დღისით, ასევე ღამით.

ახლა თქვენს კანს სჭირდება ცალ-ცალკე კვება, კერძოდ დღის და ღამის კრემი.

ზრდასრულ ასაკში კანი ჭირვეულია და დღის სხვადასხვა დროს სხვადასხვა მოთხოვნილება აქვს.

თუ დღისით მნიშვნელოვანია მისი დაცვა გარემო ზემოქმედებისაგან, მაშინ ღამით კარგია მისი დატენიანება და რეგენერაცია.

მეხუთე, თვალების გარშემო ზონის მოვლა. სიმართლე ისაა, რომ რაც უფრო ადრე დაიწყებთ ამას, მით უკეთესი გარეგნობა გექნებათ.

მაგრამ, როცა 50 წლის ზღვარს გადალახავთ, თვალის კრემი თქვენი საუკეთესო მეგობარი გახდება.

მეტი ეფექტის მისაღწევად და მითიური ნაოჭების დასამალად, წაისვით ეს კრემი მასაჟის მოძრაობებით, ნელა და კანის ძირითადი გაწმენდის შემდეგ.

ზემოაღნიშნული 5 რჩევის გათვალისწინებით, შეძლებთ შეინარჩუნოთ კანის ტონუსი და გამოიყურებოდეთ ბევრად უფრო ახალგაზრდულად.