სამხატვრო პროექტის გამო, გოგონა 5 კვირის მანძილზე იტყუებოდა, რომ აზიაში ისვენებდა

111

2014 წელს ახალგაზრდა ჰოლანდიელმა ზილა ვან დენ ბორნმა მეგობრებსა და ნაცნობებს სასიხარულო სიახლე გაანდო. ძალიან მალე, სტუდენტის თქმით, იგი დაუვიწყარ მოგზაურობაში წავიდოდა სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში, სადაც უამრავ ღირსშესანიშნაობას ნახავდა და შესანიშნავად დაისვენებდა

ზილამ მშობლებს უთხრა, რომ ძალიან დაიღალა და გეგმავს დასვენებას, რათა შემდეგ ორმაგი ძალისხმევით დაუბრუნდეს სწავლას. ვიღაცას უხაროდა ჰოლანდიელი გოგონას ამბავი, სხვებს კი მისი შურდათ. თუმცა, მხოლოდ ერთმა ადამიანმა იცოდა, თუ რა ჩაიფიქრა ზილამ რეალურად.

სერიოზული და პასუხისმგებლიანი გოგონა ძირფესვიანად მოემზადა მოგაურობისთვის. ზილა მსუბუქად აპირებდა ხეტიალს, ამიტომ, გასვლამდე, გულმოდგინედ შეისწავლა ყველა საჭირო სახელმძღვანელო და შეაგროვა ცნობები. მშობლები ნერვიულობდნენ ქერა გოგონაზე, თუმცა თავიანთ აზრს არავის უმხელდნენ.

დილით, ზილას გასვლის დღეს, დედ-მამამ ჰოლანდიელი მატარებლით გააცილა. გასვლამდე გოგონამ მათ თავისი მარშრუტი გაუმხილა დაახლოებითი მიმდევრობით, რათა მშობლებს სცოდნოდათ, თუ როდის სად იქნებოდა იგი. მათთან დამშვიდობების შემდეგ, ზილა გზას გაუდგა.

სტუდენტი მატარებლით აეროპორტის ქალაქში ჩავიდა, საიდანაც ტაილანდში, კამბოჯასა და ლაოსში უნდა გადასულიყო. უკვე ტერმინალიდან, გოგონამ მშობლებს ფოტოები გაუგზავნა. მათი ნერვიულობა დაცხრა – ახლა მათ უხაროდათ, რომ მათი ქალიშვილი ბედნიერი იყო.

აფრენამდე ზილამ დედ-მამას გაუგზავნა შეტყობინება, 14 საათის შემდეგ – კიდევ ერთი, რომლის მიხედვითაც, ქალაქში მშვიდობით ჩაფრინდა. როგორც კი ჰოლანდიელი წარმატებით მოხვდა სასტუმროში, მაშინვე დაურეკა მშობლებს ვიდეო-ზარით. კმაყოფილი გოგონა მათ უყვებოდა გზად დანახული ტაძრებისა და ეკზოტიკური საჭმელების შესახებ.

მალე ლამაზმანმა თავისი სოციალური ქსელის ანგარიშები გადაავსო აზიაში მოგზაურობის ფოტოებით. ზილა მრავალი ცნობილი ტაძრის ფონზე პოზიორობდა. ფოტოებზე გოგონა სუპერმოდელივით გამოიყურებოდა.

კულტურული პროგრამის გარდა, სტუდენტს არც დასვენების შესახებ ავიწყდებოდა. ზოგიერთ ფოტოზე კმაყოფილი ზილა პლაჟზე ისვენებდა. მეგობრები და ნათესავები თავს ზილასთან ერთად გრძნობდნენ. სამწუხაროა, რომ ეს ყველაფერი უბრალოდ ტყუილი აღმოჩნდა.

რეალურად, ზილას ამსტერდამი არც კი დაუტოვებია. მთელი 42 დღე – კულტურული შვებულების დროის მანძილზე – მან ადგილობრივი სასტუმროს ნომერში გაატარა. პროდუქტებისა და ჰიგიენის საშუალებების საყიდლად გარეთ გასვლისას, გოგონა კარგად ინიღბებოდა, რომ არავის ეცნო. ხოლო როცა მან მშობლებსა და ახლობლებს ყველაფერი უამბო, ისინი საშინლად გაბრაზდნენ და აღშფოთდნენ.

როგორც მოგვიანებით გაირკვა, ეს ყველაფერი სტუენტის გრანდიოზული სამხატვრო პროექტის ნაწილი იყო. ადამიანთა მიერ სოციალური ქსელის აღქმის გამოკვლევით, ზილა არკვევდა, წამოეგებოდნენ თუ არა მისი ახლობლები ამ ტყუილზე. გოგონას გასაკვირად და, მოგვიანებით, სამწუხაროდაც კი, არავის უეჭვია, რომ ეს ყველაფერი ტყუილი იყო.

ერთადერთი, ვინც სიმართლე იცოდა, ზილას შეყვარებული იყო. მისი დახმარებით, გოგონამ თავისი პროექტი ლოგიკურ დასასრულამდე მიიყვანა. თუმცა, ფინალი სახარბიელო არ აღმოჩნდა. ჰოლანდიელმა გულწრფელად თქვა, რომ მსგავსი აფიორის მოწყობისას ახლობლებისა და მშობლების გრძნობებზე სულ არ უფიქრია.

ზილას ბევრი რამის გაკეთება მოუხდა დანაშაულის გამოსასწორებლად. თვითონ გოგონა, სხვათა შორის, გულწრფელად ნანობს. ამბობს, რომ ამ საქმეს არასდროს წამოიწყებდა, რომ სცოდნოდა, როგორი რეაქცია ექნებოდათ ახლობლებსა და მეგობრებს. თუმცა, დროის უკან დაბრუნება არავის ძალუძს.

ახლა კი დაზუსტებით შეიძლება ითქვას, რომ ახლა ზილას ახლობლები მის ლამაზ ფოტოებს სოციალურ ქსელებში აღარასდროს დაუჯერებენ. ვფიქრობ, გოგონამ უკვე მიიღო გაკვეთილი…

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს