კაროლინა 10 წელი დაორსულებას ცდილობდა. ორსულობის მე-4 დღეს პანიკაში მყოფმმა ექიმმა მას ახალი ამბავი შეატყობინა

556

შონი და კაროლინა სევიჯები 1993 წელს დაქორწინდნენ და უკვე იცოდნენ, რომ ბევრი შვილი ეყოლებოდათ. პირველი შვილი უკვე ქორწინებიდან 1 წლის შემდეგ გაუჩნდათ. აი, მოგვიანებით უკვე კაროლინას პრობლემები შეექმნა. მეორე და მესამე ბავშვი ქალმა დიდი ტანჯვის შემდეგ გააჩნია.

ხოლო, როცა უკვე მე-4 ბავშვს ელოდა, ნამდვილმა კატასტროფამ იფეთქა. კაროლინას მშობიარობიდან 2 საათის შემდეგ ნანატრი ბავშვის უცხო ხალხისთვის მიცემა მოუწია. სხვას ასეთი გამოცდილება გატეხავდა, მაგრამ სევიჯი სხვა ცომიდან იყო მოზელილი. შესაძლოა, სწორედ ამიტომ, რამდენიმე წლის შემდეგ ბედმა ასმაგად დააჯილდოვა!

კაროლინამ 6 შვილიდან მხოლოდ 2 გააჩინა ბუნებრივი გზით. პირველი სევიჯის უფროსი ვაჟიშვილი იყო.

თუმცა უკვე მეორე შვილის ჩასახვის მცდელობისას ცხადი გახდა: აქ მხოლოდ უნაყოფობის მკურნალობა თუ უშველიდა. თავად კაროლინა ძალიან ძნელად ფეხმძიმდებოდა და ყოველთვის საქმე ნაყოფის მოშორებით მთავრდებოდა.

სამყაროს მეორე ბავშვი მხოლოდ უნაყოფობის სამკურნალო კურსის გავლის შემდეგ აჩუქა. მესამე ინ ვიტრო განაყოფიერების შედეგად გაჩნდა.

წყვილმა იმავე მეთოდის კვლავ გამოყენება გადაწყვიტეს. თუმცა დაორსულებიდან სულ რაღაც მე-4 დღეს სევიჯების სახლში სატელეფონო ზარის ხმა გაისმა.

პანიკაში მყოფმა ექიმმა ცოლ-ქმარს შეატყობინა, რომ საშინელი შეცდომა დაუშვეს. პროცედურის დროს ქალს სხვა ემბრიონი „ჩაუდეს“. ასე კაროლინა მოულოდნელად სუროგატი დედის როლში აღმოჩნდა.

რა თქმა უნდა, მათ არასასურველი ნაყოფის მოშორება შეეძლოთ, მაგრამ ეს ვარიანტი სევიჯებმა სწრაფად უარყვეს!

როცა პატარა ლოგანი ამქვეყნად დაიბადა, ნამდვილმა მშობლებმა ბავშვი პრაქტიკულად იმწამსვე წაიყვანეს. სევიჯებისთვის ეს ნამდვილი დარტყმა გახდა.

თუმცა შონი და კაროლინა ლოგანის მშობლებს დაუმეგობრდნენ. დღეს წყვილი ამ ოჯახთან ურთიერთობას კვლავ აგრძელებს.

ლოგანის შემთხვევის შემდეგ სევიჯებს მეოთხე ბავშვის ყოლის სურვილი უფრო გაუმტკიცდათ. ახლა მათ სუროგატი დედის დახმარებას მიმართეს. მედიცინამ ცოლ-ქმარს არ უტყუნა: ძალიან მალე 2 შესანიშნავი ტყუპი გოგო გაჩნდა!

ამაზე სევიჯებმა შეჩერება გადაწყვიტეს. ექიმებმა დაარწმუნეს, რომ ის სრულად უნაყოფოა, ხოლო სუროგატი დედის მომსახურება მეტად აღარ სურდა.

ხუთი ბავშვი სევიჯებისთვის სავსებით საკმარისი იყო. თუმცა 2014 წელს ბედმა სევიჯებს მოულოდნელი სიურპრიზი მოუტანა.

ნაცნობი სიმპტომების შეგრძნების შემდეგ კაროლინამ ყოველი შემთხვევისთვის ორსულობის ტესტი იყიდა. შედეგმა გააოგნა.

ექიმები, რომლებიც მის უნაყოფობაზე ირწმუნებოდნენ, მართლები არ აღმოჩნდნენ. რამდენიმე ნაყოფის მოშორების და უამრავი სამკურნალო პროცედურების შემდეგ ხუთი შვილის დედას ბუნებრივი გზით დაორსულება შეძლებია!

ექიმების გაოცების მიუხედავად, 45 წლის ქალმა ორსულობა ყოველგვარი გართულების გარეშე გადაიტანა. პატარა ნიკოლას უინტონ სევიჯი საჭირო ვადებში გაჩნდა. პატარას შემოწმების შემდეგ ექიმებმა დაასკვნეს: პატარა აბსოლუტურად ჯანმრთელი იყო.

ახლა წყვილმა მიიღო ყველაფერი, რაც სურდათ. შონი და კაროლინა ერთხმად ირწმუნებიან: პატარა ვაჟიშვილი მათთვის უფლის საჩუქარია. თუმცა მეტი ბავშვის ყოლა უკვე აღარ სურთ. ექვსი ბავშვი სავსებით საკმარისია, ამბობენ სევიჯები და იცინიან.

სტატია მომზადებულია newsner – ის მიხედვით.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს