ჭორები ვრცელდება, რომ ქეით მიდლტონს სასახლის დატოვება სურს და პრინც უილიამს შორდება

0
134

როგორც ჩანს, უზარმაზარმა შავმა კატამ ბრიტანეთის სამეფო ოჯახს გზა გადაუჭრა. ერთ უსიამოვნებას მეორე მოჰყვა. ადრე მეფე ჩარლზ III გაგვაოცა შემაშფოთებელი გზავნილით: მონარქს კიბოს დიაგნოზი დაუსვეს. ახლა პრესის ყურადღება ქეითმა და უილიამმა მიიპყრო. უახლესი ამბები იუწყება, რომ უელსის პრინცესას სურს გაჰყვეს მეგან მარკლის კვალს და სასახლე სამუდამოდ დატოვოს.

ქეითი და უილიამი: უახლესი ამბები

ამის შესახებ სამეფო ოჯახთან დაახლოებული პირი, სასახლის ჩინოვნიკი, ჟურნალთან RADAR საუბრობს. მისი თქმით, ქეთრინს სურს უარი თქვას სამეფო პირის საჯარო მოვალეობებზე. მუდმივად კამერების გარემოცვაში ყოფნით დაიღალა. სკანდალებმა, ჩხუბმა და ოჯახურმა პრობლემებმა მისი ნერვები შეიწირა.

პრინც უილიამთან მისი ქორწინებაც ირღვევა. ინსაიდერი ირწმუნება, რომ ბრიტანეთის გვირგვინის მემკვიდრემ ცოლი არასათანადო ქცევაში დაადანაშაულა. თითქოს, მისი გადაწყვეტილება მონარქიას საფრთხეში აგდებს.

პანიკისთვის ადრეა. ქეითს ჯერ არ მიუღია საბოლოო გადაწყვეტილება. შესვენება აიღო, რომ კარგად დაფიქრდეს. ბოლო დროს ქალს რთული პერიოდი აქვს, რის გამოც მისი ჯანმრთელობა და სულიერი მდგომარეობა შეირყა. წყაროს თქმით, პრინცესა დიდი ხანია უიმედოდ ებრძვის სამეფო ოჯახის ზეწოლას.

უელსის პრინცესის ჯანმრთელობის მდგომარეობა

იანვრის ბოლოს 42 წლის პრინცესა საავადმყოფოში მოხვდა. მუცლის ღრუს ოპერაცია ჩაუტარდა. ამის შემდეგ მთელი 2 კვირით ჩამოშორდა საჯარო სამეფო ცხოვრებას. როგორც ჩანს, ეს იძულებითი დასვენება მოეწონა.

ამ დროში ქეითმა გააცნობიერა, რამდენად ენატრება უბრალო ადამიანური სიმშვიდე და ანონიმურობა. ამან გააძლიერა მისი გადაწყვეტილება, რომ დაწვას ხიდები და ქუსლების ბაკუნით მზის ჩასვლისკენ ამაყად წავიდეს.

ნამდვილად, ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში მიდლტონს ბევრი უსიამოვნება თავს დაატყდა. 2019 წელს ყვითელი პრესა ავრცელებდა ჭორებს როუზ ჰანბერის შესახებ, რომელთანაც თითქოს პრინც უილიამს რომანი ჰქონდა. პრინცესას მუდმივად აკრიტიკებენ დაღლილი სახის და სიგამხდრის გამო. მეგან მარკლთან მისი გახმაურებული სკანდალი ნამდვილ კოშმარად იქცა. თავის მემუარებში სასექსის ყოფილი ჰერცოგინია და მისი ქმარი მიდლტონს ახასიათებენ უპრინციპო და უგულო რასისტ ქალად. ის ერთხელ დაინტერესდა მეგანის ვაჟის, არჩის კანის ფერით, როდესაც ამერიკელი ქალი ჯერ კიდევ ორსულად იყო.

იმის მიუხედავად, რომ იმ დროს ქეითს ბევრი გულშემატკივარი ჰყავდა, ამ განცხადებამ მისი რეპუტაცია სერიოზულად შელახა. ახლა ქალის წინაშე უფრო რთული ამოცანაა: სწორად აუაროს გვერდი აბსურდულ შეთქმულების თეორიებს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ.

დიახ, საზოგადოების ნაწილი ემხრობა თეორიას, რომ უელსის პრინცესა სასახლისგან დაიღალა და საჯაროობის დატოვება სურს, მაგრამ სამეფო ოჯახის ბევრ გულშემატკივარს სერიოზული ეჭვები დარჩა. საქმე იმაშია, რომ ოპერაციის შემდეგ ქეითი საჯაროდ მაშინვე არ გამოჩნდა.

რაღაც არ ემთხვევა. გარდა ამისა, თებერვლის დასაწყისში გავრცელდა ჭორები, რომ პრინცესამ ოპერაცია ცუდად გადაიტანა და კომაში ჩავარდა (სასახლემ მოგვიანებით ეს ჭორი უარყო). ფანები ირწმუნებიან: თუ ქეითს ნამდვილად სურს სასახლის დატოვება, სხვებს ფოტოს გადაღების საშუალებას მისცემდა.

ფოტოსკანდალი ქეით მიდლტონთან

სიტყვაზე, 11 მარტს ინტერნეტში გავრცელდა პაპარაცის მიერ გადაღებული საინტერესო ფოტო. მასზე აღბეჭდილია ქეითი და უილიამი Range Rover–ის უკანა სავარძელში იმ მომენტში, როცა ისინი ვინძორის სასახლეს ტოვებენ.

ინტერნეტმომხმარებლები ერთხმად აცხადებენ: ეს ფოტო ყალბია. მიდლტონი სახეს მალავს, ხოლო ფონზე აგური „არ ემთხვევა“ (როგორც ჩანს, პრინცესის ფანები ფოტოშოპზე მიანიშნებენ). გარდა ამისა, ქალის ვარცხნილობა ჰგავს იმას, როგორშიც ის გამოჩნდა 2016 წელს სომის ბრძოლის დაწყების 100 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე.

რამდენიმე დღის წინ პრინცესამ ოფიციალური ბოდიში მოიხადა შვილებთან ერთად გადაღებული ფოტოსთვის, რომელიც კენსინგტონის სასახლემ დედის დღისთვის ინსტაგრამზე გამოაქვეყნა. ეს ფოტო თავად ქეითმა დაამუშავა. ეს იყო პირველი ფოტო ოპერაციის შემდეგ. ყურადღებიანმა გამომწერებმა აღნიშნეს: აქაც ფოტოშოპია. ქალმა განმარტა, რომ როგორც ნებისმიერ მოყვარულ ფოტოგრაფს, მასაც უყვარს ციფრულ დამუშავებაში ექსპერიმენტები.

ჯერჯერობით, მიდლტონის უარყოფა მის სასარგებლოდ არ მოქმედებს. ფანების ერთი ჯგუფი ირწმუნება, რომ ბოლო ფოტოებზე პრინცესის ნაცვლად იყო მისი ორეული ან უმცროსი და, პიპა მიდლტონი.

ვიმედოვნებთ, ადრე თუ გვიან, პრინცესა ოფიციალურ კომენტარს გააკეთებს მისი მდგომარეობის შესახებ. ასევე ვიმედოვნებთ, რომ ქეითი და უილიამი, რომელთა უახლესი ამბები გამამხნევებელი არაა, გაუმკლავდებიან ამ ყოველდღიურ ქარიშხალს.