განვსაზღვროთ თავსებადობა თვალის ფერის მიხედვით

111

იმის დასადგენად, იქნებიან თუ არა შეყვარებულები ერთმანეთთან ბედნიერები, ამ დარგის ექსპერტები მიმართავენ ნატალურ სქემებს, სახელებს, ბედის მატრიცებს და არა მარტო. ისინი თავსებადობას თვალის ფერის მიხედვითაც განსაზღვრავენ.

მჭიდრო ურთიერთობის დამყარებისას თვალის კონტაქტი მართლაც ძალიან მნიშვნელოვანია. თუმცა, არსებობს მოსაზრება, რომ ამაში არა მარტო ის, არამედ თვალის ფერიც მნიშვნელოვან როლს ასრულებს. თვალის ფერს შეუძლია გვითხრას, აქვს თუ არა წყვილს მომავალი.

თავსებადობის განსაზღვრა თვალის ფერის მიხედვით

ყავისფერი – ყავისფერი

ასეთი პარტნიორები სიმსუბუქეს გრძნობენ კომუნიკაციისას, რადგან ისინი ერთიდაიმავე ტალღაზე არიან, მაგრამ ერთად ყოფნა მათთვის დაუძლეველი ამოცანაა. საქმე ისაა, რომ ყავისფერი თვალების მქონე ადამიანები ლიდერობის თვისებებით არიან დაჯილდოვებულნი. სამწუხაროდ, როგორც წყვილი ისინი დათმობებზე ვერ წავლენ. ყველას უნდა, რომ საბანი თავისკენ გადასწიოს. თუმცა, ასეთ წყვილს საერთო მიზნის მიღწევაში ტოლი არ ჰყავს.

ყავისფერი – მწვანე

ყავისფერთვალება პარტნიორი შეძლებს უბიძგოს მწვანეთვალებას აქტიური მოქმედებისკენ. პირველს ლოკომოტივის როლი ექნება ურთიერთობაში. მწვანე თვალების მქონე პარტნიორი შეძლებს დაიცვას თავისი შეყვარებული დაუფიქრებელი ქმედებებისგან და ნაჩქარევი გადაწყვეტილებებისგან. ამის წყალობით მათი კავშირი ძალიან წარმატებული იქნება.

მწვანე – მწვანე

ამ თვალის ფერის მქონე ადამიანები ერთმანეთს იდეალურად უხდებიან. მათ ქორწინებაში ნამდვილი ჰარმონია სუფევს. ეს იმიტომ ხდება, რომ შეყვარებულები ერთსა და იმავე ტალღაზე არიან. თითქმის უსიტყვოდ ესმით ერთმანეთის. ერთადერთი, რასაც შეუძლია ასეთი წყვილის ურთიერთობა გააფუჭოს, არის ეჭვიანობა.

მწვანე – ნაცრისფერი

მსგავსი თვალის ფერის მქონე პარტნიორების კავშირი ნამდვილად შესაშურია. მათ კავშირს მხოლოდ აყვავება და ჰარმონიაში ჩაძირვა ელის. თუმცა, ასეთი შედეგისთვის აუცილებელია, რომ ნაცრისფერი თვალების მქონე პარტნიორმა ურთიერთობაში დომინანტური პოზიცია დაიკავოს. ამ შემთხვევაში, მას შეეძლება გამოავლინოს მთელი თავისი სიყვარული და მზრუნველობა.

ცისფერი – მწვანე

ეს კავშირი აუცილებლად იქნება ძლიერი და ბედნიერი. მხოლოდ ამისთვის, ორივე პარტნიორს, როგორც ნებისმიერ ურთიერთობაში, სჭირდება ძალისხმევის დახარჯვა. ცისფერთვალება პარტნიორის მთავარი მისია იქნება მეორე ნახევრის შთაგონება ახალი მიღწევებისთვის. მეორე პარტნიორმა მხარი უნდა დაუჭიროს მის რჩეულს ყველა მცდელობაში.

ცისფერი – ცისფერი

ერთმანეთით ძლიერი გატაცება, რომანტიკა და მოსაფერებელი სიტყვები – ის, რასაც ასეთი პარტნიორები ურთიერთობის პირველივე თვეების შემდეგ ივიწყებენ. მომავალში მათი კავშირი იგება მხოლოდ ურთიერთპატივისცემასა და სარგებლის მიღებაზე.

ყავისფერი – ცისფერი

საპირისპირო მხარეები იზიდავს, მაგრამ არა ამ შემთხვევაში. ასეთი პარტნიორების ძალიან განსხვავებული ხასიათები მუდმივ ჩხუბს გამოიწვევს. ერთ-ერთ პარტნიორს მოუწევს ყოველთვის აკონტროლოს ემოციები. იმის გამო, რომ არც ყავისფერთვალება და არც ცისფერთვალება პარტნიორს არ შეუძლია ამის გაკეთება მუდმივად, ჩხუბისა და განშორების თავიდან აცილება შეუძლებელია.

ცისფერი – ნაცრისფერი

წყვილში ნაცრისფერი თვალების მქონე ადამიანი ყოველთვის ლიდერობისკენ ისწრაფვის. ამიტომ, მნიშვნელოვანია ურთიერთობის დამყარება მოწიფულ პარტნიორთან. ამ შემთხვევაში ცისფერი თვალების მქონეს შეეძლება თავიდან აიცილოს კრიტიკა და მუდმივი მორალის კითხვა საკუთარი მისამართით. თავად კავშირი კი ძალიან ძლიერი იქნება.

ნაცრისფერი – ნაცრისფერი

ასეთი პარტნიორები ვერ იტანენ განშორებას. მათთვის ეს ძალიან მტკივნეულია. ამიტომ, მაშინაც კი, როდესაც სერიოზული კონფლიქტები წარმოიქმნება, ამ წყვილის ორივე პარტნიორი ცდილობს იპოვოს შერიგების გზა, რომელიც ორივესთვის იქნება მისაღები.

ნაცრისფერი – ყავისფერი

რაც შეეხება სიყვარულს, ამ კავშირს ბედნიერი დასასრული არ ელოდება. ასეთი თვალების მქონე პარტნიორები ხომ ვერ შეძლებენ ერთმანეთის მიმართ გახსნას. ისინი თავიანთ საიდუმლოებებს ღრმად შეინახავენ საკუთარ თავში. პატიოსნებისა და ნდობის გარეშე კი – შეუძლებელია ძლიერი ურთიერთობების დამყარება.

სწორედ ასეთ დახასიათებას აძლევენ ექსპერტები წყვილებს თვალის ფერის მიხედვით.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს