რეტროგრადული მერკური 2024 წელს: ანჯელა პერლის დეტალური ანალიზი, რა ელოდება ზოდიაქოს ნიშნებს აპრილში

465

2024 წელს რეტროგრადული მერკური 4–ჯერ იმოქმედებს ჩვენს ცხოვრებაზე, რაც საშუალო მაჩვენებელია, ანუ არც ადვილი, არც რთული წელი იქნება. თუმცა უკეთესია ასეთ ასტრონომიულ ფენომენს მომზადებული შეხვდეთ. ანჯელა პერლიმ უკვე გააკეთა მეორე რეტროგრადული მერკურის ანალიზი, რომელიც 2024 წლის 1 აპრილიდან 25 აპრილამდე გველოდება.

ანჯელა პერლი გვახსენებს, რომ მერკური ინფორმაციის, გარიგებების და კომუნიკაციების მფარველია. მისი უკუმიმართულებით მოძრაობისას ცვლილებები პირველ რიგში ამ სფეროებს ეხება. ვარსკვლავების სპეციალისტი იძლევა პატარა შპარგალკას და ამბობს, რომ ნებისმიერი რეტროგრადული მერკური არის აზრის შეცვლის, გადახედვის, და გაყიდვის დრო. რას მოგიტანთ რეტროგრადული მერკური 2024 წელს?

რეტროგრადული მერკური 2024 წელს: რისთვის უნდა მოემზადონ ზოდიაქოს ნიშნები?

იყიდება

პირველ რიგში, გამოვყოთ ძირითადი წესები, რომლებიც აპრილს შეეხება: რა უნდა გაკეთდეს, რაზე უნდა თქვათ უარი. მაგალითად, რეტროგრადული მერკურის პერიოდში უმჯობესია უარი თქვათ ნებისმიერი ტექნიკის და უძრავი ქონების შეძენაზე. პლასტიკური ოპერაციები და გარდაქმნა უმჯობესია გადადოთ. მოსალოდნელია შეფერხებები საკომუნიკაციო სისტემებში, პაროლებს და ელფოსტებს გაუფრთხილდით. ამავდროულად, მერკური ხელს უწყობს უკან დაბრუნებას, ამიტომაც არის რეტრო!

მაგალითად, გადაწყობასთან დაკავშირებული ყველა საქმე წარმატებით ჩაივლის. ბინის მცირე განახლება, ძველი ნივთების დახარისხება, წესრიგის დამყარება კარადაში ან სარდაფში. კარგი დროა, რომ ყველა დოკუმენტი მოაწესრიგოთ, ანგარიშები საგულდაგულოდ შეამოწმოთ.

ამჯერად მერკურის გზა ძალიან მრავალფეროვანია, ასტრონომიული მოვლენებით სავსეა. 9 აპრილს ხვდება მთვარეს, სახლის და ოჯახის მფარველს. 12 აპრილს – მზეს, სამსახურის და კარიერის მფარველს. 19 აპრილს – ვენერას, სიყვარულის პლანეტას. 25 აპრილს მერკური გადადის კარმულ კვანძში, რამაც თქვენს სამომავლო გეგმებზე მნიშვნელოვანი ცვლილებები შეიძლება შეიტანოს.

მნიშვნელოვანია გაითვალისწინოთ არა მხოლოდ მერკურის აქტიური პერიოდი, არამედ ჩრდილოვანი პერიოდიც. ეს ნიშნავს, რომ 19 მარტიდან პლანეტა დაიწყებს შენელებას, ნელ–ნელა შევა ტურბულენტურ ზონაში და გამოვა 25 აპრილიდან 14 მაისამდე. დიდი ალბათობით, ამ დღეებში ყველაფერი გეგმის მიხედვით არ წავა: გარიგება ჩაიშლება, შეხვედრა გაუქმდება ან ჯანმრთელობის ან ტექნიკური მიზეზების გამო მოგზაურობის გადადება მოგიწევთ.

ვერძი და კურო

ამჯერად მერკური გადის ვერძის ნიშანში, ვერძისთვის პირველ სახლში. ყველაზე მამაცი ზოდიაქოს ნიშნის წარმომადგენლები უნდა მოემზადონ! შესაძლოა გამბედაობით ამ რთული პერიოდის გადალახვა შეძლონ. როგორც წესი, პირველი სახლი დასაწყისის სიმბოლოა, მაგრამ ანჯელა პერლი არ გირჩევთ წინ გაჭრას. რეტროგრადულ პლანეტას პატივი უნდა სცეთ. ვერძმა უნდა გამოიჩინოს გამბედაობა აღიაროს თავისი შეცდომები, დაუბრუნდეს დაუმთავრებელ საქმეს და პირისპირ შეხვდეს სირთულეებს, რომელსაც დიდხანს შორეულ უჯრაში ინახავდა.

ვერძმა კონტრაქტებთან სიფრთხილე უნდა გამოიჩინოს: ყურადღებით წაიკითხეთ პირობები, შეიძლება იქ რაღაც დამალული იყოს. კარგი დროა გარეგნობის შესაცვლელად, ძველ სტილზე ან ცხოვრების წესზე დასაბრუნებლად.

მერკური კუროს მე–12 სახლში იპოვის. გამოდის, რომ წარსულისკენ მიმართულ მერკურს კიდევ უფრო გააძლიერებს თავად სახლის ენერგია, რომელიც წარსულში აგზავნის. დიდი ალბათობით, კუროს მოუწევს ძველი პრობლემის მოგვარება და საოჯახო არქივების მოძიებაც. თუ კურო ფსიქოლოგთან დადის, ასეთი მერკური შეიძლება ნიშნავდეს ძველ ტრავმაზე მუშაობის დაბრუნებას.

კუროსთვის კარგი იქნება არა მხოლოდ სახლის დასუფთავება. ასევე მე–12 სახლი ნიშნავს შეზღუდვებს, დიეტა და დეტოქსიკაცია კარგად იმუშავებს. თუ კურო ექიმთან მეთვალყურეობას გადის, კარგი იქნება კლინიკაში ვიზიტი, აქტუალურ პრობლემებზე ანალიზის ჩაბარება. მერკური ხელს უწყობს კუროს, რომელიც საკუთარ სხეულზე ზრუნავს.

ტყუპები და კირჩხიბი

ტყუპები მერკურს მეგობრების სახლში შეხვდება. ბავშვობის მეგობრებთან, კლასელებთან, კურსელებთან და მეზობლებთან თბილი და ნოსტალგიური შეხვედრებისთვის უნდა მოემზადოთ. კურსელებთან შესახვედრად საუკეთესო დროს ვერ იპოვით. აპრილში ტყუპები აღმოაჩენს ორატორის ნიჭს, კარგი იქნება ვებინარის გამართვა ან სხვებისთვის გამოცდილების გაზიარება.

მე–11 სახლი ტყუპებისთვის ასევე ნიშნავს ოცნებებს და გეგმებს. რეტროგრადული მერკურის მიხედვით, ისინი აუცილებლად შეიცვლება. კარგი პროგნოზია, რომ ტყუპები, დიდი ალბათობით, მიიღებს რაიმე სახის ჯილდოს წარსულში განხორციელებული საქმისთვის.

კირჩხიბს სამსახურში და ბიზნეს სფეროში ცვლილებები ელოდება. სავარაუდოდ, რაღაც სტრუქტურის გადახედვა მოგიწევთ: ფინანსური, ბიუროკრატიული, იერარქიული სტრუქტურა გუნდში. ხელმძღვანელობის ან პერსონალის შეცვლა მოსალოდნელია. კირჩხიბს შეიძლება დაუბრუნდეს წარსულიდან რომელიმე პროექტი, რომელსაც სჭირდება გაუმჯობესება ან დამუშავება. ზოგიერთ კირჩხიბს მოუწევს ხანმოკლე პაუზის, შვებულების აღება. ეს გამოწვეულია იმით, რომ ამ პლანეტას შეუძლია შენელება მიღწევების გზაზე.

ლომი და ქალწული

მერკურმა მე–9 სახლში ლომს რამდენიმე სამოგზაურო სიურპრიზი მოუმზადა. სასტუმროს ან ჰოსტელის დაჯავშნისას სიფრთხილე გამოიჩინეთ, რადგან რეგისტრაციისას შეცდომები შეიძლება დაუშვათ. შეამოწმეთ ბილეთები, პასპორტი, ვიზა, სხვა საბუთები. ზოგიერთი მოგზაურობა და ფრენა შეიძლება გადაიდოს რამდენიმე დღით ან განუსაზღვრელი ვადით.

ლომისთვის ეს პერიოდი არის სწავლის შესაძლებლობა. მე–9 სახლი სწავლის სახლია და კარგი იქნება, თუ ცხოველთა მეფე ძველ მასალებს გადახედავს. მერკური დაგეხმარებათ დიპლომის დადასტურებაში, გამოცდების ხელახლა ჩაბარებაში, ძველი პრაქტიკის გამეორებაში, რომელიც შეიძლება სასარგებლო აღმოჩნდეს. თუმცა შეხვედრები და მოგზაურობები, თუნდაც საგანმანათლებლო, შეიძლება გადაიდოს ან მოულოდნელობებს შეიცავდეს.

ქალწულებო, აპრილში ფინანსური ნაკადი გაიხსნება, რადგან მერკური მთელი თვე თქვენს მე–8 სახლში იქნება. ნანატრი პროექტიდან მოგებას ან პრემიას მიიღებთ. კარგი იქნება სესხის აღება, რეინვესტირება და ფინანსების გადანაწილება. კარგი დროა ვალების დასაბრუნებლად და დასაფარად. დაბრუნების თემა საკმაოდ პოპულარულია მერკურის რეტროგრადულ ფონზე. მაგალითად, საქონლის ან ფულის დაბრუნება.

ასევე მე–8 სახლში ცხოვრობს საიდუმლოებები და ახლო ინტიმური ურთიერთობები. ეს მეტყველებს, რომ ძველი შეყვარებული შეიძლება გამოჩნდეს. თქვენი ან სხვისი საიდუმლო შეიძლება გამჟღავნდეს, ამიტომ ყურადღებით იყავით.

სასწორი და მორიელი

სასწორი აპრილში მოექცევა წარსული ურთიერთობების გავლენის ქვეშ – წინა ქორწინება და რომანტიკული კავშირები. ანჯელა პერლი გვიზიარებს, რომ ჰყავდა ბევრი კლიენტი, რომლებიც წინა პარტნიორებზე დაქორწინდნენ რეტროგრადული მერკურის პერიოდში. სასწორმა შეიძლება იგრძნოს სირთულეები სასამართლო პროცესების გატარებაში. თუ დიდი ხანია გაიწელა განქორწინების პროცესი, აპრილი კარგი თვეა, რომ ყველაფერს წერტილი დაუსვათ.

საინტერესოა, რომ აქტიურ ფაზაში შედის მე–7 სახლი, რომელიც გარიგებებზე პასუხისმგებელია. სასწორს სურვილი გაუჩნდება რაიმე შეიძინოს ან კონტრაქტი გააფორმოს. თუმცა ამის გაკეთება არ ღირს, უმჯობესია დაელოდოთ რეტროგრადული პერიოდის დასრულებას.

აპრილში მორიელისთვის ძირითადი ცნებები იქნება: რეჟიმი, ბალანსი, ყოველდღიური რუტინა და სამსახური. მნიშვნელოვანია, შრომასა და დასვენებას შორის ბალანსი აღადგინოთ. გარდა ამისა, მორიელი სამუშაო პროცესებში ჩაეფლობა. არსებობს შესაძლებლობა, რომ ეს შეეხება ძველ პროექტებს ან ძველი სამუშაოს, საქმიანობის სფეროზე დაბრუნებას. ყოფილ თანამშრომლებთან, უფროსებთან და თანაშემწეებთან კონტრაქტები განახლდება.

საინტერესო ნიუანსი: რეტროგრადულ მერკურს უყვარს, როცა ხალხი საკუთარ თავზე და ჯანმრთელობაზე ზრუნავს. მორიელისთვის კარგი იქნება, თუ უარს იტყვის მავნე ჩვევებზე, მედიკამენტების მიღებას გადახედავს და გამოკვლევას ჩაიტარებს. დიაგნოზს ბრმად არ ენდოთ, რადგან უზუსტობა ან შეცდომა შესაძლებელია. რამდენიმე ექიმთან კონსულტანცია გაიარეთ და დამატებით გამოკვლევებზე უარი არ თქვათ.

მშვილდოსანი და თხის რქა

აპრილი კარგი დროა მშვილდოსნისთვის, რომელიც სიყვარულში ჩაიძირება მე–5 სახლის მიხედვით. ურთიერთობაში ორაზროვანი პერიოდი იქნება, რადგან მოგიწევთ პარტნიორთან რამდენიმე ძველი საკითხის განხილვა. ასევე შეიძლება ყოფილი პარტნიორი თქვენს ურთიერთობაში ჩაერიოს. სასიყვარულო სამკუთხედი ჩვეულებრივი საქმეა მერკურისთვის მე–5 სახლში.

ამ პოზიციაზე მერკური გავლენას ახდენს ბავშვებთან ურთიერთობაზე და შემოქმედებაზე. სხვათა შორის, შემოქმედებითად მშვილდოსანს ბევრი იდეა ექნება. მისასალმებელია ცეკვა, ხატვა, სიმღერა და ნიჭის ნებისმიერი გამოვლინება.

თხის რქისთვის რეტროგრადული მერკური ხაზს უსვამს სახლზე მისი გლობალური გაგებით. კერძოდ სამშობლოზე და ოჯახზე, მშობლებზე და ფესვებზე, გვარებსა და ოჯახურ არქივებზე. მოსალოდნელია გადაადგილება ან ბინაში რემონტი. რა თქმა უნდა, გარიგებები. ახალი გარიგება უმჯობესია გადადოთ, ხოლო ძველ კონტრაქტებს (განსაკუთრებით უძრავ ქონებას) უმჯობესია გადახედოთ. ასევე თხის რქას ელოდება ძველ ნაცნობებთან შეხვედრა და ურთიერთობა.

მერწყული და თევზები

მერწყულს, რომელიც თავად მიდრეკილია კომუნიკაციისა და ხალხის გაერთიანებისკენ, შესაძლებლობა ექნება, განაახლოს ურთიერთობა ადამიანთან წარსულიდან. ამაზე მე–3 სახლი პასუხისმგებელია. იმის მიუხედავად, რომ მერწყული ტექნიკას და ონლაინ ტექნოლოგიებს კარგად უგებს, რეტროგრადული მერკური სიტუაციას გააფუჭებს. აპრილში სიფრთხილე გამოიჩინეთ მონაცემებთან, რომელსაც ტელეფონში ან კომპიუტერში ინახავთ.

ამავდროულად, მერწყულს მოეწონება მედიაში დაბრუნება. შეგიძლიათ გადააკეთოთ თქვენი გვერდი სოციალურ ქსელებში, განახორციელოთ საზოგადოებასთან ურთიერთობა და საჯარო სფეროში გადახვიდეთ. განსაკუთრებით ეხება იმ წარმომადგენლებს, რომლებიც ონლაინ ბიზნესს მართავენ.

აპრილში თევზებს, როგორც ქალწულს, სიმდიდრე ელის. უფრო ზუსტად, დიდი ან მცირე მოგება. მოგება დაკავშირებული იქნება ძველ პროექტთან ან წინა ნამუშევართან. ბიზნესმენისთვის ძველი მომხმარებლების დაბრუნება აქტუალურია. აპრილი თევზებს მოლოდინით დატანჯავს: მაგალითად, შეიძლება მოუთმენლად ელოდოს ახალ ამბავს ახალი სამუშაო ადგილიდან. მერკური ხომ არა მხოლოდ უკან ბრუნდება, არამედ ცოტათი ნელდება.

თევზებისთვის კარგი იქნება ფინანსების გადანაწილებას, შემოსავლის მართვას ან მემკვიდრეობის გადაფორმებას მიხედოს. მომგებიანი შესყიდვები დასაშვებია მხოლოდ ძველი, მეორადი ნივთების ან ანტიკვარიატის შეძენის კონტექსტში.

ინფორმაციის შეჯამებით, ხაზგასასმელია: ახალი საქმის დაწყება არ ღირს, უმჯობესია ძველი საკითხები დაასრულოთ. ანჯელა პერლს ყოველთვის შეაქვს ბევრი პოზიტივი მის ანალიზებში და გვახსენებს, რომ რეტროგრადული მერკური ცუდი არაა. ბევრი შეხვედრა ან გარიგება, რომელიც შეიძლება ჩაიშალოს, სინამდვილეში რაიმე საფრთხეს შეიძლება წარმოადგენდეს. ასე რომ, არ ინერვიულოთ, თუ რაღაც მოხდება. შესაძლოა, ასე რეტროგრადული მერკური გვიცავს.