ერთ საღამოს ვერ მოვითმინე და ქმარს ვუთხარი ყველაფერი, რასაც ვფიქრობდი. მაშინ უსიამოვნო სიმართლე გამოაშკარავდა

0
4358

სამწუხაროდ, ბევრი ადამიანისთვის საკუთარ შეცდომებზე სწავლა ერთადერთი გზაა ცხოვრებაში რაღაცის შესაცვლელად. სწორად რომ მოიქცეთ, საჭიროა გარკვეული კარმული გაკვეთილი. წინააღმდეგ შემთხვევაში, ლოგიკური დასკვნები უბრალოდ არ მოჰყვება. მხოლოდ შეცდომების დაშვებით ან რამდენჯერმე გამეორებით, რაღაცას ვსწავლობთ. სამწუხაროა, უფრო გამჭრიახები რომ ვიყოთ, ამ შეცდომების თავიდან აცილებას შევძლებდით.

ალბათ, განქორწინების რაოდენობა შემცირდება, წყვილები სხვა ოჯახების ცხოვრებით რომ დაინტერესდნენ და გარკვეული დასკვნები გამოიტანონ. მაგრამ არა, ოჯახის ფსიქოლოგები და ადვოკატები ამტკიცებენ, რომ ხშირად ერთსა და იმავე საკითხებსა და პრობლემებზე მუშაობა უწევთ. ღალატი, ერთ–ერთი პარტნიორის უკმაყოფილება ოჯახის ფინანსური მდგომარეობით, ყოფითი მომენტები. წყვილები ამ სამ პუნქტზე დაქორწინებამდე რომ დაფიქრდნენ, რეესტრში მისვლის შემდეგ კონფლიქტები ბევრად ნაკლები იქნებოდა.

კარმული გაკვეთილი

გარეგნობა გაყიდვების მენეჯერისთვის დიდ როლს თამაშობს. თავისთავად, უნდა იყოს მჭერმეტყველი და თავის თემაში კარგად გარკვეული. თუმცა, როგორც ამბობენ, ადამიანს ტანსაცმლით ხვდებიან. ძნელია რაიმე დაუმტკიცო კლიენტს, როცა ხედავს მის წინ მდგარ ადამიანს გაცვეთილ პალტოში ან ფეხსაცმელში, რომელიც არაერთი წელი აცვია. იქმნება შთაბეჭდილება, რომ მისი საქმე ცუდად მიდის. გამოდის, ასეთ თანამშრომლობას აზრი არ აქვს. ეს ცხოვრებისეული რეალობაა.

ამიტომაც ჩემთვის გარეგნობას ყოველთვის დიდი მნიშვნელობა ჰქონდა. არა მხოლოდ იმიტომ, რომ ქალი ვარ, არამედ პროფესიული პრინციპებიდან გამომდინარე. ქმარი ჩემს გატაცებას ყოველთვის უარყოფითად უყურებდა. თავად შეუძლია იყიდოს რაღაც ძვირადღირებული, მაგალითად, ქაშმირის სვიტერი ან სუფთა შალის კოსტიუმი და წლების განმავლობაში ეცვას. ამ მხრივ ცა და დედამიწასავით ვართ.

ოჯახის ბიუჯეტი

ამავდროულად, კვების მიმართ ძალიან გულგრილი ვარ. სადილი ან საუზმე შემიძლია გამოვტოვო. ყველაფერს ვჭამ. ბავშვობაში მსუქანი ვიყავი, მაგრამ სამსახურში მუდმივი დატვირთვის და, ალბათ, სტრესის გამო ჩემი წონა 55 კგ–მდე გაჩერდა. როცა ძალიან დატვირთული ვარ, უფრო იკლებს. პაატა ამ თამაშში არასდროს ერთვება. მას სჭირდება ხორცი, ნოყიერი გარნირი და აუცილებლად დესერტი. წინააღმდეგ შემთხვევაში, პრეტენზიებს გამოთქვამს და უხეშობს. სკანდალის მოწყობაც შეუძლია.

შვილები არ გვყავს და რომც გვყავდეს, წარმოდგენა არ მაქვს, როგორ იარსებებს ჩვენი ოჯახი. ერთი მხრივ, არც მე, არც ქმარს მავნე ჩვევები არ გვაქვს. ორივე ვმუშაობთ. ერთი შეხედვით, ჩვეულებრივი წყვილი ვართ, როგორც ბევრი სხვა. მეორე მხრივ, ბევრი კრედიტი გვაქვს. ბინა ჩემი ქმრისაა, მაგრამ კომუნალურ გადასახადებს მე ვიხდიდი. ამას დაუმატეთ თანხის დიდი პროცენტი, რომელიც იხარჯება კვებაზე და პაატას დიდ გატაცებაზე, თევზაობაზე.

ქალაქგარეთ მეგობრებთან ერთად მისი წასვლის წინააღმდეგი არასდროს ვყოფილვარ. კაცს თევზაობის შესაძლებლობა უნდა ჰქონდეს. მაგრამ! თუ სხვა ქალები ძირითადად ჩივიან, რომ მათი ქმრები თევზაობის შემდეგ „წარბებაწეული“ ბრუნდებიან, ჩვენ სხვა სიტუაცია გვქონდა. ქმარი და მისი მეგობრები ირჩევდნენ ყველაზე შეუფერებელ გზებს ქვების და ჭაობების გავლით, რომ დანიშნულების ადგილამდე მისულიყვნენ. „ყველგან მავალი“ კი მხოლოდ პაატას ჰქონდა. შესაბამისად, რემონტის და ბენზინის ფულსაც ის იხდიდა. გულწრფელად ვაღიარებ, ეს ხარჯი ყოველთვის ზედმეტი მეჩვენებოდა და ყოველთვის ჩვენი ჯიბიდან გვიწევდა გადახდა.

კარმული გაკვეთილი

გასაკვირი არაა, რომ რაღაც მომენტში ვერ გავუძელი. გადაწყვიტე, ქმრისთვის მეთქვა ყველაფერი და მაშინვე. იმ დღემდე რაღაც მეორეხარისხოვან საკითხებზე ვკამათობდით. ეს კი სხვა შემთხვევა იყო. კამათი ან ორთქლის გაშვება არ მჭირდებოდა. უბრალოდ მინდოდა მომესმინა პასუხები ჩემს კითხვაზე. ვფიქრობ, ზრდასრული ადამიანები ასე უნდა მოიქცნენ. არა იმიტომ, რომ თავისი ეგო დაამშვიდოს, არამედ გაიგოს, რას ელოდოს მომავალში.

საკმაოდ ჩვეული სიტუაციაა. არც ველოდი, რა სიბინძურეს გავიგებდი ჩემი ქმრისგან. რომ მცოდნოდა, მორალურად მოვემზადებოდი. მოკლედ, მისი ცხოვრებიდან რამდენიმე ახალი დეტალი გაირკვა, რომელიც, რა თქმა უნდა, გვერდზე არ გადადო. პირველ რიგში, უკვე რამდენიმე თვის განმავლობაში სამსახურის შემდეგ დედამისთან დადის. საჭმელად და სასაუბროდ. მისი თქმით, საოჯახო საქმეს ვერ ვუმკლავდები: არ ვუკეთებ იმას, რაც მას უნდა, და საკმარისი რაოდენობით.

უსიამოვნო სიმართლე

ეს სასაცილო იყო, რადგან თავად პაატა სახლში არაფერს აკეთებს. მხოლოდ უფლებები. ნამდვილად შემიძლია რაიმე შევუკვეთო სახლში მიტანით, განსაკუთრებით მაშინ, როცა სამსახურში რთული დღეები მაქვს. თუმცა ვიმეორებ, ჩემთვის საკვები პირველ ადგილზე არასდროს ყოფილა. მეორეც, ახალი ტანსაცმლის მიმართ ჩემი „მადის“ შესახებ პრეტენზიები გამოთქვა. არ აღელვებს, რომ ტანსაცმელზე დიდწილად ჩემს პირად დანაზოგს ვხარჯავ. ქმარი „დაიღალა“ იმის ყურებით, როგორ ივსება კარადა, თუმცა არაერთხელ ვუთხარი, რომ მჭირდება გარეგნობაში მაღალი თამასის მხარდაჭერა.

მესამეც, ყოველივე ზემოთქმულის გათვალისწინებით, ჩემი მხრიდან მადლიერებას ვერ ხედავს. ჩვენ ხომ მის ბინაში ვცხოვრობთ. ის რომ არა, სადღაც ნაქირავებში ცხოვრება მომიწევდა, თუმცა ნაძვის ხესავით გამოწყობილი ვარ. მომიწევდა კრედიტის გადახდაც, რომელიც სწორედ მისი სურვილების დასაკმაყოფილებად ავიღეთ. ამის გაგონება კი არ უნდა, რადგან ოჯახი ვართ, ყველა ვალი თანაბრად უნდა გაიყოს. ალბათ, ამან ყველაზე მეტად გამაცოფა. ამ სიტყვების შემდეგ გადავწყვიტე, რომ ბევრს ვიღებ საკუთარ თავზე და ამ რიტმში ცხოვრება აღარ შემიძლია.

მესმის, ჩემი მდგომარეობა ყვირის, რომ მე და ჩემმა ქმარმა განქორწინება მოვითხოვეთ, მაგრამ ასე არაა, როგორც მინიმუმ, ამ ეტაპზე. არა, მეორე დღეს გადავწყვიტეთ, რომ არ ვიჩქაროთ. და მაინც, ახლა ერთად არ ვცხოვრობთ. პატარა ერთოთახიანი ბინა ვიქირავე. აქ გადმოვედი ჩემს ნივთებთან ერთად, რომელიც ქმარს ასე აღიზიანებდა. სამაგიეროდ, სამსახურის შემდეგ ყოველდღე საჭმლის მომზადება და დალაგება არ მიწევს. კაფეში ვჭამ და ყველაფერი მაკმაყოფილებს.

ცხოვრება დისტანციაზე

ქმარი ბინაში მარტო დარჩა და ახლა იძულებულია თავის თავზე იზრუნოს, საჭმელი მოამზადოს, დაალაგოს. აი, მისი კარმული გაკვეთილი! მოკლედ, გააკეთოს ყველაფერი, რასაც ჩვენს საუბრამდე ვაკეთებდი. ვფიქრობ, რომ ეს საზრუნავი მის სიტყვებზე და ქცევაზე დააფიქრებს. უკვე თვენახევარი ამ რიტმში ვცხოვრობთ, ჩვენი შეთანხმება სამ თვეზე გათვლილია. ზოგისთვის დიდი ვადაა, მაგრამ ვფიქრობ, რომ ასე არაა. არიან წყვილები, რომლებიც წლები ერთად არ ცხოვრობენ, მაგრამ ოფიციალურად დაქორწინებულები არიან. სამსახურის ან სხვა მიზეზის გამო.

შედეგებიდან ორ საინტერესო მომენტს გიზიარებთ. ქმარმა გადაწყვიტა, რომ თუ შეუძლია რაღაც დროით სახლში არ დაბრუნდეს, შეუძლია მეგობრებთან ერთად სათევზაოდ უფრო დიდი ხნით წავიდეს. რისთვისაც დაისაჯა. მანქანა ისე დაზიანდა, რომ უკან სატვირთო მანქანით მოუწია დაბრუნება. ვფიქრობ, რომ მხოლოდ ჯართში ჩაიბარებენ

მე კი, არც ვიცი, რა მიზეზით დავიწყე წონაში მატება. თვენახევარში პლუს 7 კილო ხუმრობა არაა. ორსულად არ ვარ, ტესტი გავიკეთე. არ ვიცი, ასე მოვიმატე ახალი სტრესის გამო თუ მისი არარსებობის გამო. იქნებ, სამყარო ნიშანს მაძლევს, რომ მე და ჩემი ქმარი რაღაცას არასწორად ვაკეთებთ, რომ რაღაც უნდა შევცვალოთ ცხოვრებაში, რომ ყველაფერი თავის ადგილზე დადგეს? იქნებ, ეს კარმული გაკვეთილია? მჯერა, რომ შემთხვევით არაფერი ხდება და ამ ამოცანის ამოხსნა მომიწევს.