28 წლის განმავლობაში პირველად, პრემიერ-მინისტრი მშობიარობს. ახალი ზელანდიის მაცხოვრებლები პოლიტიკოსით ამაყობენ!

268

დღესაც კი, როცა ფემინიზმი, ერთი შეხედვით, დიდი ნაბიჯებით მოძრაობს პლანეტის გარშემო, ქალს მაინც იშვიათად ნახავთ ხელისუფლების სათავეში. აი, რატომ გახდა ჯასინდა არდერნის მშობიარობა მსოფლიო მასშტაბის მოვლენა.

მსოფლიოს ყველა გაზეთმა გამოაქვეყნა ბედნიერი დედისა და მისი პატარის ფოტოები, ხოლო ჟურნალისტები უამრავ ჰიპოთეზას აყენებენ იმის შესახებ, თუ როგორ შეუთავსებს ახლა ახალზელანდიელი ქალი დედობასა და რანგს. როგორც ჩანს, ამაზე მხოლოდ თავად ჯასინდა არ ღელავს. არდერნმა დეკრეტული შვებულება აიღო, თუმცა, მხოლოდ 6 კვირაში, იგი დაუბრუნდება თავისი პროფესიული მოვალეობების შესრულებას.

პრემიერ-მინისტრის ქალიშვილი 20 ივნისს დაიბადა. ჯასინდა, წინასწარ მომზადებული ნივთებით, თავის პარტნიორთან ერთად, საავადმყოფოში დილით ადრე მივიდა. პატარა სამყაროს 16:45-ზე მოევლინა.

კლარკ გეიფორდი, პოლიტიკოსის ბოიფრენდი, მთელი ამ დროის მანძილზე ქალს გვერდიდან არ მოშორებია. თვითონ კლარკიც ცნობილი პიროვნებაა – იგი ავსტრალიაში პოპულარული პროგრამის წამყვანია.

გოგონა 38 წლის ჯასინდას პირველი შვილია. პოლიტიკოსის მხარდამჭერები ქალის ჯანმრთელობაზე ძალიან ღელავდნენ, თუმცა, მშობიარობიდან მალევე, არდერნმა ინსტრაგრამის მიმდევრებს შეატყობინა, რომ ყველაფერმა კარგად ჩაიარა.

ამი შემდეგაც კი, ადამიანებს ორი კითხვა არ ასვენებდათ: როგორ ჩაიარა პატარას დაბადების პროცესმა და როგორ აპირებს ჯასინდა მუშაობის გაგრძელებას?

ამომრჩევლებს, პრემიერ-მინისტრის ნაცვლად, პირველ კითხვაზე პასუხი სამოქალაქო აქტივისტებმა გასცეს. მორგან გოფრიმ, ადგილობრივი საზოგადოების ერთ-ერთმა მთავარმა წარმომადგენელმა, თავად დაინახა, თუ როგორ მიიყვანა ქალი საავადმყოფოში კლარკმა.

ჯასინდას სამსახურის ტრანსპორტით არ უსარგებლია. არდერნი ჩვეულებრივ საავადმყოფოში, სხვა დედების გვერდით მშობიარობდა. პერსონალიც კი პრემიერ-მინისტრს ერთ ჩვეულებრივ პაციენტად აღიქვამდა.

მეორე კითხვაზე პასუხის გაცემა თავად ჯასინდამ ისურვა. როგორც გაირკვა, ქალი ამ სიტუაციაში უცნაურს ვერაფერს ხედავს. პოლიტიკოსის თქმით, იგი პირველი არაა, ვინც სამსახურის პარალელურად ბავშვის დედაა.

გარდა ამისა, რამდენიმე საქმეს შორის ბალანსის პოვნა დედებისთვის ჩვეულებრივი ამბავია. თუმცა, არც ის უნდა დაგავიწყდეთ, რომ არდერნს შეძლებისდაგვარად ეხმარებიან კლარკი და მშობლები.

ყველაზე საინტერესო ისაა, რომ სამსახურისა და დედობის შეთავსების საკითხში ჯასინდა სრულებით მართალია. მანამდე, 1990 წელს, პაკისტანელმა პრემიერ-მინისტრმა, ბენაზირ ბხუტომაც იმშობიარა. არდერნის ქალიშვილი, სხვათა შორის, სამყაროს მუსლიმი პოლიტიკოსის დაბადების დღეს მოევლინა – ბედის ირონია!

ახლა ახალზელანდიელებმა იციან, რომ ჯასინდა ყველაფერს შესანიშნავად უმკლავდება.

დეკრეტის დროს, მას ვინსტონ პიტერსი, პარტია “ახალი ზელანდია უპირველეს ყოვლისა”-ს ლიდერი ცვლიდა. ჯასინდა პოლიტიკოსს ყოველდღე უკავშირდებოდა, რათა საქმის კურსში ყოფილიყო.

ქალი თავის ათასობით მიმდევარს ფოტოებითა და უცნაური კომენტარებით ახარებდა.

ასე, მაგალითად, ქვემოთ მოცემულ ფოტოს მან დაურთო გულწრფელი მადლიერება მამისადმი იმისათვის, რომ მას ფეხსაცმლის ჩაცმაში ეხმარება. ამასთან, არ დავიწყებია ბუზღუნა მამაკაცის კომენტარის ციტირებაც: “ეს უფრო რთულია, ვიდრე დედაშენის ჩემოდნებთან გამკლავება!”

როგორც ხედავთ, აზალზელანდიელებს ნამდვილად გაუმართლათ პრემიერ-მინისტრში. ჯასინდას სიმშვიდემ და ამტანობამ მისი ამომრჩევლები გააოცა. როგორც ჩანს, ქალს წარმატებული კარიერა გარანტირებული აქვს.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს