ერთხელ მონიკა ბელუჩიმ თქვა, რომ აღარასოდეს სურს ისევ 20 წლის იყოს. როგორც ფრანგები ამბობენ, ამ ასაკში ქალი ეშმაკურ სილამაზეს ფლობს, მაგრამ ასაკთან ერთად მოდის სხვა სილამაზე, რომელიც ძალას აძლევს. ძნელია არ დაეთანხმო: ადვილია ლამაზი გამოჩნდე, როცა 20 წლის ხარ. 50 წლის ასაკში მხოლოდ ლიფტინგ მაკიაჟი ვერ დაგეხმარებათ. აქ საჭიროა კომპლექსური მიდგომა.
პაპარაცი გიამბობთ 7 პუნქტზე, რომელიც ნამდვილ ასაკზე მაშინვე მიუთითებს. თუ თითოეულს გააკონტროლებთ, 10–20 წლის ვიზუალურად მოშორებას შეძლებთ. ეს შპარგალკა დაგეხმარებათ გაიგოთ, სად გჭირდებათ შესწორება, რომ ასაკთან შედარებით დიდებულად გამოიყურებოდეთ.
როგორ გავაჩეროთ დრო: ლიფტინგ მაკიაჟი, ახალგაზრდული ფერები და პროცედურები
ბევრი სტილისტი თანხმდება, რომ ღიმილი ქალის მთავარი სამკაულია. აი, პესიმისტური ხედვა და მოსაწყენი გამომეტყველება რამდენიმე წელს გვმატებს. ადამიანზე პირველი შთაბეჭდილება საკუთარი თავის წარმოჩენაზე დამოკიდებულია. ქვემოთ მოცემულია 7 ძირითადი პუნქტი, რომელიც მაშინვე თვალშისაცემია.
ლიფტინგ მაკიაჟი: რით განსხვავდება ჩვეულებრივი მაკიაჟისგან და რატომ
როცა ვსაუბრობთ მაკიაჟზე 50 წლის ქალისთვის, უფრო ბუნებრივი სილამაზის ხაზგასმაა. მყვირალა ლურჯი ჩრდილები და დიდი ისრები ვერ დაგვეხმარება. წვრილი ისარი და ყავისფერი ჩრდილები თვალს უფრო მეტყველს გახდის. ასაკთან ერთად ქუთუთოები ქვემოთ იწევა, ამიტომ ბევრი მაკიაჟი ამას ხაზს უსვამს.
50 წლის ასაკში თანაბარი ტონი მნიშვნელოვანია, რადგან არათანაბარი კანი და პიგმენტური ლაქები თავს იჩენს. კანი კარგად უნდა დაატენიანოთ ტონალურის წასმამდე. სასურველია გამოიყენოთ კრემი SPF–ით (ნებისმიერ დროს). თქვენი კოსმეტიკის ჩანთაში კონსილერი აუცილებლად უნდა იყოს, თვალების ქვეშ მუქ წრეებს და სიმშრალეს კარგად ფარავს. და ბოლოს, ოდნავ მოხაზული ყვრიმალები სახეს ვიზუალურად ზემოთ წევს. ეს არის ლიფტინგ მაკიაჟი!
ვარცხნილობა და თმა ასაკოვანი ქალისთვის
ასაკთან ერთად კარგი გენეტიკის მქონე ქალების სახის კონტურიც ქვემოთ იწელება. სწორედ ამიტომ, თუ ირჩევთ მოკლე ვარცხნილობას, კარგი იქნება თმა კონტურებს ესაზღვრებოდეს. თმის სიგრძე ყურების ქვემოთ უნდა იყოს. ადრე ითვლებოდა, რომ რაც უფრო ასაკოვანი ხარ, მით მოკლე უნდა იყოს თმა, მაგრამ პრაქტიკაში ასე არაა.
ჭაღარა თმის დამალვა აუცილებელია, თუ ქალი მუქ ფერში იღებავს. ამ შემთხვევაში თმის ძირები რეგულარულად უნდა განახლდეს. თუმცა პარიკმახერები ხშირად ურჩევენ ასაკოვან კლიენტებს, რომ ნელ–ნელა გადავიდნენ ქერა თმაზე მელირების მეთოდით. ამრიგად, ჭაღარა მომგებიანად შეგიძლიათ წარმოაჩინოთ. ფერფლისფრად შეღებვაც კარგი იდეაა. თმის ხარისხის კონტროლი მნიშვნელოვანია: გლუვი, მოვლილი თმა თქვენს სასარგებლოდ მუშაობს, როცა გაახალგაზრდავების ტექნიკაზე ვსაუბრობთ. თერმოდაცვა და დამატენიანებელი ნიღბები 50 წელს გადაცილებული ქალისთვის აუცილებელია.
ხელები ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც ლიფტინგ მაკიაჟი
ხდება ისე, რომ სახე და სხეულის ფორმები იდეალურია, მაგრამ ხელები და ვენერას რგოლები ყელზე რეალურ ასაკს ააშკარავებს. სწორედ ამიტომ, ამ და დეკოლტეს ზონებზე ორმაგი მონდომებით უნდა იზრუნოთ. არ დაიშუროთ SPF კრემი, რომ პიგმენტური ლაქების გამოჩენა თავიდან აიცილოთ. ლამაზი მანიკიური ახალგაზრდობის ცალკე პლუსია.
როგორ ატაროთ სამკაულები, როცა 50 წელს გადაცილებული ხართ
ეს ის ასაკია, როცა საკუთარ თავს ყველაფრის უფლება შეგიძლიათ მისცეთ. კაშკაშა აქსესუარები, რომლებიც ტანსაცმელს ჰარმონიულად ერწყმის, ასაკს ვერ შეამცირებს, მაგრამ ენერგიული ადამიანის შთაბეჭდილებას შექმნის. ფერებით ექსპერიმენტების არ შეგეშინდეთ. ამბობენ, რომ სამკაულების ნაკრები არც ისე კარგი არჩევანია. საყურე, სამაჯური და ბეჭედი ერთი და იმავე ნაკრებიდან მოდაში აღარაა. ცალკე ყურადღებას ითხოვს მზის სათვალე, რომელიც ნებისმიერ ქალს ვიზუალურად აახალგაზრდავებს.
როგორ ავირჩიოთ 50+ ქალისთვის
ამაზე ცოტა ადამიანი ფიქრობს, მაგრამ ჩანთა სხეულის ზომებს უნდა შეესაბამებოდეს. საშუალო ან მაქსი ზომის ჩანთით თქვენს სინაზეს ხაზი შეგიძლიათ გაუსვათ. აი, პატარა ჩანთა–კლატჩი მშრალი აღნაგობის ქალებს უფრო შეეფერება.
ჩანთა აუცილებელი არაა, რომ იყოს ძვირადღირებული ბრედნისგან. თავი აარიდეთ მყვირალა სახელებს, ახლა ეს ცუდ გემოვნებად ითვლება. განსაკუთრებით ცუდ ტონად ითვლებად ბრენდების ყალბი ნიმუშები ბაზრობიდან. აირჩიეთ მკაცრი ფორმის და მარტივი სტილის ჩანთა, რომელიც ყოველდღიურ სტილს კარგად უხდება.
საბაზისო ტანსაცმელი ზრდასრული ქალებისთვის
სხვათა შორის, ყოველდღიურ სტილზე. ზოგიერთი ქალი ასკვნის, რომ 20 წლის გოგოსავით ჩაცმით ასაკს იკლებენ. სამწუხაროდ, ეს მცდარი მოსაზრებაა. სოლიდურ ასაკში გარდერობის შერჩევას მეტი პასუხისმგებლობით უნდა მიუდგეთ. ახალგაზრდა გოგოს ნებისმიერი რამ შეიძლება მოუხდეს, მაგრამ ეს არ მიუთითებს გემოვნებაზე. გემოვნება დაგეხმარებათ, როცა ისურვებთ გამოიყურებოდეთ მდიდრულად თქვენს ასაკში.
რა აცვიათ 50 წლის ქალებს? პირველ რიგში, სტილი აირჩიეთ. ამბობენ, რომ ადამიანის ჩაცმის სტილი მხოლოდ 35 წლის ასაკში ფორმირდება. რა გამოიყურება კარგად: მკაცრი ოფიციალური სტილი ქალს ანიჭებს ელეგანტურობას, ბოჰოს სტილი უხდება ჰაეროვან და კაშკაშა ბუნებას, ყოველდღიური ქუჩის სტილი და ძველი ფულის სტილი წლებს კარგად მალავს. კარგი იქნება, თუ ყოველდღე კაფსულის გარდერობს შეარჩევთ.
ფერები, რომლებიც ნებისმიერ ქალს აახალგაზრდავებს
აღსანიშნავია, რომ თითოეული ადამიანისთვის ასეთი ფერები განსხვავებულია. ეს ადამიანის კანის ფერზე დამოკიდებულია. მაგალითად, ადამიანს, რომელსაც ცივი ტონის კანი აქვს, სტაფილოსფერი და ყავისფერი არ მოუხდება, მხოლოდ ნაკლოვანებას ხაზს გაუსვამს. იგივე ეხება თბილი ტონის კანის მქონე ადამიანს – ცისფერი კარგად ვერ იმუშავებს. სარკესთან ექსპერიმენტები ჩაატარეთ და შეამოწმეთ, რომელი ფერი ხდის თქვენს სახეს დაღლილს და უფეროს, რომელი ახალისებს. თუ დარწმუნებული არ ხართ, რომელი ფერი გიხდებათ, ნეიტრალურ ფერზე შეჩერდით. ეს არის კრემისფერი, შავი და რძისფერი.
ბევრი დიზაინერი დარწმუნებულია: ასაკს ვერ გაექცევით, მაგრამ მისი ღირსეულად ტარება შეიძლება. ამისთვის უნდა დაიცვათ 7 წესი, რომელზეც ზემოთ ვისაუბრეთ. ლამაზი ქალი ხომ, პირველ რიგში, მოვლილი და თავდაჯერებული ქალია.