ნიშნები, რომ ადამიანს შურს თქვენი და მალულად ძულხართ

6766

ეს იდუმალი „მძიმე“ ხალხი. ჩვენ გვგვანან, სამსახურში დადიან, იცინიან, ხუმრობენ, მაგრამ მათთან კონტაქტის შემდეგ ავი თვალისგან დაცვა გვჭირდება. ძლიერი დაცვა! მათ აქვთ ერთი ძლიერი თვისება: შური, დამანგრეველი და მკვლელი. მათი უაზრო მეტყველება და ქება–დიდება მჟავასავით გვწვავს. მათი დახმარების შემდეგ დაბანა გვსურს. როგორ მიხვდეთ, რომ ადამიანს მალულად შურს თქვენი ან ძულხართ? პაპარაცი ამის შესახებ გიამბობთ.

ავი თვალისგან დაცვა

ცდილობს გაიგოს ყველაფერი თქვენს წარმატებაზე და გაჯობოთ

„მეგობარი არის ის, ვინც წლების განმავლობაში შურმა არ შთანთქა“. რა სწორად ნათქვამია! ადამიანებს სჩვევიათ ახლობლებთან ახალი ამბების გაზიარება და მათი საქმით დაინტერესება. გულწრფელი ცნობისმოყვარეობა ადამიანებს აერთიანებთ. სხვა საქმეა, თუ ადამიანი მანიაკალური ენთუზიაზმით ცდილობს თქვენი ცხოვრების უმცირესი დეტალების გარკვევას. ეს ეჭვიანობის ნიშანია. გედრებათ, სისუსტეებს ეძებს.

ცხვრის ტყავში გახვეული მგლის პოვნა ამ ნიშნითაც შეიძლება. „მძიმე“ ადამიანი ცდილობს ნებისმიერ ფასად გაჯობოს. უყვებით თქვენი წარმატების შესახებ, ის კი უფრო შთამბეჭდავს გიამბობთ. თქვენს ფონზე რომ იბრწყინოს.

დაბალი თვითშეფასების გამო სხვისი მოწონებით და აღტაცებით შეპყრობილია. ყველაფერს გააკეთებს, რომ ლიდერი გახდეს, თუნდაც მეგობრობაში. იყიდე ახალი ტელეფონი? უფრო ახალ მოდელს იყიდის. ნახა ახალი ტანსაცმელი თქვენს გარდერობში? ჯერ გააკრიტიკებს თქვენს გემოვნებას, შემდეგ შეხვედრაზე იგივე სამოსით გამოჩნდება.

უცნაურად ჟღერს, მაგრამ სურს გახდეს თქვენნაირი ან უფრო უკეთესი. შეამჩნევთ, რომ ბაძავს თქვენი მეტყველების სტილს, ჩვევებს და სიარულის სტილსაც. თავიდან გესიამოვნებათ, მაგრამ შემდეგ გაგაღიზიანებთ. თქვენდამი მისმა შეპყრობამ აბსურდამდე შეიძლება მიაღწიოს. ოღონდ კი რამდენიმე ნაბიჯით გაგასწროს.

არღვევს საზღვრებს და ამცირებს თქვენს გადაწყვეტილებებს

მოშურნეს არ აქვს პირადი საზღვრები და სხვის საზღვრებს ადვილად არღვევს. უყვარს ინტიმური დეტალების გაგება და არ ესმის პირდაპირი მინიშნებები, როცა უნდა გაჩერდეს. სინდისის ქენჯნის გარეშე შეუძლია ჩაიხედოს სხვის ჩანთაში ან საბუთებში, საპატიო მიზეზის გარეშე სტუმრად წავიდეს.

კაშკაშა წითელი დროშა – საუბრის თემის მკვეთრი შეცვლა, როცა იწყებთ საუბარს თქვენს დადებით შედეგებზე, სასიამოვნო გამოცდილებაზე და წარმატებაზე. უბრალოდ სიტყვას გაწყვეტინებთ და ახალ თემაზე ლაპარაკს იწყებს. ასე ადამიანი ცდილობს დაძაბულობის შემცირებას მზარდი დაუცველობის განცდის გამო.

ასეთ ადამიანთან თავს წარუმატებლად იგრძნობთ. ყველა თქვენს გადაწყვეტილებას გააკრიტიკებს. დაგიმტკიცებთ, რომ მარცხისთვის განწირულია. მოშურნე ხარვეზს იპოვის იქ, სადაც არაა. ყოველ ნაბიჯზე დაეჭვებას გაიძულებთ.

არაკეთილმოსურნეს უნდა, რომ თქვენს გრძნობებს და გამოცდილებას აღარ ენდოთ. ამრიგად, თავის პიროვნებას მნიშვნელობას მატებს. მან გარედან უკეთ იცის, როგორ არის სწორი! თუ სიფხიზლეს არ გამოიჩენთ, მოშურნე თავის „ავტორიტეტულ“ აზრზე წამოგაცმევთ, რომლის გარეშეც ნაბიჯსაც ვეღარ გადადგამთ.

სინამდვილეში, მოშურნეებს იმდენად პაწაწინა ეგო აქვთ, რომ სხვისი ამბიციები დანასავით ჭრის. როგორც ვედროში კიბორჩხალების ისტორიაში. თუ ერთი ამოსვლას ცდილობს, სხვები ძირში ექაჩებიან.

უკითხავად რჩევებს იძლევა: დაცვა ავი თვალისგან

ადამიანი, რომელიც გთავაზობთ უკითხავად დახმარებას ან რჩევას, ატარებს გზავნილს: „რა შეგიძლია ჩემს გარეშე, სულელო!“ მაშინაც კი, თუ ახლობელი ცუდადაა ან რაღაც არ გამოსდის, აუცილებლად ჰკითხე, რით შეგიძლია დაეხმარო. წინააღმდეგ შემთხვევაში, თავს მოხვეული მხარდაჭერა მის თავდაჯერებულობას მხოლოდ შეარყევს.

შურიანი ადამიანისთვის მომგებიანია, რომ მიიღოთ მისი ფასდაუდებელი საჩუქარი ყურადღების ნიშნის სახით. იმ სახით, რომელიც მისთვის შესაფერისია და არა თქვენთვის. მომსახურების გაწევისას მოუთმენლად ელოდება მომენტს, როცა შეძლებს ვალის ამოღებას.

ხალხში – ერთია, თქვენთან – სხვანაირი

როცა თქვენთან მარტოა, საყვარელი ადამიანი შეიძლება იყოს, მაგრამ კომპანიაში ბასრ კბილებს აჩენს. მოჩვენებითი კეთილგანწყობა იცვლება ხუმრობებით, ორაზროვანი მინიშნებებით და პასიური აგრესიით.

ცდილობს ჩაგაყენოს უხერხულ მდგომარეობაში, რომ მის ბოროტ ხუმრობას ბევრმა ადამიანმა მხარი დაუჭიროს. როგორც კი სამართლიანად აღშფოთდებით, მაშინვე ამას ხუმრობას მიაწერს. აქეთ გაგლანძღავს: „ყველაფერი გეჩვენება!“ ან „კაცი ზედმეტს ვერაფერს გეტყვის, რა ნაზი ხარ“.

გილოცავთ წარმატებას გულწრფელობის გარეშე

მლიქვნელი მზადაა ხელზე იკბინოს, ოღონდ თქვენი ბედნიერი სახე არ დაინახოს. ვერ იტანს იმის ყურებას, როგორ აღნიშნავთ წარმატებას. იმ წუთებში თავს დაუცველად და უხერხულად გრძნობს. სწორედ ამიტომ, მისთვის უფრო ადვილია თქვენი მიღწევების გაუფასურება და ყველაფრის იღბალზე დაბრალება.

შურიანი სხვისი შრომის ნაყოფს ლაფში სვრის. თითქოს ყველაფერი შემთხვევით მოხდა. მისგან არ ელოდოთ თქვენი ნიჭის და უნარების გულწრფელ აღიარებას, თუნდაც დღედაღამ თქვენი მიზნებისთვის მუშაობდეთ.

დაცვა ავი თვალისგან: რა გავაკეთოთ?

შური ნებისმიერ ურთიერთობას ჭამს. მუდმივი კრიტიკა, ფარული აგრესია და გაუფასურება სტაბილური თვითშეფასების ადამიანსაც ანადგურებს. რა უნდა გააკეთოთ, თუ ადამიანი არ ამყარებს ჯანსაღ კონტაქტს?

თუ თქვენთვის ძვირფასია, მეორე შანსი შეგიძლიათ მისცეთ. დაელაპარაკეთ გულწრფელად, ღიად და კონსტრუქციულად ყველაფერზე, რაც გაწუხებთ. აჩვენეთ: აი, ასე შეიძლება ჩემთან ურთიერთობა, ასე – არა. შემდეგ ნაბიჯი თქვენს მოშურნეზე დამოკიდებულია. თუ მზადაა, დაიცვას საზღვრები, კეთილი. უკეთესი იქნება, რომ ეს ადამიანი თქვენი ცხოვრებიდან გაუშვათ. არ იდარდოთ: მას შეცვლის ის, ვინც შთაგაგონებთ, მოტივაციას მოგცემთ და გულწრფელად გაუხარდება თქვენი მიღწევები.

ყოველთვის გამოჩნდებიან ადამიანები, რომელთაც ნამდვილად მოვწონვართ, და ისინი, რომლებიც ვერ გვიტანენ. არც ერთის და არც მეორეს პროვოცირება რომ არ გამოიწვიოთ, ბერნარდ შოუ გირჩევთ ისწავლოთ, არავის არაფერი მოუყვეთ. და ასე ყველაფერი კარგად იქნება!

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს