სულ რამდენიმე თვის წინ, მექსიკაში მოხდა უცნაური რამ, რაზეც მთელი მსოფლიო იცინოდა. რეალურად, წარუმატებელი ქორწინება მუდმივად ხდება ჩვენ გარშემო, თუმცა, ბევრი ცოლი არ გარბის სხვა მამაკაცთან ერთად, ქორწილიდან 16 დღის შემდეგ.
აი, ჩვენი სტატიის მთავარ გმირს სასაცილოდ ნამდვილად არ აქვს საქმე. 40 წლის ენდი მიჩელის მონაყოლი დღემდე რთულია დასაჯერებლად. ხოლო მეგანს, მის ახალგაზრდა რჩეულს, დღემდე არ გამოუჩენია სურვილი, მიზეზი თვალსაჩინოდ აეხსნა. გოგონამ მხოლოდ ის თქვა, რომ ენდისგან მიდიოდა და დაუმატა, რომ ის ძალიან წუხს.
ჭორების მიხედვით, მეგანმა თავისი ახალი შეყვარებული გოგონების წვეულებაზე გაიცნო. იქ ახალგაზრდები ერთმანეთს პირველად შეხვდნენ. თვითონ გოგონა, სხვათა შორის, ასეთ ინსინუაციას უარყოფს. უცნობია, თუ რატომ ცდილობს გაქცეული პატარძალი ასე გულმოდგინედ იმის დამტკიცებას, რომ წვეულების დროს ქმრის ერთგული იყო.
მისის მიტჩელმა უკვე ყოფილ ქმარს თავისი ნიშნობის ბეჭედი დაუბრუნა. ენდიმ ძვირფასეულობა ინტერნეტში გასაყიდად დადო, კომენტარებში კი საქონელს მეგანის მიმართ თავისი პრეტენზიები მიაწერა. ბეჭდისთვის მამაკაცი 400 ფუნტის აღებას გეგმავს.
მიტჩელების საქორწინო ცერემონია სულ ცოტა ხნის წინ, მექსიკაში გაიმართა. იქ მისულმა სტუმრებმა, ჯამში, 6 000 ფუნტი დახარჯეს. ხოლო ქორწინების ორგანიზაცია ნეფეს ნამდვილად ძვირი დაუჯდა. ამ ყველაფერზე ენდიმ 30 000 ფუნტზე მეტი დახარჯა. მეგობრები და ნათესავები დღემდე შოკში არიან.
თვითონ ქალის მშობლებსაც უკვირთ, თუ რატომ გადაწყვიტა მათმა ქალიშვილმა განქორწინება პირდაპირ თაფლობის თვის შუა პერიოდში. მეგანის დაქალები კომენტარებისგან თავს იკავებენ. აღსანიშნავია, რომ მისის მიტჩელს ქმარი მაშინვე არ მიუტოვებია – ეს მხოლოდ მას შემდეგ გააკეთა, რაც მამაკაცმა ადულტერისგან მტკიცებულებები მოიპოვა.
როგორც ჩანს, მამაკაცს ვიღაცამ უთხრა წვეულებაზე მომხდარი ინტრიგების შესახებ. ენდიმ ცოლს ტელეფონი გამოართვა და, მიუხედავად იმისა, რომ, როგორც მისტერ მიტჩელი ამტკიცებს, მანამდე მეგანსა და მას შორის საიდუმლო არ არსებობდა, იქ ახალ შეყვარებულთან გამართული საუბრები აღმოაჩინა. მეგანმა, როცა მიხვდა, რომ გაუგეს, გაქცევა გადაწყვიტა.
ახლა მეგანთან ურთიერთობაზე მისი მშობლებიც უარს ამბობენ. თვითონ გაქცეული პატარძალი კი ამბობს: “მე მშვენივრად მესმის, რაც გავაკეთე, და მზად ვარ, შესაძლო შედეგებზე სრული პასუხისმგებლობა ავიღო. ენდისთან დაქორწინება როცა გადავწყვიტე, ძალიან ახალგაზრდა და მიამიტი ვიყავი.”
დიდი ალბათობით, ყოფილი მისტერ და მისის მიტჩელები რაღაცებს მალავენ ან არასრულად ამბობენ. თუმცა, არ შეიძლება არ ვთქვათ, რომ ცხოვრებაში მსგავსი სიტუაციები იშვიათი ნამდვილად არაა. თქვენ რას ფიქრობთ მომხდართან დაკავშირებით? გაგვიზიარეთ მოსაზრება კომენტარებში.