არასდროს გადაყაროთ ნაგავი საღამოს. რა შედეგები შეიძლება მოჰყვეს ასეთ დაუფიქრებელ ქმედებას

0
4022

ბავშვობიდან მასწავლეს, რომ ნაგვის გადაყრა საღამოს არ შეიძლება. აკრძალვის მიზეზებზე არავინ საუბრობს. მართალი გითხრათ, ეს ნაკლებად მაწუხებდა. სიბნელის მეშინია, ნაგვის ურნა კი საკმაოდ შორს იდგა, ამიტომ კამათი აზრადაც არ მომსვლია. სხვათა შორის, მეზობლებიც ამ წესს იცავდნენ. ქალებს, რომელთაც ნაგვის ურნასთან გვიან შენიშნავდნენ, ლამის კუდიანებად თვლიდნენ.

ერთხელ ბებიას ვკითხე, რატომ არ შეიძლება ნაგვის გატანა საღამოს, რაზეც მივიღე „ამომწურავი“ პასუხი, რომ უძველესი დროიდან ასეა მიღებული. ვინ შემოიღო? როდის? რატომ? გაუგებარია! გამორიცხული არაა, რომ აკრძალვა ძველ დროში გაჩნდა. მაშინ მგლების პოპულაციას არავინ აკონტროლებდა, ამიტომ საკმაოდ ბევრი იყო.

მტაცებლები მზის ჩასვლის შემდეგ სანადიროდ გამოდიოდნენ. მსუბუქი ნადავლის მისაღებად ხანდახან სოფელს სტუმრობდნენ. დიდი ცხოველის სადილი რომ არ გამხდარიყვნენ, ადამიანები სიბნელეში სიარულს ერიდებოდნენ. ღამით სახლის კედლებს საერთოდ არ ტოვებდნენ.

დროთა განმავლობაში, საღამოს ნაგვის გადაყრის აკრძალვის გამართლება დაიწყეს უფრო ორიგინალური არგუმენტებით, რომლებიც მისტიციზმთან და ჯადოსნურ რიტუალებთან დაკავშირებული იყო. წარმართულმა წარსულმა თავი იჩინა და უწყინარი შეზღუდვა გადაიქცა უძველეს ცრურწმენად, რომელსაც ბევრი თანამედროვე დიასახლისი იცავს. ამას რამდენიმე მიზეზი აქვს.

რატომ არ არის რეკომენდებული ნაგვის გადაყრა საღამოს?

თუ ნარჩენებს მოიშორებთ მზის ჩასვლის შემდეგ, სახლში კამათი დაიწყება. ნამდვილად, ოჯახის წევრებმა შეიძლება იჩხუბონ. მაშინაც კი, თუ ხალხური ნიშნების მისტიკურ კომპონენტს მოვიშორებთ, კამათი შეიძლება გამოიწვიოს კითხვამ, რატომ არ შეიძლება ამის გაკეთება.

თუ ნაგავს გადაყრით შებინდებისას, სახლში შეიძლება უნებურად შეიყვანოთ ან შეიტანოთ რაღაც უწმინდური. ხალხური რწმენით, ღამით ბნელი ძალები აქტიურდებიან. ადამიანთა ჯგუფისთვის ისინი საშიში არ არიან, რადგან მხოლოდ მარტოხელა გამვლელებით ინტერესდებიან. როგორც წესი, ნაგვის გადასაყრელად ადამიანი მარტო გადის, ამიტომ რეკომენდებულია ამ პროცედურისთვის დილამდე მოიცადოთ.

თუ ხარახურას მოიშორებთ მზის ჩასვლის შემდეგ, ბედნიერება და სიუხვე შეიძლება დაკარგოთ. ძველი ნივთები მფლობელის ენერგიით სავსეა. საღამოს სახლიდან ძველი ნივთების გადაყრით შეიძლება მოიშოროთ დადებითი ენერგია, რომელიც ოჯახს ჰარმონიით და სიმშვიდით უზრუნველყოფდა. ასევე სიბნელეში ნარჩენებთან ერთად შეიძლება გადაყაროთ ძვირფასი ნივთიც.

ჯადოქრები (კუდიანები) ასრულებენ ჯადოსნურ რიტუალებს და ჯადოს აკეთებენ ადამიანებზე სურვილისამებრ ან შეკვეთით. ზოგჯერ ჭკუამოკლე შურიანი ადამიანები, რომლებმაც არაფერი იციან ჯადოქრობის შესახებ, შავი მაგიის გამოყენებას ცდილობენ. რიტუალის ჩასატარებლად ხშირად იყენებენ ტანსაცმლის, ფრჩხილების და თმის ელემენტებს, რომლებიც ეკუთვნოდა იმ ადამიანს, რომლისთვისაც ზიანის მიყენებას აპირებენ.

ცუდი რიტუალები

რიტუალისთვის საჭირო კომპონენტების მოპოვების უმარტივესი გზაა ნივთების მოძებნა ნაგავში. ნაგვის გადაყრისას სიბნელეში მყოფმა ადამიანმა შეიძლება ვერ შეამჩნიოს არაკეთილმოსურნე, რომელიც შორიდან აკვირდება და ელის შესაფერის მომენტს, რომ სხვის ნარჩენებში იქექოს.

არ დაგავიწყდეთ, რომ ნაგვის ურნასთან ხშირად იკრიბებიან უსახლკაროები, ვირთხები, მაწანწალა კატები და ძაღლები. დღისით ან დილით ისინი ადვილად შესამჩნევია და გვერდი შეგიძლიათ აუაროთ, ხოლო გვიან საღამოს იზრდება რისკი, რომ აგრესიის ობიექტი ან ცხოველის თავდასხმის მსხვერპლი გახდეთ. თუ არ გსურთ ცოფის ნემსის ან სხვა ინფექციის საწინააღმდეგო ინექციის გაკეთება, ნუ გარისკავთ, ანუ ნუ გადაყრით ნაგავს გვიან საღამოს.

თეორიულად, საღამოს ნაგვის გადაყრა აკრძალული არაა, მაგრამ თქვენს ადგილას ამას არ გავაკეთებდი. შესაძლოა, აქ ცრურწმენები მოქმედებს, მაგრამ უმჯობესია ნაგავი გამთენიისას მოიშოროთ. სახლში ნარჩენების სუნი რომ არ იყოს, პარკში კარგად შეკარით და დილამდე აივანზე ან ვერანდაზე შეინახეთ.