როგორ უნდა მოიქცეთ, თუ არ იცით რა გსურთ. 6 რამ, რაც უნდა გახსოვდეთ

57

ცხოვრებაში ზოგჯერ ყველა ხვდება ჩიხში ან გზაზე, რომელსაც თითქოს არსად მიჰყავს. მისი ერთადერთი აზრი, რომელიც მუდმივად მეორდება, არის „მე არ ვიცი, რა მინდა ამ ცხოვრებისგან”.

ცხოვრების რომელ ეტაპზეც არ უნდა იყოთ, თუ უკმაყოფილო ხართ ამით ან არ იცით რა უნდა გააკეთოთ მომავალში, უნდა გახსოვდეთ, რომ ცხოვრებაში ყველას შეექმნა ასეთი სიტუაცია.

ინტიტუტს ამთავრებთ, გონს მოდიხართ საყვარელი ადამიანის დაკარგვის შემდეგ, ტოვებთ მოსაწყენ სამსახურს თუ პენსიაზე გადიხართ, ყველას შეიძლება ჰქონდეს ცხოვრებაში მომენტი, როცა არ იცის, რა უნდა გააკეთოს მომავალში.

პასუხები ან გადაწყვეტილებები, რომლებსაც ეძებთ, განსხვავდება იმისდა მიხედვით, თუ ცხოვრების რომელ ეტაპზე იმყოფებით.

ადამიანი დღეში საშუალოდ 35000 გადაწყვეტილებას იღებს. როდესაც წყვეტთ, თუ რა უნდა მოამზადოთ სადილისთვის, არჩევთ ტანსაცმელს ან ფილმს საღამოსთვის – ვარიანტების მრავალფეროვნების პირობებში, არჩევანის გაკეთება დამღლელია. ნებისმიერი გადაწყვეტილება მოითხოვს თქვენი გონებრივი ენერგიის ნაწილს.

გასაკვირი არ არის, რომ ცხოვრების ყველაზე დიდი გადაწყვეტილებები ასე დამღლელად გვეჩვენება. კითხვები, როგორიცაა „რა მინდა ცხოვრებისგან“, „რის გაკეთება მინდა“ და „რა აზრი აქვს“ – მოითხოვს მნიშვნელოვან გონებრივ ენერგიას.

მაგრამ თუ ამ კითხვებზე საკუთარ თავს არ უპასუხებთ, შესაძლოა მარტივად მოხვდეთ თავის გადარჩენის რეჟიმში, რაც საბოლოოდ გამოიწვევს იმედგაცრუებას, შფოთვას და მუდმივ მოწყენილობას.

დროთა განმავლობაში, ამან შეიძლება გამოიწვიოს დეპრესია და გაიძულოთ იფიქროთ, რომ არ გაქვთ არავითარი კონტროლი საკუთარ ცხოვრებაზე.

იმის გარკვევა, თუ რა გსურთ ცხოვრებაში, მნიშვნელოვანია, რადგან ეს გაძლევთ მიზანს, შეუძლია გავლენა იქონიოს თქვენს კარიერაზე და გააბედნიეროს თქვენი ცხოვრება.

პაპარაცის დღევანდელ სტატიაში საუბარია 6 რამეზე, რაც უნდა გახსოვდეთ, როდესაც არ იცით, რა გააკეთოთ ცხოვრებაში:

1. არაფერია საშიში იმაში, თუ არ შეგიძლიათ მთელი მომავლის წინასწარ განჭვრეტა

გახსოვდეთ, თქვენ არ იცით რა მოხდება მომავალში. ცხოვრება სავსეა მოულოდნელი გადატრიალებებით, მაგრამ თუ მუდმივად იმას გააკეთებთ, რაც გიყვართ, იქნება ეს სამსახური თუ ჰობი, თქვენი მოგზაურობა საინტერესო და სახალისო გახდება.

თქვენ არ იცით, რა შეიძლება მოჰყვეს თქვენს გატაცებებს მომავალში, იქნებ ეს გრანდიოზული პროექტი აღმოჩნდეს?

2. შეეცადეთ შეეგუოთ გაურკვევლობას

ზოგჯერ ცხოვრება რთულია. ზოგჯერ არ გყოფნით საკმარისი ფული იმისთვის, რომ იცხოვროთ ისე, როგორც გინდათ. ხანდახან სამსახურიდან გიშვებენ და ერთბაშად კარგავთ ყველაფერს, რაც ფეხქვეშ მყარ ნიადაგს უზრუნველყოფდა.

აქ მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ ყოველი ცუდი მოვლენა არის ახალი შესაძლებლობები. სწორედ ეს მოვლენა გახდება პლაცდარმი რაიმე კარგი მოვლენისთვის.

3. შეწყვიტეთ საქმეების სამომავლოდ გადადება

თქვენ არ ახალგაზრდავდებით. გვაპატიეთ, მაგრამ ეს ასეა. თუ არ გამოყოფთ დროს თქვენი ოცნებების ასასრულებლად, სიცოცხლის ბოლოს მხოლოდ იმ სატელევიზიო სერიალების სახელები გემახსოვრებათ, რომლებსაც მთელი ცხოვრება უყურებდით.

თუ სერიოზულად აპირებთ ბედნიერად ცხოვრებას, დროა საქმეს მოეკიდოთ.

გადადგით პირველი ნაბიჯი. დღეში მინიმუმ 30 წუთი დაუთმეთ თქვენს საყვარელ საქმიანობას, დაუთმეთ ნახევარი საათი წიგნების კითხვას ან თვითგანვითარებას. დაწერეთ თქვენი მიზნებისა და სურვილების სია. იფიქრეთ იმაზე, თუ რომელი უნარის განვითარება გსურთ და დაიწყეთ 30-40 წუთის დახარჯვა მის განვითარებაზე – 21 დღის განმავლობაში.

4. დაუსვით საკუთარ თავს კითხვები

გამონახეთ დრო საკუთარი თავისთვის. დაუსვით საკუთარ თავს სხვადასხვა კითხვები. სცადეთ უპასუხოთ შემდეგ კითხვებს პირდაპირ ახლა:

  • რა გაბედნიერებთ?
  • რა ქმედებები გავიწყებთ ჭამას?
  • რას გააკეთებდით, ძალიან ბევრი ფული რომ გქონოდათ და აუცილებელი არ ყოფილიყო მუშაობა?
  • ვისი გშურთ ან ვისით ხართ აღფრთოვანებული? ვისი ცხოვრება მოგწონთ ძალიან და ისურვებდით თუ არა იგივენაირად ცხოვრებას?
  • რის გაკეთება არ გსურთ ნამდვილად?
  • შეიტყვეთ საკუთარ თავზე. დაწერეთ ის, რაც გაინტერესებთ და რის გაკეთებას შეძლებდით, ფული რომ გქონოდათ.

საკუთარი თავისთვის გააზრებული კითხვების დასმით, თქვენ ქმნით მოტივაციას და აღმოაჩენთ იმას, რასაც ნამდვილად შეუძლია თქვენი გაბედნიერება.

5. გადადეთ სიამოვნებები და უაზრო შესყიდვები

თუ ახლა სასწრაფოდ გჭირდებათ ცხოვრების შეცვლა, მაგალითად, საცხოვრებლად სხვაგან გადასვლა ან რაიმე პროექტის წამოწყება, მაგრამ ამისათვის გჭირდებათ გარკვეული თანხა, დაიწყეთ დაზოგვა თქვენი მიზნისთვის. უარი თქვით მყისიერ სიამოვნებებზე, ყოველთვიურად გადადეთ თქვენი შემოსავლის 20-30%. მოაგროვეთ ის თანხა, რომელიც დაგჭირდებათ პირველი 2-3 თვის განმავლობაში ახალ ქალაქში და გაემგზავრეთ. თქვენ დაინახავთ, რომ როგორც კი დაისახავთ მიზანს და დაიწყებთ მისთვის ფულის გადადებას, ფული გაჩნდება სხვადასხვა წყაროებიდან, რომლის შესახებაც აქამდე არც კი იცოდით. მთავარია დისციპლინა.

6. გააღეთ კარი

თქვენს ცხოვრებაში ყოველთვის ჩნდება სხვადასხვა შესაძლებლობები, მაგრამ თუ არასოდეს გაუღებთ კარს, მაშინ როგორ შეძლებთ მათ გამოყენებას? გახსოვდეთ, როგორც კი ახალი საინტერესო შესაძლებლობები გაჩნდება, აუცილებლად გამოიყენეთ ისინი. მაშინაც კი, თუ გეშინიათ და არაკომფორტულად გრძნობთ თავს.

ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც უნდა გახსოვდეთ, როდესაც ცდილობთ გაარკვიოთ, რა უნდა აკეთოთ ცხოვრებაში, არის ის, რომ არცერთი ქმედება თავისთავად არ არის ქმედება. თქვენ უნდა მიიღოთ გადაწყვეტილებები და სცადოთ რაიმე, მაშინაც კი, თუ საბოლოოდ ეს შეგძულდებათ და მოგინდებათ, რომ სხვა რამით დაკავდეთ.

გახსოვდეთ, არასდროს არის გვიანი შეცვალოთ საკუთარი ცხოვრება და თავიდან დაიწყოთ. საბოლოო ჯამში, იმას უფრო ინანებთ, რომ უარი თქვით შესაძლებლობებზე, ვიდრე რისკზე წასვლას, ცდას და წარუმატებლობას. წარუმატებლობა ხომ ახალი გამოცდილებაა, რომელიც ადრე თუ გვიან დიდ შედეგებს გამოიტანს.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს