რას ნიშნავს, თუ ჩიტი თქვენს ფანჯარასთან მოფრინდა და აკაკუნებს

5565

როგორც გაირკვა, საკმაოდ ცრუმორწმუნე ადამიანი ვარ. ჩემდა უნებურად, ჩემს თავში შეგროვდა ძალიან ბევრი ცრურწმენა, რომელიც დაკავშირებულია ცხოვრების სხვადასხვა სფეროსთან, გარემოსთან და ველურ ბუნებასთან. მაგალითად, მჯერა, რომ ჩიტი, რომელიც ფანჯარას დაეჯახა ან მინაზე აკაკუნებს, გარკვეული ამბის ან მოვლენის მომასწავებელია. აი, გუშინ ფანჯრის მინას ჩიტი დაეჯახა, რამდენიმე წუთის შემდეგ ბებიამ დამირეკა და მითხრა, რომ რეგიონულ კლინიკაში გამოკვლევაზე გადაჰყავთ.

ნიშნების მნიშვნელობა: ჩიტი ფანჯარას დაეჯახა

ხალხური ნიშნების არსი: ჩიტი დაეჯახა ფანჯარას, ანუ რაღაც უნდა მოხდეს. თუ ჩიტი ცოცხალი და უვნებელი გადარჩა, მაშინ საშიში არაფერი მოხდება. ცუდია, როცა ჩიტი კვდება, რადგან უბედურებას მოასწავებს. ვინაიდან პატარა ჩიტი გაკვირვებისგან მხოლოდ აჭიკჭიკდა და გაფრინდა, დიდად არ ვნერვიულობდი. მართლაც, ანალიზებმა აჩვენა, რომ საყვარელ ბებიას სერიოზული პრობლემები არ აქვს.

მაშინაც კი, თუ ნიშნების საერთოდ არ გჯერათ, იცოდეთ, რომ ჩიტი თქვენს ფანჯარას უმიზეზოდ არ ეჯახება: სჯობს ფრთხილად იყოთ. თუმცა ბევრი რამ დამოკიდებულია ჩიტის სახეობაზე და მის ქცევაზე. თუ მოკვდა, მალე უბედურება მოხდება.

ყვავი ფანჯარას დაეჯახა

ხალხს ყვავის მიმართ წინასწარ შექმნილი ცუდი დამოკიდებულება აქვს. ითვლება, რომ მას სხვა სამყაროში წვდომა აქვს. სწორედ ამიტომ, როცა შავი ჩიტი ფანჯრიდან ჩანს, კარგი არაფერია მოსალოდნელი. თუ ჩიტი ფანჯრის ჩარჩოს დაჟინებით უკაკუნებს, ალბათ, მალე სახლში მიცვალებული გამოჩნდება.

რას მოასწავებს კაჭკაჭი, რომელიც მინაზე აკაკუნებს?

ხალხში კაჭკაჭი ახალ ამბავს და მოვლენას უკავშირდება. თუ თქვენს ფანჯარას დაეჯახა, ცუდ სიურპრიზს ელოდეთ. თუ კაჭკაჭი თქვენს ეზოში ჭიკჭიკებს, ელოდეთ ბევრ სტუმარს და ქეიფს. თუ თქვენს ტერიტორიაზე ბუდე გაიკეთა, მალე ოჯახში ქორწილი მოსალოდნელია. არ შეგეშინდეთ, ბუდესთან ახლოს ძარცვას არ დაიწყებს, მაგრამ სამეზობლოში ქათმები და ცხოველების საკვები შეიძლება მოიპაროს.

რას ველოდოთ, როცა წივწივა ფანჯარას დაეჯახა?

თუ წივწივა ფანჯარაზე აკაკუნებს, სასიამოვნო სიახლეს ელოდეთ. თუ სახლში შემოფრინდა, მოგებას ან ოჯახში მატებას ელოდეთ. მარტოხელა ადამიანისთვის ყვითელგულა შიკრიკი მოასწავებს მეორე ნახევართან ნანატრ შეხვედრას.

ბეღურა ფანჯარაზე აკაკუნებს

ბეღურა მოასწავებს ფულთან და მოულოდნელ ხარჯებთან დაკავშირებულ პრობლემებს. თუ თქვენს სახლში აკაკუნებს, უახლეს მომავალში არ აიღოთ სესხი, არ გასცეთ ფული და არ გააფორმოთ სარისკო ხელშეკრულება.

ნიშნები: ჩიტი დაეჯახა. კოდალა

კოდალა სახლთან ახლოს იშვიათად შეიძლება ნახოთ. როცა ხის ჩარჩოზე კაკუნს იწყებს, სახლის მაცხოვრებლები შეშინებულნი არიან, რადგან ეს ფრინველი სტიქიური უბედურების, ავადმყოფობის და სიკვდილის მომასწავებლად ითვლება. არ ინერვიულოთ, შეიძლება უბრალოდ საჭმელად მოფრინდა.

რაზე გვაფრთხილებს მტრედი ფანჯარაზე კაკუნით?

უძველესი დროიდან მტრედი მშვიდობის და ბედნიერი მომავლის იმედის სიმბოლოა. როცა წყნარად ღუღუნებს თქვენი ფანჯრის რაფაზე, სასიხარულო ამბებს ელოდეთ. ხალხს სჯერა, რომ გარდაცვლილი ნათესავის სულს შეუძლია ახლობლების მონახულება მტრედის სახით.

ჩიტი ფანჯარას დაეჯახა: მერცხალი

თუ მერცხალი თქვენს ფანჯარას დაეჯახა, დიდ უსიამოვნებას ელოდეთ. როცა ჩიტი ჩამოჯდა დასასვენებლად ან თავისუფლად შემოფრინდა ოთახში, შემდეგ თავისით გაფრინდა, წარმატება და ბედში ხელსაყრელი ცვლილებები გელით.

ფანჯარაზე ჩიტის დაჯახებას სხვა ახსნაც აქვს, უფრო ჩვეულებრივი და ნაკლებად მისტიური მიზეზი. შესაძლოა, ჩიტმა ორიენტაცია დაკარგა ან უხილავ ბარიერს ყურადღება არ მიაქცია. ორნითოლოგები ამტკიცებენ, რომ ჩიტები ვერ ამჩნევენ გამჭვირვალე მინას. მაგალითად, მერცხლები და ნამგალები ძალიან სწრაფად დაფრინავენ და ფრთოსანი მწერების დევნაში ყოველთვის არ აქვთ დრო, რომ სწორად შეცვალონ თავიანთი ფრენის ტრაექტორია.

როგორც წესი, წივწივა, კაჭკაჭი და ყვავი ადამიანის სახლს უახლოვდება საკვების საძიებლად, ბეღურა მუდმივად ჩვენთან ახლოსაა, ბუდესაც ჩვენს ჭერქვეშ იკეთებს. ჩიტის გაგდება არ ღირს, თუ, რა თქმა უნდა, მტაცებლის დიდი სახეობის წარმომადგენელი არაა, რომელსაც შეუძლია ზიანი მიაყენოს თქვენს მეფრინველეობას.

თუ რეგულარულად კვებავთ მშიერ ფრინველებს, შეგიძლიათ მიიღოთ ხმაურიანი დამხმარეები, რომლებიც მეტ სარგებელს მოგიტანთ, ვიდრე ზიანს. მათზე დაკვირვება ყოველთვის საინტერესოა.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს