4 ზოდიაქოს ნიშანი, რომლებსაც ყველაზე ხშირად უბრუნდებიან ყოფილები

0
601

ვინ უფრო ხშირად ამოწმებს საკუთარ თავზე ფრაზის „ყველაფერი ახალი კარგად დავიწყებული ძველია“ სისწორეს?

ზოგისთვის ყოფილ შეყვარებულთან დაბრუნება ყველაზე საშინელი სიზმარია, ზოგისთვის კი – ჩვეულებრივი კანონზომიერება და სრულიად სასიამოვნო რეალობა. რაზეც, სხვათა შორის, პასუხისმგებელია არა მხოლოდ ჩვენი გრძნობები, არამედ თანავარსკვლავედებიც. პაპარაცის დღევანდელ სტატიაში გიამბობთ, რომელ ზოდიაქოს ნიშნებს აქვთ ყველაზე მეტი შანსი, შეხვდნენ თაყვანისმცემელს წარსულიდან, საკუთარ კარებთან.

კირჩხიბი

კირჩხიბები რომანტიკული, მგრძნობიარე და იმპულსური პიროვნებები არიან. ისინი ვერ იტანენ მარტოობას და ცდილობენ მის შევსებას, რაც შეიძლება დროულად. ზოდიაქოს ამ ნიშნის წარმომადგენლები ძლიერ არიან მიჯაჭვულები პარტნიორთან. ხშირად მათ უყვარდებათ ერთხელ და სამუდამოდ, მაგრამ ამავე დროს უჭირთ ვინმესთვის გულის გადაშლა. ამის გამო, იდეალურ შემთხვევაში, მათი აზრით, სჯობს სიცარიელე შეავსო ადამიანით წარსულიდან. პირველ რიგში, ეს არის უსაფრთხო ვარიანტი: თქვენ იცით, ვის უბრუნდებით და რას უნდა ელოდოთ ასეთი კავშირისგან. მეორე, არ მოგიწევთ დროისა და ენერგიის დახარჯვა ახალი რომანტიკული ურთიერთობების აგებაზე, რომლებიც უცნობია, როგორ დასრულდება. კირჩხიბებს ესმით, თუ რამდენად რთულია რაიმე ახალსა და უცნობთან ურთიერთობა, ამიტომ ისინი არა მხოლოდ ცდილობენ დაუბრუნდნენ თავიანთ ოდესღაც მშობლიურ ბუნაგს, არამედ მზად არიან მიიღონ მასში თავიანთი საყვარელი მოჩვენება წარსულიდან.

ქალწული

მიწიერი ქალწულები ძალიან მომთხოვნი არიან საკუთარი თავის მიმართ, პრაქტიკულები არიან და უყვართ გავლილი და კარგად ნაცნობი გზების არჩევა. ეს პრინციპი რომანტიკულ ურთიერთობებზეც ვრცელდება. რა საჭიროა სხვა ადამიანის შეყვარება, მისაჩვევად დიდი დროის დაკარგვა, საკუთარი ნაკლოვანებების ყველანაირად დამალვა, კომპლექსებთან ბრძოლა, როდესაც შეგიძლია ყოფილთან დაბრუნება და ერთმანეთის მიმართ თბილი გრძნობების გაცოცხლება? ყოველ შემთხვევაში, უარესი უკვე ვეღარ იქნება. გარდა ამისა, ამ ზოდიაქოს ნიშნის ადამიანები, უკიდურესად პრეტენზიულები არიან, ამიტომ მათ ყველა ვერ გაუძლებს, რაც მათ ძალიან კარგად იციან. ახლა კი საკმარისია უარყოფითი მხარეების შესახებ: ქალწულებს აქვთ ისეთი ღირებული თვისებები, როგორიცაა ერთგულება, გულწრფელობა, საყვარელი ადამიანის დახმარებისა და ყველანაირად მხარდაჭერის სურვილი. ამისთვის ისინი მზად არიან დროის გასვლისა და რთული განშორების შემდეგაც კი.

სასწორი

სასწორზე საუბრისას არ შეიძლება არ აღინიშნოს ის ბალანსი, რომელსაც ისინი თითქოსდა უბრუნდებიან წარსული ურთიერთობების აღდგენის შემთხვევაში. ამის წარმოდგენა ძნელი არ არის, იმის გათვალისწინებით, რომ სასწორები, როგორც წესი, ერთხელ და სამუდამოდ არ წყვეტენ არანაირ კავშირს – რომანტიკულს, მეგობრულს, პროფესიონალურს, მაშინაც კი, თუ ეს პირიქით ჩანს. არც ცხარე ჩხუბის, არც სასტიკი ღალატის შემდეგ, ზოდიაქოს ამ ნიშნის წარმომადგენლები არ ამოშლიან საყვარელ ადამიანს საკუთარი ცხოვრებიდან და, რა თქმა უნდა, არასოდეს დაივიწყებენ მას. გარდა ამისა, სასწორი ადამიანებში ხედვას მხოლოდ კარგს, ამიტომ ნანგრევებზე რაღაც ახლის და გრანდიოზულის აშენების წინადადება მათ იზიდავს და არ უკუაგდებს. ალბათ პირველად უბრალოდ არ გამიმართლა, ის ხომ ასეთი კარგია…

თევზები

თევზებს უყვართ ყოფილებთან დაბრუნება და საერთოდ არ ეწინააღმდეგებიან, როცა თავად ყოფილი პარტნიორი მიდის მათთან და ყველაფრის ნულიდან დაწყებას სთავაზობს. ეს აიხსნება ორი მიზეზით. პირველ შემთხვევაში, მიზეზი ძლიერი ემოციური მიჯაჭვულობაა, რომელსაც ვერც უსიამოვნო განშორება და ვერც ახალი სერიოზული ურთიერთობა ვერ გადაფარავს. მეორე შემთხვევაში, თევზები აახლებენ რომანტიკულ ურთიერთობებს, რათა დაუმტკიცონ ყოფილებს, რომ მათზე უკეთესი არავინ არის მსოფლიოში და აზრი არ აქვს მათზე ღირსეული შემცვლელის ძიებას. ამიტომ, არ უნდა გაგიკვირდეთ, თუ პარტნიორი გაკვირვებული თვალებით არ გიყურებთ, როცა ძალას იკრებთ და დაბრუნების მოთხოვნას გამოთქვამთ: ნუთუ სხვაგვარადაც შეიძლებოდა ყოფილიყო? გაიფიქრებს საკუთარ თავში და საკუთარ უპირატესობაში დარწმუნებული თევზი.