2024 წლის ტანსაცმლის ტენდენციები გვაბრუნებს ჰიპების ეპოქაში, 90–იან და 2000–იან წლებში. მოდაში ბრუნდება ძველი და ახალი პრინტი და სტილი, რომელიც ახალგაზრდა ქალებს ნამდვილად მოეწონებათ. აი, მოწიფული ასაკის ქალბატონებს – ძალდატანებით. ნერვიულობის დრო არაა! პაპარაცი გიამბობთ, როგორ მოერგოთ მოდის ტენდენციებს და გამოიყურებოდეთ მდიდრულად და ელეგანტურად 50 წლის ასაკშიც.
2024 წლის ტანსაცმლის ტენდენციები
ნარჩენი ნაჭრებით ნაკერი
ნარჩენი ნაჭრებით კერვა ან პაჩვორკი ჯერ კიდევ 1970–იან წლებში პოპულარული იყო. მანამდე ჩვენი ბებიები ძველი ტანსაცმლისგან პაჩვორკის საბნებს აკეთებდნენ. ამ მოდურ ტექნიკას კვლავ გამოუჩნდა მოყვარულები.
პეჩვორკში არის რაღაც სოფლური. ასეთი ნივთები ცოტაოდენ დაუდევრად და ძველი ნივთებისგან გადაკეთებულად გამოიყურება. ერთგვარი მაწანწლური ჩაცმა მეამბოხე ახალგაზრდებს შეეფერება, ხოლო მოწიფული ასაკის ქალბატონებისთვის შეუფერებელია. პეჩვორკი სახის და სხეულის ასაკს მხოლოდ ხაზს უსვამს.
50+ ასაკის ქალბატონებისთვის, რომელთაც კაშკაშა სამოსზე უარის თქმა არ სურთ, სხვა პრინტები უფრო შესაფერისი იქნება. დახვეწილი ყვავილების და კლასიკური პრინტები, როგორიცაა უჯრები, კოპლები და ზოლები. ახლა ისევ აქტუალურია!
შინაგანი ვეფხვი ან სამეფო კობრა შეგიძლიათ გაახაროთ ანიმალისტური ნიმუშებით. კეთილშობილებით ბოშათა პეჩვორკს ერთი ნაბიჯით აღემატება. ამავდროულად, ინარჩუნებს განწყობას, რიტმს და ღვლარჭნილობას.
გამჭვირვალე ქსოვილები
ბოლო წლებში მოდის ჩვენებების უმეტესობას ბავშვებთან ერთად ვერ უყურებ. არავის აღარ აკვირვებს გამჭვირვალე ქვედაბოლო და კროპ–ტოპი, რომელიც არაფერს მალავს. თუმცა სტილი ყოველდღიურ ცხოვრებაში ოსტატურად არის ადაპტირებული. მაგალითად, გამჭვირვალე ნივთებს დახვეწილ დახურულ საცვლებზე იცვამენ.
სითამამე და კიჩი ყოველთვის პოულობს თავის მსხვერპლს მოდაში. მომჟავო მწვანე ნეილონის კოლგოტით და გამჭვირვალე ბიუსჰალტერით ქუჩაში თითქმის არავინ გამოდის. თუ ეს არ არის კანიე უესტის შეყვარებული, ბიანკა ცენსორი, და მოდის სხვა გონჯი.
გამჭვირვალე სამოსი წლებს არ მოგაკლებთ, მაგრამ ტრენდის დელიკატურად და ზომიერად გამოყენებით სტილს სიმსუბუქე და სიხალისე შეგიძლიათ შემატოთ. მაგალითად, ზრდასრულ ქალბატონზე კარგად გამოიყურება ჰაეროვანი ნახევრად გამჭვირვალე ბლუზი, რომლის ქვეშ ბიუსჰალტერი არ ჩანს. უსაფრთხო ზონები გამჭვირვალობისთვის არის სახელოები.
სტილისტები გირჩევენ, რომ ასეთი ტანსაცმლის ქვეშ ჩაიცვათ ხორცისფერი საცვლები, რომელიც კანის ტონალობას ემთხვევა. ის ბევრად უფრო ჰარმონიულია, ვიდრე თეთრი ბიუსჰალტერი, რომელიც ბლუზიდან ჩანს.
ექსტრემალური მინი
მოდამ ისევ მიაქცია ყურადღება ულტრამოკლე ქვედაბოლოს. ახალგაზრდა გრძელფეხება ქალებისთვის ვარსკვლავური საათია, მაგრამ რა გააკეთოს 50 წლის მოდის მიმდევარმა? უმეტესობა მათგანი ახალგაზრდობაში მოხდენილი ფეხებით ამაყობდა, მაგრამ ახლა რა, დამალოს გრძელ ქვედაბოლოში?
არავითარ შემთხვევაში! რა თქმა უნდა, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ულტრამოკლე ქვედაბოლო აირჩიოს კეთილშობილური ასაკის ყველაზე გაბედულმა ქალბატონმაც. აი, მუხლს ოდნავ ზემოთ სამოსის სიგრძე მის ღირსებას ნამდვილად არ შელახავს.
2024 წლის ტანსაცმლის ტენდენციები: ბიუსჰალტერი და მოკლე ტოპი
სხვადასხვა ფასონის მოდური მოკლე ბიუსჰალტერით თამამად შეგიძლიათ წახვიდეთ სავარჯიშო დარბაზში, საქმიან შეხვედრაზე ან პაემანზე. ახალგაზრდა ქალის სხეულს ლამაზად უსვამს ხაზს. ზრდასრული ქალბატონები მოკლე ტოპში მხოლოდ არასასურველ ყურადღებას მიიპყრობს, თუნდაც დახვეწილი ფორმები შენარჩუნებული ჰქონდეს.
არ იდარდოთ: ყველა ასაკისთვის არსებობს საკმაოდ ელეგანტური სამოსი, რომელიც თქვენს აღნაგობას და სტილს მოერგება.
ბახრომა
ფართო, ვიწრო, გრძელი და მოკლე: ტანსაცმლის მოდელებმა სახელოებზე და კალთებზე ჩამოკიდებული ძაფებით ბუტიკები და პოდიუმები გაავსო. ბახრომა ახალგაზრდა ქალისთვის მომგებიანი გადაწყვეტილებაა, რადგან გარკვეულწილად დაუდევარ ჰიპი ეფექტს ქმნის. 50+ ასაკის მქონე ქალის სხეულისთვის წაგებული ვარიანტია, რადგან სხეულს ზედმეტ კილოგრამებს მატებს.
თუ მაინც გსურთ სტილში ბახრომას ჩართვა, ზომიერად გამოიყენეთ. მაგალითად, ეს შეიძლება იყოს ჩანთა ჩამოკიდული ძაფებით ან ქვედაბოლო ბახრომის კალთით უბრალო გლუვ ნივთებთან კომბინაციაში. ტრენდული აქსესუარები პიკანტურად თამაშობს. მაგალითად, მსხვილი ნაქსოვი ქამარი ფოჩით.
ამოჭრილი დეტალები სამოსზე
ბოლო წლებში მოდას სურს დაინახოს ბევრი შიშველი ადგილი სხეულზე. სწორედ ამიტომ, ტანსაცმელი ყველაზე მოულოდნელ ადგილებში ამოჭრილი დეტალებით სიახლე აღარ არის. მაშინაც კი, თუ 50 წლის ქალმა იდეალური ფორმების შენარჩუნება შეძლო, დიდი სიფრთხილით უნდა გამოაჩინოს. რა უნდა ვთქვათ ნებისმიერი ასაკის ქალზე, რომელსაც არ ერიდება მოშვებული მუცლის ან გვერდის გამოჩენა. ლამაზია? ბოდიპოზიტივის საუკუნეში ეს კითხვა ბევრ დისკუსიას იწვევს.
ყველასთვის არსებობს ერთი წაუგებელი ვარიანტი – მოშიშვლებული მხრები. ასევე ხელები, თუ საკმარისად დაჭიმულია. ნავის დეკოლტეზე ექსპერიმენტები ჩაატარეთ: მხრის ზედა და ლავიწის ზონას ეფექტურად ხაზს უსვამს.
2024 წლის ტანსაცმლის ტენდენციები: ბებიის მაქმანი
რატომღაც დიზაინერებმა შეიყვარეს ნაქსოვი მაქმანი. პოდიუმის მოდელებზე ლამაზად გამოიყურება, მაგრამ უბრალო ქალს წლებს მატებს. ასევე მხრებზე გაშლილ სუფრას ჰგავს.
მძიმე მაქმანებიანი კაბები და მოსაცმელები უმოწყალოდ გვაბერებს, ამიტომ ტრენდს მშვიდად შეგიძლიათ გვერდი აუაროთ. მაქმანის ღირსეული ალტერნატივაა ღია ფერის პერანგი გლუვი ტექსტურით.