ფსიქოლოგები ამბობენ: თუ დაღლილობას და აპათიას გრძნობთ, ბუნებაში გაისეირნეთ. ხეების მაგია დაგეხმარებათ სტრესის და დაღლილობის მოშორებაში, ძალების და შთაგონების აღდგენაში. ჩიტების ჭიკჭიკი, ფოთლების შრიალი, სუფთა ჰაერი და მდინარე საუკეთესო წამალია. გაზაფხულის დადგომისთანავე განახლების, სულიდან და სხეულიდან ზედმეტი ტვირთის მოშორების სურვილი ჩნდება.
ხშირად ხალხთან ურთიერთობისას მათ ავ ზრახვებს ვერ ვამჩნევთ. მათ კი შეუძლიათ მომენტით ისარგებლონ, ბოროტება და ნებისმიერი ნეგატივი გვისურვონ, გაგვთვალონ. ხდება ისე, რომ სამსახურში რაღაც სიახლით ან სკოლაში ბავშვის წარმატებით იტრაბახეთ, ვიღაცას კი უკვე შეშურდა, შედეგად საღამოს სისუსტეს გრძნობთ. ან ბავშვი ცუდ შეფასებებს იღებს და უხეშობას იწყებს. ეს ყველაფერი ნიშანია, რომ თქვენ გვერდით არაკეთილმოსურნეა, რომელსაც თქვენი გამარჯვება და წარმატება არ ახარებს.
ხეების მაგია ტყეში
როგორ მოვიშოროთ გათვალვა და დავუბრუნოთ მტერს მისი ნეგატივი. ამის შესახებ პაპარაცი გიამბობთ. გიზიარებთ უძველეს შამანურ რიტუალს, რომელიც უკვე ბევრ ადამიანს დაეხმარა და დღეს აღარ არის შამანების საიდუმლო. ამ რიტუალის გამოყენება ყველას შეუძლია. მთავარია, რიტუალის შესრულებამდე რამდენიმე მარტივი წესი დაიცვათ. წინააღმდეგ შემთხვევაში, რიტუალი ჩვეულებრივი მოქმედება გახდება და სასურველ შედეგს არ მოგიტანთ. რიტუალი დაგეხმარებათ დაუბრუნოთ მთელი ნეგატივი მას, ვინც ცუდი გისურვათ.
შემდეგ ჯერზე, როცა გადაწყვეტთ ბუნებაში გასვლას ან უბრალოდ პარკში გასეირნებას, ეს მარტივი რიტუალი გამოიყენეთ. რიტუალის შესრულებამდე მინიმუმ ერთი დღით ადრე გაწმინდეთ თქვენი ფიქრები ცუდი ემოციებისა და გაღიზიანებისგან. ვინმეზე ან მოვლენაზე ცუდი არ იფიქროთ. სცადეთ, რომ ყველას აპატიოთ, დამშვიდდეთ, დაფიქრდით პოზიტიურ გამოცდილებაზე ნებისმიერი სიტუაციიდან, რაც მოხდა. მტერი ემოციურად გაუშვით, აპატიეთ. თქვენ ხომ მათ არ ჰგავხართ, სულ სხვა ხართ. არ უსურვებთ ბოროტებას იმ ბოროტებისთვის, რაც გაგიკეთეს. მნიშვნელოვანია, ისწავლოთ სიმშვიდის შენარჩუნება და შესაფერისი მომენტის დალოდება ამა თუ იმ ქმედების განსახორციელებლად.
ნეგატივისგან განწმენდის რიტუალი
ბუნებაში მოხვედრისას ამ მომენტის სრული პასუხისმგებლობა იგრძენით. კონცენტრირება მოახდინეთ რიტუალზე, რომლის შესრულებას აპირებთ. აირჩიეთ შესაფერისი ხე, პატარა ტოტი მოაჭერით. 5–6 სმ სიგრძის ტოტი საკმარისია. ტოტის მოჭრისას წარმოთქვით შემდეგი სიტყვები: „ხეს ტოტს ვაჭრი, უცხო ბოროტებას ვიშორებ. ტოტი მიწაზე დევს, უცხო ბოროტება შინ ბრუნდება“. ამ სიტყვების შემდეგ ტოტი ხის ქვეშ დააგდეთ. ხესთან ახლოს რაიმე საჩუქარი აუცილებლად დატოვეთ. ეს შეიძლება იყოს პურის ნატეხი, ყველი ან ორცხობილა. ეს აუცილებელია, რომ ამ ტყეში მცხოვრები ცხოველები გამოკვებოთ, რომ ტყის ბალანსი აღდგეს.
სახლში დაბრუნებისას სახე და ხელები კარგად დაიბანეთ. დანა მარილით გარეცხეთ. ამ რიტუალის შემდეგ მთელი ნეგატივი, რაც თქვენ გისურვეს, იმ ადამიანს დაუბრუნდება. სიმსუბუქეს და სიმშვიდეს მიიღებთ. რიტუალის დახმარებით თქვენ გარშემო შექმნით უხილავ დაცვას, რომელიც დაგიცავთ გათვალვისგან, ჯადოსგან და ცუდი სურვილებისგან. ახლა ტყის და ბუნების სულების დაცვის ქვეშ ხართ. სწორედ ბუნება არის ადამიანის ნამდვილი მფარველი, ამიტომ მნიშვნელოვანია მისი დაცვა და გამრავლება ვისწავლოთ.
ყოველ ჯერზე, როცა შინაგან სიცარიელეს და ფიზიკურ დაღლილობას გრძნობთ, ბუნებაში წადით. სწორედ ის მოგცემთ ახალ ძალას და შთაგონებას.