მალავს თუ არა სამეფო სასახლე სიმართლეს – თეორიები და ფაქტები ქეით მიდლტონის შესახებ

0
834

უკვე მესამე თვეა ქეით მიდლტონის ჯანმრთელობა გამოცანას წარმოადგენს და მის ფანებს დიდად აწუხებს. ფანები სასოწარკვეთილნი ცდილობენ გაარკვიონ, სად გაქრა მომავალი დედოფალი. ბუკინგემის სასახლის მცდელობები, დაამშვიდოს საზოგადოება, უკუშედეგს იძლევა, შეთქმულების თეორიები დღითიდღე მრავლდება. პრინცესას ბოლოდროინდელმა ფოტოებმა და ვიდეოებმა ბევრი ადამიანი დააფიქრა იმაზე, რომ პრინცის ცოლის როლი მისმა ორეულმა შეასრულა. პაპარაცი სიმართლის გარკვევას ეცდება. ქეით, სად ხარ?

ქეით მიდლტონის ჯანმრთელობა

პრინცესა ქეთრინმა საზოგადოებაში გამოჩენა შეწყვიტა 16 იანვარს მუცლის ღრუზე დაგეგმილი ოპერაციის შემდეგ. ამან სპეკულაციების ტალღა გამოიწვია. 2 კვირიანი რეაბილიტაციის შემდეგ ქალი უბრალოდ გაქრა რადარიდან.

„ქეითსპიროლოგებმა“ ბევრი ვარაუდი გამოთქვეს. ზოგი თვლის, რომ ის გონს მოდის „დუნდულების ბრაზილიური დაჭიმვის“ შემდეგ. ესპანელი ჟურნალისტის თქმით, პრინცესა ოპერაციის შემდეგ კომაში ჩავარდა.

ზოგიერთი ტროლი ხუმრობს პრინც უილიამის მეუღლის მონაწილეობაზე ვოკალურ შოუში „ნიღაბი“, რის გამოც ქალი სამეფო ოჯახიდან გარიცხეს. კიმ კარდაშიანმაც გამოაქვეყნა სოციალურ ქსელში ფოტოების სერია წარწერით: „მეც მოვძებნი ქეითს“. რამდენიმე დღის წინ ჰარი, სასექსის ჰერცოგი, სათხილამუროდ იყო წასული კარდაშიანების კლანის დედის, კრის ჯენერის, ყოფილ მეგობარ ბიჭთან ერთად.

ქეით მიდლტონის უახლესი ფოტო

ხანგრძლივი დუმილის შემდეგ კენსინგტონის სასახლემ გამოაქვეყნა ქეითის ფოტო შვილებთან ერთად, რომელიც 8 მარტს ეძღვნებოდა. ინსაიდერების ინფორმაციით, ამ დროისთვის ქალი უკვე სახლში იმყოფებოდა ოპერაციის შემდეგ და ოჯახთან ერთად რეაბილიტაციას გადიოდა. მომხმარებლების მახვილმა თვალმა ფოტოზე მანიპულაციების კვალი შენიშნეს. დაასკვნეს, რომ ფოტო ახალი არაა, არამედ ძველი ფოტოსგან აწყობილი. გამოსახულება მსოფლიოს წამყვანმა 6 ფოტო სააგენტომ გააკრიტიკა.

სოციალური მედიის სკანდალმა აიძულა პრინცესა ოფიციალურად ეღიარებინა დამარცხება, როგორც მოყვარულ ფოტო რედაქტორს. დაწერა, რომ ქმრის გადაღებული ფოტოს რედაქტირება სცადა. ქეითმა ვერ მოახერხა საზოგადოების დარწმუნება, რომ ჯანმრთელობის მხრივ ყველაფერი კარგად ჰქონდა.

საგანგაშო სიახლე

დაახლოებით 1 კვირის წინ სამეფო ოჯახი ისევ გამოვიდა კავშირზე. ფანებმა ნახეს დაღლილი და გამხდარი უელსის პრინცესას ემოციური ვიდეო მიმართვა. მან გაამხილა საშინელი სიმართლე მისი მდგომარეობის შესახებ. პრინცესას საბედისწერო დიაგნოზი დაუსვეს: ბრიტანელების ფავორიტს კიბო დაუდგინეს.

უინძორის ციხის ტერიტორიაზე სკამზე მჯდომმა, ნარგიზების და გაზაფხულის სიმწვანის გარემოცვაში, ქეით მიდლტონმა თქვა: „ახლა მკურნალობის საწყის ეტაპზე ვარ. რა თქმა უნდა, ჩემთვის ეს დიდი შოკი იყო. მე და უილიამი ვცდილობდით, ყველაფერი საიდუმლოდ შეგვენახა ჩვენი ოჯახის გულისთვის. ადვილი არ იყო ყველაფრის ახსნა შარლოტასთვის, ჯორჯისა და ლუისთვის ისე, რომ არ ენერვიულათ და დაგვერწმუნებინა, რომ დედა კარგად იქნებოდა“.

ქეითის თქმით, მუცლის ღრუზე წარმატებული ოპერაციის შემდეგ ანალიზმა სიმსივნის არსებობა აჩვენა. ექიმების გუნდმა პრინცესას ურჩია პროფილაქტიკური ქიმიოთერაპიის გავლა და ახლა მკურნალობის პირველ ეტაპს გადის.

ქალმა საზოგადოებას დაარწმუნა, რომ კარგ განწყობაზეა და მზადაა იბრძოლოს გამოჯანმრთელებისთვის. მის გვერდით არის უილიამი, მისი ნუგეშის მთავარი წყარო. თავისი მიმართვა დაასრულა ყველა კიბოს პაციენტისთვის მხარდამჭერი სიტყვებით: „მარტო არ ხართ. არ დაკარგოთ რწმენა და იმედი!“

აღსანიშნავია, კენსინგტონის სასახლემ პრინცესას კიბოს ტიპსა და სტადიაზე კომენტარის გაკეთებაზე უარი თქვა.

ქეით მიდლტონის ვიდეო: ყალბია თუ ნამდვილი?

ქეით მიდლტონმა დაამატა, რომ ვიდეოს გადაღება გადაწყვიტა მისი მდგომარეობის შესახებ ველური შეთქმულების თეორიების შესაწყვეტად. თუმცა, როგორც ჩანს, უკონტროლო შეთქმულების ცეცხლი მხოლოდ გააღვივა.

ქსელის მომხმარებლებმა ყურადღებით შეისწავლეს ვიდეო და მივიდნენ სამ დასკვნამდე. მკვლევრების პირველი კატეგორია ფიქრობს, რომ ქეითის ნაცვლად კადრში გამოჩნდა მისი და, პიპა მიდლტონი. უბრალოდ პრინცესას სახე დაადეს დიპფეიკის მეთოდით.

სხვები თვლიან, რომ მთელი ვიდეო თავიდან ბოლომდე ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით შექმნეს. მარჯვეებმა ვიდეოზე დადებული ხმა ამოატრილეს და გაარკვიეს: ქეითის ხმა ხმის ბანკიდან ამოღებული სხვადასხვა ნაწილისგან იყო შექმნილი. იგივე მომხმარებლები აღნიშნავენ, რომ პრინცესა კადრში გამოჩნდა იმავე სვიტერით და იმავე ფონზე, როგორც 7 წლის წინ. ხელოვნური ინტელექტი ხომ ნულიდან არ ქმნის მასალას, მას საფუძველი სჭირდება.

გამომწერები დააბნია ბალახმა, რომელიც საკმაოდ მკაფიოდ ჩანდა ქეითიდან დიდ მანძილზე. ჟესტიკულაციის დროს ქალის ხელზე ბეჭედი ხან ჩნდება, ხან ქრება, ხოლო ნიკაპი ბუნდოვანია.

ნეიროქსელის და ხელოვნური ინტელექტის ოსტატები საპირისპიროში დარწმუნებულნი არიან: ვიდეოზე უელსის ნამდვილი პრინცესაა. ქეითი სწორად მოძრაობს და ისმის, პაუზებით და ამოსუნთქვებით. ფონი და განათება სწორად არის დაყენებული. პატარა ობიექტებიც, როგორიცაა მწერები, კადრში ურთიერთქმედებენ.

სახის დაბინდვა შეიძლება გამოწვეული იყოს ვიდეოს დაბალი ხარისხით, რაც ამარტივებს ფერებს და პიქსელებს, ხოლო ნიკაპი ვერ ასწრებს ხმაზე „მორგებას“. ასე რომ, ეჭვები შორს. ისღა დაგვრჩენია, რომ მეფის რძალს გამოჯანმრთელება ვუსურვოთ!

სად არის ახლა ქეით მიდლტონი?

ვიდეო გამოაქვეყნეს რამდენიმე დღის შემდეგ, რაც ქალი შენიშნეს ქმართან ერთად „ადელაიდის“ კოტეჯთან უინძორის სასახლის მახლობლად. ის გამოიყურებოდა „ბედნიერად, მოდუნებულად და ჯანმრთელად“. აქ პრინცესა ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ ქიმიოთერაპიას გადის.

თითქმის 190 წლის წინ უილიამ IV–მ ააგო ეს კოტეჯი დედოფალ ადელაიდისთვის დასასვენებლად. 2 წლის წინ უელსის ჰერცოგების წყვილმა ამოირჩია ეს მყუდრო ადგილი, რომელიც ცნობისმოყვარე თვალებისგან დამალული იყო.

მართალია, აქ ბევრი ოთახი არაა. სამეფო ოჯახის წესების მიხედვით, ცოლ–ქმარი სხვადასხვა პალატებში ცხოვრობენ, მაგრამ სამივე ბავშვს საკუთარი საძინებელი რომ ჰქონოდა, ქეითს და უილიამს ერთ აპარტამენტში მოუწიათ ცხოვრება. პერსონალისთვის ადგილი აღარ დარჩა, ამიტომ მსახურები კოტეჯს გამოძახებით სტუმრობენ.

გარედან მოკრძალებული, შიგნიდან მდიდრული. მამულს აქვს ბერძნულ–ეგვიპტური სტილის მარმარილოს ბუხარი, ჭერი მოოქრული დელფინებით მოპირკეთებულია. მამულში უინძორის სასახლიდან შვიდი გასასვლელი და შესასვლელია. ქეითის მშობლები ერთ საათზე ნაკლებ სავალზე ცხოვრობენ და ქალიშვილს შვილიშვილების მოვლაში ეხმარებიან. ავადმყოფობის გამო ქმარი ბევრს მუშაობს და ხშირად ადგილზე არაა.

ექსპერტების აზრით, „ადელაიდი“ ქეითის ჯანმრთელობისთვის შესაფერისი არაა. ეს ადგილი ძალიან ცივია, თან ბრიტანული გაზაფხული წელს არც თუ ისე თბილია. ასეთმა პირობებმა ქალის ისედაც სუსტი იმუნიტეტი შეიძლება უფრო შეარყიოს.

ბრიტანული მედიის ცნობით, ქეითი თავის მოვალეობას 17 აპრილს განაახლებს, როცა ბავშვები არდადეგების შემდეგ სკოლაში დაბრუნდებიან. ვრცელდებოდა ხმები, რომ ქეითი მონაწილეობას მიიღებდა ტრადიციულ სააღდგომო მსვლელობაში და წირვა–ლოცვაში წმინდა გიორგის სამლოცველოში, რომელიც მის საცხოვრებელ მამულში მდებარეობს. თუმცა პრინცესას ოჯახმა დღესასწაული ამერ–ჰოლის სასახლეში აღნიშნა, რომელიც ელისაბედ II–ის საქორწილო საჩუქარია.

ქეით მიდლტონის ჯანმრთელობა: საიდუმლო დაავადებები

ონკოლოგიის ისტორია არაა პირველი ჯანმრთელობის პრობლემა, რომელიც უელსის პრინცესამ საზოგადოებას დაუმალა. ამაყ ქალს ზედმეტი ყურადღების მიქცევა არ სურდა, მაგრამ ზოგიერთი დეტალი მაინც გამოაშკარავდა. ქეითის ჯანმრთელობა ყოველთვის იყო განხილვის თემა. გასაკვირი არაა, რომ პრინცესას ამის დამალვა სურდა.

უჩვეულო ალერგია

ქეით მიდლტონს ალერგიის იშვიათი ფორმა აქვს. 2019 წელს, ყოველწლიურ რბოლებზე, ქალმა მოულოდნელად იგრძნო ძლიერი ხრჩობა, დიდხანს გონს ვერ მოვიდა. რამდენიმე თვის შემდეგ მსგავსი შეტევა განიცადა პოლოს მატჩის დროს, რომელშიც მისი ქმარი მონაწილეობდა. სანამ ცხენზე ამხედრებული პრინცი მოედანზე ბურთს ურტყამდა, ქეითი ყველასგან შორს კარავში ამოსუნთქვას ცდილობდა.

მოგვიანებით ქალმა აღიარა, რომ ცხენებს ვერ იტანს. სამწუხაროდ, აღლუმების დროს ცხენებთან შეხება უწევს. პრინცესას არაფერი დარჩენია გარდა იმისა, რომ ანტიჰისტამინები მიიღოს.

ორსულების უკონტროლო ღებინება

42 წლის პრინცესამ სამი მემკვიდრე გააჩინა და დედობის ყველა „სიხარული“ განიცადა. პირველი შვილის, პრინცი ჯორჯის ორსულობა ადვილად გადაიტანა, მაგრამ შარლოტაზე ორსულობას მშვიდად არ ჩაუვლია. ქალს მძიმე ტოქსიკოზი აწუხებდა, რომელიც 14 კვირის შემდეგაც არ გაქრა. ყველაზე ცუდ დღეებში 30–ჯერ აღებინებდა.

მდგომარეობა, რომელსაც ჰიპერემიზი ეწოდება, ქალების მხოლოდ 1%–ში გვხვდება. ძლიერი გაუწყლოების, არასრულფასოვანი კვების და გადაღლილობის გამო დედას ბევრი უსიამოვნება ემუქრებათ. ძვლების მოტეხილობა, სმენის და მხედველობის დაქვეითება, ნაყოფის მოშორება ნებისმიერ ეტაპზე. პრინცესას ყოველი ორსულობა რამდენჯერმე საავადმყოფოში მოხვედრით მთავრდებოდა. საზოგადოებამ ამის შესახებ ვერასდროს გაიგო: ქალი მხოლოდ მსუბუქ სისუსტეზე მიუთითებდა.

დიეტებით გატაცება

საზოგადოების აზრით, ქეითს ძვირის გადახდა მოუწია თავისი მოხდენილი ფიგურის გამო. მომავალი დედოფალი დუკანის დიეტას დიდი ხანია იცავს. ჭამს ბევრ ცილას, უგულებელყოფს ნახშირწყლებს და ცხიმებს. ხილის ნაცვლად ჭამს ხაჭოს, ხორცი ჩაანაცვლა ზღვის პროდუქტებით და თევზით. ასეთი დიეტით წონა სწრაფად იკლებს, კუნთები იზრდება, მაგრამ საჭმლის მოუნელებლობას და თირკმლების გადატვირთვას იწვევს.

პრინცესას ბევრი ფანი აღნიშნავს, რომ ცილოვანი დიეტით მისმა გატაცებამ სიმსივნის განვითარებას ბიძგი მისცა. სხვათა შორის, ამ დიეტას დიაბეტის და ფსორიაზის გამოწვევაც შეუძლია.

ქეითი ყოველთვის საკმაოდ ფანატიკური იყო სპორტთან დაკავშირებით. ყოველდღე ძალის გამოცლამდე დაკავებულია კროსფიტით, ვარჯიშებით და ცურვით. დიახ, ქალმა მსოფლიოს დაუმტკიცა, რომ პრინცესები პრანჭია ქალები არ არიან, მაგრამ რის ფასად.

მავნე ჩვევები

უნაკლო ქეით მიდლტონსაც კარადაში თავისი ჩონჩხები აქვს. პრინცესას არ უყვარს ძლიერი სასმელები, მაგრამ ზოგჯერ რამდენიმე ღერი სიგარეტის მოწევაზე უარს არ ამბობს. კოლეჯში ქეითი მწეველი იყო, მაგრამ მავნე ჩვევის მიტოვება შეძლო. მართალია, არა სამუდამოდ.

ახლა პრინცესა საშინელ დაავადებას გაბედულად ებრძვის. ქეითის ჯანმრთელობას თვალყურს ადევნებენ ფანები, კონსიპოროლოგები, რაც მთავარია, კვალიფიციური ექიმები. ვიმედოვნებთ, ქეითზე კარგად ზრუნავენ და ის გამოჯანმრთელების იმედს არ კარგავს. ვუსურვებთ დაავადების დამარცხებას!