ვიწყებთ ახალ თვეს ანჯელა პერლის ახალი ტაროს პროგნოზით ზოდიაქოს ნიშნებისთვის

0
2068

ანჯელა პერლის ბოლო რამდენიმე ანალიზმა არაერთხელ ხაზი გაუსვა, რომ აპრილში ზოდიაქოს ყველა ნიშანს ელის სერიოზული ცვლილებები ცხოვრებაში. უპირველეს ყოვლისა ამაზე საუბრობს აპრილში რეტროგრადული მერკურის პროგნოზის ზოგიერთი მინიშნება. მასში ცნობილი ასტროლოგი ამბობს, რომ ბევრს ელის გადაადგილება, შორი გზა და სტატუსის შეცვლა, თუმცა 2024 წლის აპრილის სრული ტაროს პროგნოზი მხოლოდ ახლა გამოჩნდა.

აპრილის რეტროგრადული მერკურის თავისებურებების გაგება ყველასთვის სასარგებლო იქნება, განსაკუთრებით თხის რქისთვის. რეტროგრადული ქარიშხლების, ბრძოლების, ცვლილებების და გამარჯვების პერიოდი 1 აპრილიდან 25 აპრილამდე გრძელდება. არ დაგავიწყდეთ, რომ 8–ში მზის დაბნელებაა. სასარგებლო მინიშნებების გასაცემად ასტროლოგმა გააკეთა ტაროს პროგნოზი 5 დასტაზე. გაიგეთ თქვენი ბედი, თქვენი საყვარელი ადამიანების ან მტრების ბედი. ასეთი ინფორმაცია არასდროს არის ზედმეტი.

2024 წლის აპრილის ტაროს პროგნოზი

ამის შესახებ პირველად არ ვამბობთ, მაგრამ გამეორება მნიშვნელოვანია. გახსოვთ ქცევის წესები რეტროგრადული მერკურის პერიოდში? პირველ რიგში, არ ღირს ფულის ხარჯვა ან ინვესტირება ახალ პროექტში, გადაიფიქრებთ. მეორეც, სხეულსა და გარეგნობაში ცვლილებებს მოერიდეთ, აღარ მოგეწონებათ! მესამეც, არ გააფორმოთ ახალი კონტრაქტი და არ ჩაერთოთ ახალ გატაცებაში, უსიამოვნებაში მოხვდებით.

ამის ნაცვლად თქვენთვის ნაცნობ საკითხებზე კონცენტრირდით. რეტროგრადული აპრილის დროს კარგია ხელახლა გადაკეთება, აღდგენა და ადგილის შეცვლა.

ტაროს გაშლა აპრილში: ვერძი და კურო

ვერძს განსაკუთრებული თვე ელოდება. პირველ რიგში, ამ ნიშნის ყველა წარმომადგენელს დაბადების დღეს ვულოცავთ! მეორეც, შეგახსენებთ, წელს აპრილი დატვირთული იქნება. მერკური რეტროგრადულია, ვენერა ვერძის ნიშანში შედის, 8–ში მზის დაბნელებაა. ეს ნიშნავს, რომ ვერძის ცხოვრება 180 გრადუსით შემოტრიალდება, 90 გრადუსით მაინც. 7, 8 და 9 აპრილს დაბადებულებს ეს ცვლილებები მთელი წელი შეეხება. ამ ნიშნის სხვა წარმომადგენლებს დაბნელება მოუტანს ცვლილებებს 3 თვის განმავლობაში.

აპრილში ვერძზე ამოვიდა თასების ოთხიანი, ამიტომ ელოდეთ ახალ შემოთავაზებებს, ახალ სამსახურს. მეორე მაგის კარტია, რომელიც ამბობს, რომ ვერძი აპრილში ზუსტად გაიგებს, რას აკეთებს და რა შეუძლია. კვერთხების ცხრიანი მიანიშნებს, რომ ახალი ეტაპი იწყება. იქნებ, დროა ძველი პროექტი დაასრულოთ და შეაჯამოთ? თუ აპრილში ცვლილებებს გადაწყვეტთ, ნამდვილად უკეთესობამდე მიგიყვანთ. ამის ნიშანია კვერთხების ექვსიანიც, გამარჯვების კარტი, ასევე ვარსკვლავის კარტი, მიზნის მიღწევის კარტი. მთლიანობაში, ვერძს აპრილში ბევრი კვერთხი ამოუვიდა, ანუ თვე ერთი ამოსუნთქვით ჩაივლის.

კუროც აპრილში იუბილარია, ოდნავ ნაკლებად, მაგრამ მაინც ვენერას გავლენის ქვეშ ექცევა. ანჯელა პერლი პროგნოზირებს, რომ ჰორიზონტზე გამოჩნდებიან ყოფილი თაყვანისმცემლები და მონატრებული საყვარლები. რეტროგრადული მერკური ეცდება წინა ურთიერთობების აღდგენას ან მათ შეხსენებას მაინც.

პირველი კარტები, რომლებიც კუროსთვის აპრილის ტაროს პროგნოზს ხსნიან, ხმლების რვიანი და ოთხიანია. ეს ამბობს, რომ კურო რაღაცაზე მიბმული და შეზღუდულია, შესაძლოა ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო. შემდეგი კარტი არის იმპერატორი, უმაღლესი სიმბოლო. ეს შეიძლება იყოს მამა, უფროსი, ძლიერი ენერგეტიკის მქონე ადამიანი (ჩვეულებრივ, ვერძი), რომელიც აპრილში ეცდება კუროს ცხოვრებაზე სერიოზული გავლენა მოახდინოს. ეტლის კარტი, რომელიც მას მოჰყვება, ამბობს, რომ კურო სიტუაციას თავად გააკონტროლებს იმპერატორის დახმარებით ან მის გარეშე. მთლიანობაში, ტაროს პროგნოზი ამბობს, რომ კურო ცხოვრების ყველანაირად შეცვლას შეეცდება და სასურველს უპრობლემოდ მიაღწევს.

ტაროს პროგნოზი აპრილისთვის: ტყუპები და კირჩხიბი

ტყუპები ხსნის თავის პროგნოზს პენტაკლების ცხრიანით და შვიდიანით. კარგი კარტია ფინანსური ტრანზაქციებისთვის და დიდი მოგებისთვის. თუმცა არ დაგავიწყდეთ, რომ რეტროგრადული მერკურის პერიოდში ახალ კონტრაქტებს თავი უნდა აარიდოთ. შემდეგი არის ხმლების ხუთიანი, სავარაუდოდ, მოშურნე გამოჩნდება. გასაკვირი არაა, რადგან შემდეგი კარტი არის თასების ცხრიანი, რომელიც დღესასწაულზე და სიუხვეზე საუბრობს. სიფრთხილე გამოიჩინეთ ფარულ არაკეთილმოსურნეებთან და დიდი პასუხისმგებლობის აღების სურვილთან. ცდუნება გაჩნდება, რომ ტრიუმფის ფონზე მეტი პასუხისმგებლობა აიღოთ, მაგრამ ამის გაკეთება არ ღირს.

კირჩხიბისთვის კვერთხების ოთხიანის სახით სიურპრიზი გვაქვს. კარგი დროა ახალი უძრავი ქონების დასათვალიერებლად, მაგრამ შეძენა არ იჩქაროთ – აპრილის ბოლომდე მოიცადეთ. იეროფანტი, შემდეგი კარტი, განიშნებთ, რომ კარგი იქნება ბრძენ ხალხს რჩევა ჰკითხოთ. კვერთხების რვიანი გადაწყვეტილების მიღებისკენ მოგიწოდებთ და ეს კარგია, რადგან კირჩხიბს წინ ელის თასების ტუზი, ბედის საჩუქარი, რომელზეც მხოლოდ ოცნება შეიძლება. ბევრი შესაძლებლობა, კარგი ამბები, მაგრამ ბევრი სიჩქარე. კირჩხიბმა სიმკვირცხლე უნდა გამოიჩინოს, რომ ბედის ყველა საჩუქარი შეაგროვოს.

აპრილის ტაროს პროგნოზი: ლომი და ქალწული

ლომთან პირველი ამოვიდა პენტაკლების რაინდი, რაც ნიშნავს, რომ ფინანსურ სფეროში ყველაფერი კარგად იქნება. მას მოსდევს თასების ცხრიანი და თასების ათიანი, რაც ნიშნავს, რომ ლომს აპრილში სატრაბახო ექნება. ჯანმრთელობის მხრივ საფრთხე მოსალოდნელია, საავადმყოფოში შეიძლება მოხვდეთ ან იძულებით დასვენების აღება მოგიწიოთ. თუმცა ეს ვერ შეგაჩერებთ ახალი წამოწყების გზაზე, განსაკუთრებით სიყვარულში. შემდეგი კარტები არის შეყვარებულის კარტი და კვერთხების პრინცესა – ელოდეთ სასიამოვნო შეხვედრას ან მომგებიან გარიგებას.

ქალწულს ორაზროვანი და მრავალფეროვანი თვე ელოდება. პროგნოზს ხსნის კვერთხების ცხრიანი, ანუ ვიღაცამ საკუთარ თავზე ბევრი აიღო. დიდი დატვირთვა, ბევრი საქმე და მოვალეობები გელით. ამასთან, ამას მხარს უჭერს მზის კარტი, რომელიც ნიშნავს, რომ ქალწული ისწრაფვის დიდებისა და გარღვევისკენ. არანაკლებ მნიშვნელოვანია უმაღლესი ქურუმის გავლენა, რომელსაც შეუძლია ქალწულს გაუგზავნოს წინასწარმეტყველური სიზმარი ან რაიმე საიდუმლოს გამხელა. იეროფანტის კარტი გირჩევთ, ჭკვიან ხალხს მოუსმინოთ.

აპრილის ტაროს პროგნოზი სასწორისა და მორიელისთვის

თუ აპრილში სანახაობრივ გამოჩენაზე ვსაუბრობთ, მაშინ ეს იქნება სასწორი. ამ ნიშნის წარმომადგენლები თვეს გახსნიან ვარსკვლავის კარტით, სურვილების ასრულების კარტით. სასწორს წინ ელის კვერთხების სამიანი და ბედის ბორბალი, რაც ნიშნავს, დროა მოემზადოთ გზისთვის და ბედის საცდელად. ფულზე არ იდარდოთ, მასზე იზრუნებს პენტაკლების რაინდი, პენტაკლების ცხრიანი და პენტაკლების მეფე. აპრილში ბედი ნამდვილად გაგიღიმებთ. აქვეა მზის კარტი, ეტლი და უმაღლესი ქურუმიც, რომელიც კარგ ინტუიციას გაჩუქებთ. წარმატება კუდით დაიჭირეთ და გადაეშვით თავგადასავლებში, მოგზაურობასა და საკუთარი თავის ძიებაში.

მორიელისთვის აპრილი იწყება ხმლების პაჟით – დროა ისწავლოთ რაიმე ახალი ან დაელოდოთ მნიშვნელოვან სიახლეებს. ცხოვრება სავსე იქნება მნიშვნელოვანი წვრილმანებით, რომელთაც უნდა დაუთმოთ განსაკუთრებული ყურადღება – მომავალში ეს დიდ როლს ითამაშებს. არ დაგეზაროთ რამდენიმე საკონტროლო ზარის განხორციელება, დამატებითი ინფორმაციის გაგება, მოკვლევა. ფიზიკურ და მენტალურ ჯანმრთელობას ყურადღება მიაქციეთ, ამის შესახებ თასების ოთხიანი გაფრთხილებთ.

უნდა ითქვას, რომ მორიელს აპრილში ვერ შეაჩერებთ: ბევრი ფიქრი, ბევრი შრომატევადი საქმე, მაგრამ თასების ათიანით ყველაფერი ანაზღაურდება. ემოციური კმაყოფილება ნანატრ შვებას მოგიტანთ და ძალას მოგცემთ ახალი გზის დასაწყებად. მიზნები და პრიორიტეტები შეიცვლება, ახალი გზა და ახალი მიღწევები გამოჩნდება. მორიელი პენტაკლების მეფის და კვერთხების მეფის მხარდაჭერას მოიპოვებს. ბოლო კარტი არის თასების ტუზი! სიუხვე და ჯილდო შრომისთვის, უკეთესს ვერაფერს ისურვებთ.

ტაროს პროგნოზი მშვილდოსნისა და თხის რქისთვის

მზის კარტი აპრილის კარგი დასაწყისია მშვილდოსნისთვის. ეს ნიშნავს, რომ დასაწყისი იქნება კაშკაშა და ტრიუმფალური. ამას ადასტურებს კვერთხების ტუზი და კვერთხების ექვსიანი, რომელიც ძალის, გამარჯვების და თავდაჯერებულობის სიმბოლოა. აპრილი სავსე იქნება დღესასწაულებითა და საჩუქრებით, რასაც მოწმობს თასების სამიანი, თასების ცხრიანი და თასების ორიანი. ანჯელა პერლი გირჩევთ, ხარჯს მოერიდოთ, რადგან კარტის გაშლისას გამოჩნდა პენტაკლების ოთხიანი. ის გაფრთხილებთ, რომ თავბრუდამხვევ წარმატებას ოდნავ დაჩრდილავს ძველი კონფლიქტის მოგვარება, რომელიც ზიანის მომტანი შეიძლება იყოს.

თხის რქას ძალიან გაწონასწორებული თვე ელის, სტაბილურობით და ცვლილებებით სავსე. რხევა მოუწევს, მაგრამ ზოგადი კურსი უცვლელია. სტაბილურობაა ფინანსებში და თვითგანვითარებაში, ამას მოწმობს ბრძენის კარტი და პენტაკლების ოთხიანი. რაღაც მომენტში თხის რქა თავს იგრძნობს მოვალეობებით შებოჭილად (ხმლების რვიანი). შემდეგი კარტი, ბედის ბორბალი ამბობს, რომ არ უნდა შეგეშინდეთ, რისკი გამართლებული იქნება.

2024 წლის აპრილის ტაროს პროგნოზი მერწყულისა და თევზებისთვის

მერწყულისთვის აპრილი რთულად დაიწყება, შეჯიბრებით და მცირე კონფლიქტებით. ამოვიდა პენტაკლების ხუთიანი, საკუთარი თავის შებრალების კარტი. არ იდარდოთ, რადგან შემდეგ მოდის თასების პაჟი და ბედის ბორბალი. ეს ნიშნავს, რომ შანსი გაქვთ მიიღოთ ბევრი სიხარული, თუ თავს ახალ საქმეში გამოცდით. ახლობლებს რჩევა ჰკითხეთ, ამას სიბრძნის კარტი გირჩევთ. ფინანსურად ყველაფერი სტაბილურადაა, ბევრი პენტაკლი ამოვიდა. ასევე ამოვიდა ეშმაკის კარტი, ამიტომ საკუთარ ცდუნებებს დააკვირდით და არ აჰყვეთ.

თევზების გაშლაში ერთდროულად ორი ძლიერი კარტი ამოვიდა, ეტლი და იმპერატორი. ეს შეიძლება იყოს სიგნალი, რომელიც მოგიწოდებთ საკუთარი ცხოვრება მართოთ და ინიციატივა გამოიჩინოთ. თასების რაინდი კარიერაში და ურთიერთობაში გაკურთხებთ. ასევე თევზებს ელოდება ფინანსური წვიმა, ფინანსური მოსავლის აღება. გარდა ამისა, ამოვიდა სიუხვის თასი, ერთ–ერთი საუკეთესო კარტი. ასე რომ, მესიჯი თევზებისთვის: თუ ცხოვრებაზე კონტროლს საკუთარ ხელში აიღებთ და თავად გადაწყვეტთ თქვენს ბედს, იღბალი უხვი საჩუქრებით დაგაჯილდოებთ.

2024 წლის აპრილის ტაროს პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის ძალიან პოზიტიური და პერსპექტიული აღმოჩნდა. მასში ბევრი სასიამოვნო რჩევა და სიურპრიზია, რომლის შესახებ წინასწარ ცოდნა ღირს. ვიმედოვნებთ, ეს ანალიზი თქვენთვის სასარგებლო აღმოჩნდა.