2024 წლის აპრილი უამრავ მოვლენას და რამდენიმე რთულ ასტროლოგიურ მოვლენას გვპირდება. ამიტომ გირჩევთ იყოთ სრულ მზადყოფნაში.
აპრილი უკვე დადგა, მაგრამ არასდროს არის გვიან იმის გარკვევა, თუ რა გველოდება ამ თვეში. მიუხედავად იმისა, რომ ასტროლოგები გვამშვიდებენ და ამბობენ, რომ არ უნდა გვეშინოდეს რეტროგრადული მერკურის და მზის დაბნელებისა, ეს ფენომენი მაინც მოქმედებს ჩვენზე (ზოგჯერ არა ყველაზე პოზიტიურად). ამიტომ, უმჯობესია იხელმძღვანელოთ წესით: გაფრთხილებული ხარ, ესე იგი – შეიარაღებული.
Vogue-მა 2024 წლის აპრილის პროგნოზი გააზიარა ყველა ზოდიაქოს ნიშნისთვის. მისი წაკითხვის შემდეგ გაიგებთ, თუ რა გამოწვევებს გიმზადებთ ეს თვე და რა საშუალება დაგეხმარებათ მათ დაძლევაში.
ვერძი
ერთადერთი, რაც ახლა ვერძის ცხოვრებაში ნეგატივის წყაროა, საქმეების დაუსრულებელი სიაა. დაუთმეთ ერთი წუთი თქვენი განრიგის გაანალიზებას (უფრო სწორად, მნიშვნელოვანი მოვლენებისა და აქტივობების გაუთავებელი ნაკადის). ამ თვის განმავლობაში დელეგირების უნარი გამოგადგებათ. მიუხედავად იმისა, რომ გაზაფხულის დადგომა ბევრ გარღვევის მომენტს მოიტანს, რომ აღარაფერი ვთქვათ დიდებაზე, წარმატებასა და აღიარებაზე, მას შეუძლია სირთულეები შემოიტანოს თქვენს პროფესიულ ცხოვრებაში.
სიძლიერის კრისტალი: პირიტი ცნობილია არა მხოლოდ სიმდიდრის მოტანის უნარით. ის დაგეხმარებათ გახდეთ უფრო ორგანიზებული.
კურო
კურო თავისი ცხოვრების ისტორიის მთავარი გმირია. აქედან გამომდინარე, არ დაგავიწყდეთ, რომ სათანადოდ მოიქცეთ: ჩაიცვით სათანადოდ, ნუ მოერიდებით ყურადღების ცენტრში ყოფნას. სამყარო მზად არის თქვენთვის წითელი ხალიჩის გასაშლელად. თუმცა, ამავდროულად, ნიშნის წარმომადგენლებს შეიძლება გაურკვევლობა და იმის განცდა აწუხებდეს, რომ უნდა მიაღწიოს გარკვეულ დანიშნულების ადგილის, მაგრამ წარმოდგენა არ აქვთ საით იმოძრაონ. კურო აუცილებლად იგრძნობს, როცა მათთან ამის გაგება მოვა.
სიძლიერის კრისტალი: კვამლისფერი კვარცი დაგეხმარებათ დაამიწოთ თქვენი ენერგია და საშუალებას მოგცემთ, რომ იყოთ აქ და ახლა.
ტყუპები
ახლა ტყუპები იმკიან თავიანთი წარსული შრომის ნაყოფს და თესავენ კეთილდღეობის თესლს მომავლისთვის. 2024 წლის აპრილი მოგიტანთ დიდებასა და აღიარებას. ნიშნის ზოგიერთმა წარმომადგენელმა შესაძლოა მალე რაიმე სახის ჯილდოც კი მიიღოს. რაც შეეხება სიყვარულს და რომანტიკას, ელოდეთ სასიამოვნო სიურპრიზებს. შესაძლოა, თქვენმა პარტნიორმა ერთად ცხოვრება შემოგთავაზოთ.
სიძლიერის კრისტალი: ჟადეიტი კიდევ უფრო მეტ იღბალს შემოიტანს თქვენს ცხოვრებაში.
კირჩხიბი
აპრილში კირჩხიბებს მოულოდნელი დამშვიდობება და ბედის მოულოდნელი შემობრუნება ელით. ამ თვეში ნიშნის წარმომადგენლებისთვის მარტივი არ იქნება ცვლილებებში ორიენტირება, მაგრამ ეს არის ზუსტად ის, რაც მათ სჭირდებათ სრულიად ახალი რეალობის ასაშენებლად. ასტროლოგი კირჩხიბებს ურჩევს, პაემანზე მოიწვიონ საკუთარი თავი, ჩაიცვან საუკეთესო ტანსაცმელი, იყიდონ ყვავილები და აღნიშნონ აწმყოს სიხარული და სილამაზე. პროფესიულ ცხოვრებაშიც ყველაფერი სინათლით უნდა იყოს აღსავსე. ქაოსში წესრიგის პოვნა მოგცემთ გამბედაობას, რომელიც გჭირდებათ ახალი შესაძლებლობების გამოსაყენებლად და თქვენი ჰორიზონტის გაფართოებისთვის.
სიძლიერის კრისტალი: შავი ტურმალინი, რომელიც დაგეხმარებათ ცხოვრებისეული სირთულეების დაძლევაში და ნეგატივის ოქროდ გადაქცევაში.
ლომი
მთელი თვის განმავლობაში ლომები კარგ ხასიათზე იქნებიან და პოზიტივს გამოასხივებენ. თუმცა, ამ ენერგიამ შეიძლება გამოიწვიოს ზოგიერთი ადამიანი და ეს კარგია. ნუ მისცემთ უფლებას მათ, რომ ხელი შეუშალონ თქვენს ბრწყინვალებას, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე ეხება თქვენს შემოქმედებით და პროფესიულ ცხოვრებას. თუმცა, ლომები ახლა გამოცდის პერიოდში შედიან. დროა პრიორიტეტულად განსაზღვროთ ის, რაც ნამდვილად მნიშვნელოვანია.
სიძლიერის კრისტალი: მზის ქვა ან ციტრინი – იდეალურად შეეფერება თქვენს პიროვნებას.
ქალწული
ქალწულები აპრილში თავიანთ საუკეთესო ცხოვრებას შექმნიან. ხშირად გაიხსენეთ ბესტსელერების ავტორის ჯოზეფ მერფის სიტყვები: „უბრალოდ დაიმახსოვრეთ: ნებისმიერი წინსვლა იწყება თქვენით. თუ გულწრფელად გჯერათ, რომ შეგიძლიათ გახდეთ ის, ვინც გინდათ იყოთ, მაშინ ეს აუცილებლად ახდება“. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ყველა მოვლენა, რომელიც მოხდება, იქნება მხოლოდ პოზიტიური. შეიძლება გაურკვევლობა იგრძნოთ. ამ წუთებში, დინების საწინააღმდეგოდ ცურვის ნაცვლად, დანებდით მას. დაისახეთ განზრახვა, რომ იპოვოთ თქვენთვის საჭირო პასუხები.
სიძლიერის კრისტალი: იმედიტირეთ ჰიმალაის კვარცით.
სასწორი
თქვენ ნამდვილად გრძნობთ, რომ ის, რაც ახლა ხდება, ბედისწერით არის განსაზღვრული. ამ მომენტისთვის სასწორმა შეიძლება იგრძნოს, რომ საბოლოოდ შეხვდა თავის პარტნიორს. მაგრამ მნიშვნელოვანია ზრუნვა, არა მხოლოდ სხვა ადამიანთან ურთიერთობაზე. თქვენ ასევე უნდა ისწავლოთ, რომ იყოთ საკუთარი თავი. ისეთი აქტივობები, როგორიცაა დღიურის წარმოება და მედიტაცია, ნამდვილად მისასალმებელია, როგორც თქვენი ცნობიერების გაღრმავების გზები.
სიძლიერის კრისტალი: ვარდისფერი კვარცი გარანტიას გაძლევთ, რომ სასიყვარულო საქმეებში არ იქნებით გაურკვეველი და სწორად დაადგენთ პრიორიტეტებს.
მორიელი
თქვენი შემოქმედებითი პოტენციალის გამოვლენა მნიშვნელოვანი თემა იქნება უახლოეს კვირებში. მორიელებმა უნდა გააფართოვონ გონება და ცნობიერება, დაუშვან თავიანთ ცხოვრებაში მცირე სიგიჟე და ქაოსი. ზოგიერთი თქვენგანი შესაძლოა ოჯახის შექმნაზე დაფიქრდეს ან დაუძლეველი სურვილი გაუჩნდეს სახლში ბეწვიანი მეგობრის მოყვანისა. ნუ ებრძვით ამ იმპულსებს – იმოქმედეთ საკუთარი გულის კარნახით.
სიძლიერის კრისტალი: ფერადი მთვარის ქვა გამოავლენს თქვენს შემოქმედებით პოტენციალს.
მშვილდოსანი
აპრილში მშვილდოსანმა ერთი რამ უნდა გააცნობიეროს: ყველაფერი, რაც ახლა ხდება მათ ცხოვრებაში, აუცილებლად მათ სასიკეთოდ იქნება. ეს თვე გთავაზობთ შესანიშნავ შესაძლებლობას, უკეთ გაიცნოთ საკუთარი თავი. დაიპკურეთ თქვენი საყვარელი სუნამო, წადით პაემანზე და დაუთმეთ დრო სიამოვნებებს, რომლებსაც სიხარული მოაქვთ თქვენს ცხოვრებაში.
სიძლიერის კრისტალი: ყვითელი კალციტი მოგცემთ შესაძლებლობას დააჭიროთ გადატვირთვის ღილაკს მოძველებულ რწმენაზე.
თხის რქა
თხის რქებს მოუწევთ დისკომფორტის დაძლევა, იმის გაცნობიერებით, რომ ყველაფერი საბოლოოდ მათი სასიკეთოდ ხდება. გახსოვდეთ, დასასრული ყოველთვის არ უნდა იყოს მწარე. აპრილში ნიშნის წარმომადგენლები შიდა სამუშაოს შეასრულებენ. იცოდეთ, რომ საკუთარ თავში ჩაკეტვა – ნორმალურია. ნუ შეგეშინდებათ საკუთარ სიცარიელეში ჩაძირვის. შენი ახალი „მე“ ელოდება ძველი „მე“-ს ფერფლიდან დაბადებას.
სიძლიერის კრისტალი: თუ თქვენ ქმნით ახალ რეალობას საკუთარი თავისთვის, იმედიტირეთ სუფთა კვარცით.
მერწყული
ამ თვეში თქვენ იზეიმებთ თქვენს პირად მეტამორფოზებს. თავისუფლად იზეიმეთ, რამდენად შორს წახვედით მას შემდეგ, რაც პირველად დაიწყეთ მოგზაურობა საკუთარი მთლიანობისკენ.
სიძლიერის კრისტალი: სერდოლიკი დაგეხმარებათ სწორად წარმართოთ თქვენი შინაგანი ენერგია.
თევზები
დროა გადადოთ შესასრულებელი საქმეების სია, დააჭიროთ პაუზის ღილაკს და გადახვიდეთ უფრო მაღალ სიხშირეზე. ამ ცრუ კონტროლის გრძნობისგან გათავისუფლებით, თევზები მოიპოვებენ სიმსუბუქის გრძნობას და ენერგიას, სადაც არ უნდა იყვნენ. რა თქმა უნდა, ეს არ ნიშნავს, რომ თქვენ უნდა შეწყვიტოთ თქვენი მიზნების განხორციელება ან შეწყვიტოთ მუშაობა თქვენს ურთიერთობებზე.
სიძლიერის კრისტალი: წითელი იასპი დაგეხმარებათ სირთულეების გადალახვაში, შინაგანი ცვლილებების დროს.