ძლიერი ლოცვა ბოროტების წინააღმდეგ, რომელიც სახლიდან განდევნის ყველაფერ ცუდს

0
6299

სახლის დაცვა ბოროტებისა და ნეგატივისგან ყოველთვის აქტუალურია. ყველას სურს, სახლში დაბრუნებისას იგრძნოს უსაფრთხოება და სიმშვიდე. რომ იყოს ჰარმონია, მშვიდი საუბრები ფინჯან ყავაზე ან ჩაიზე. პაპარაცი გიამბობთ, რა ძლიერი ლოცვა დაგეხმარებათ დაიცვათ სახლი ბოროტებისგან.

„თეატრი გარდერობიდან იწყება“, სახლი კი ტუალეტიდან. უცნაურად ჟღერს, მაგრამ ეს ოთახი მთავარია სახლში. სააბაზანო ოთახში შეხედვა საკმარისია იმის გასაგებად, როგორი დიასახლისი ცხოვრობს ამ სახლში. დალაგების დროს ამ ოთახს განსაკუთრებულ ყურადღებას ტყუილად არ აქცევენ. არა მხოლოდ უნიტაზის რგოლში ბაქტერიების დიდი რაოდენობის გამო. სუფთა, ნათელი სააბაზანო ოთახი სახლში მშვიდ და მეგობრულ ატმოსფეროზე საუბრობს. ავზიდან მჟონავი წყალი ან ჭუჭყი სახლის მფლობელს დიდი თანხის გამომუშავების საშუალებას არ მისცემს.

ძლიერი ლოცვა ბოროტების წინააღმდეგ

თუ სააბაზანო ოთახში ობობას ქსელია, მასში აუცილებლად დაგროვდება ნეგატივი და ავი თვალი. ნეგატიური ენერგიის თავიდან ასაცილებლად, სააბაზანო ოთახი კარგად დაალაგეთ. თუ გრძნობთ, რომ ბოროტებამ დაისადგურა თქვენს სახლში, მარტივი რიტუალი დაგეხმარებათ. მთელ სახლს ნეგატიური ენერგიისგან, ავი თვალისა და ცუდი ფიქრებისგან გაწმენდს. ამის შემდეგ სააბაზანო ოთახში იგრძნობთ არა მხოლოდ ფიზიკურ, არამედ მორალურ, ემოციურ შვებას.

როგორც აღვნიშნეთ, ხშირად მთელი ნეგატივი სააბაზანო ოთახში გროვდება. სწორედ ამიტომ, აქ შეასრულეთ რიტუალი, რომ მთელი სახლის ან ბინის სივრცე ნეგატიური გავლენისგან გაწმინდოთ. აიღეთ ლიმონი მაცივრიდან და ნაჭრებად დაჭერით. აიღეთ პატარა ჭურჭელი, რომლის გადაგდებაც არ დაგენანებათ. ერთჯერადი თეფში, ქაღალდის ფურცელი ან პლასტმასის თავსახური შეიძლება იყოს. ლიმნის ნაჭერი ჭურჭელზე მოათავსეთ და სააბაზანო ოთახში შეიტანეთ. მოფარებულ ადგილას შეინახეთ – უნიტაზის ქვეშ ან ოთახის კუთხეში.

მარტივი რიტუალი ნეგატივის და გათვალვის წინააღმდეგ

ლიმონს ზემოდან მოაყარეთ მწიკვი მარილი და თან თქვით: „ბოროტი სულისგან, ავი თვალისგან, ჯადოქრობისგან და გათვალვისგან, ყველა უწმინდური ჩემს სახლს ტოვებს!“ ჭურჭელი ლიმნით სააბაზანო ოთახში დატოვეთ რამდენიმე დღით. მარილი ბინაში დაგროვებულ მთელ ნეგატივს მიიზიდავს. ლიმონი არა მხოლოდ მის მოშორებაში დაგეხმარებათ, არამედ ოთახს სასიამოვნო არომატს შესძენს და უსიამოვნო სუნებს გააქრობს. 2–3 დღის შემდეგ ჭურჭელი ლიმონთან ერთად გადააგდეთ. ამ დროში ლიმონი უკვე გახმებოდა. გადაყრისას რიტუალის სიტყვები გაიმეორეთ.

პროცედურა პერიოდულად შეგიძლიათ გაიმეოროთ. ასე სახლში ყოველთვის იქნება სისუფთავე და კარგი ატმოსფერო. სიმარტივის მიუხედავად, რიტუალს ძალიან ძლიერი ენერგეტიკა აქვს და სახლს მთელ ნეგატივს აშორებს. თუ გრძნობთ, ერთი პროცედურა საკმარისი არაა მთელი ნეგატივის გასაქრობად, რიტუალი გაიმეორეთ მაშინვე, როგორც კი ძველ ლიმონს გადააგდებთ. ასე ნეგატივს დაფუძნებაში და გავრცელებაში ხელს შეუშლით. თან მიიღებთ ბიუჯეტურ და ნატურალურ ჰაერის გამწმენდს სააბაზანო ოთახში.

ასეთი მარტივი მეთოდები დიდ დადებით მუხტს შეიცავს. მათი შესრულება რთული არაა, ზოგჯერ სასიამოვნოც არის.