აპრილის ჰოროსკოპი ზოდიაქოს ნიშნებისთვის, ანჯელა პერლმა გაგვაოცა ახალი პროგნოზით

0
4916

თუ ასტროლოგიის გვჯერა, მხოლოდ ასეთი! ანჯელა პერლმა მოგვიმზადა აპრილის ჰოროსკოპი ზოდიაქოს ნიშნებისთვის, რომელიც ფოკუსირებულია პლანეტების უნიკალურ პოზიციებზე გაზაფხულის სეზონზე. ეს მომზადება შემთხვევითი არაა: 8 აპრილს მზის დაბნელება იქნება რეტროგრადული მერკურის ფონზე. ძლიერი კომბინაცია ყველას შეარყევს, მაგრამ პოზიტიურად შეხედეთ. გთავაზობთ ანჯელა პერლის ვარსკვლავების განხილვას – 2024 წლის აპრილის ჰოროსკოპი.

ტაროლოგი და ასტროლოგი ირწმუნება: მზის დაბნელება კარგი ნიშანია და არა ცუდი. როგორც წესი, ის სწორ გზაზე და სწორი გადაწყვეტილებებისკენ გვიბიძგებს. თუ ბედს ძლიერ შეეწინააღმდეგებით, რა თქმა უნდა, ცვლილებები მტკივნეული იქნება. სამყარომ ყოველთვის იცის, რა არის უკეთესი, ამიტომ დაბნელება არასდროს არის საზიანო, მხოლოდ სასიკეთო. ვნახოთ, რა მოგვიმზადა ბედმა აპრილში ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით.

რას ხედავს ანჯელა პერლი უახლეს მომავალში: 2024 წლის აპრილის ჰოროსკოპი

ვერძი და კურო

ანჯელა პერლი ყველა ვერძს დაბადების დღეს ულოცავს და ახსენებს, რომ წელს დაბნელების გავლენის ქვეშ არიან. დაბნელება პირველ სახლში ამბობს, რომ ცხოვრების რაღაც ამბავი ნულიდან დაიწყება. ეს შეეხება ურთიერთობის, სამუშაოს და თვითშემეცნების სფეროებს. შეგვიძლია ვთქვათ, რომ აპრილში ვერძის ბედი ახალ მიმართულებას მიიღებს. პირველი სახლი არის ცხოვრებისეული გეგმები, საქმის დაწყება და მიზნები. აქედან რაღაც მალე შეიცვლება.

ვერძის პროგნოზში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ფინანსების სექტორს მზის, ურანის და იუპიტერის კარგი კომბინაციის გამო. ამ ნიშანში ანჯელა პერლი ფინანსურ შესაძლებლობას ხედავს. შეიძლება გამოჩნდეს სამსახურის შეთავაზება ან სასიამოვნო გარემო, რომელიც კარგ ფულს მოგიტანთ. ზოგადად, ვერძი აპრილში მომგებიან პოზიციაში იქნება, განსაკუთრებით მატერიალური თვალსაზრისით.

აპრილში დაბადებული კუროსთვის დაბნელება საკმაოდ ძლიერ გამოვლინდება, ის მე–12 სახლში მოხდება. ეს სახლი პასუხისმგებელია ცხოვრების იმ სფეროზე, რომელზეც საუბარი კუროს არ უყვარს: შემოსავლის საიდუმლო წყარო, საიდუმლო ურთიერთობები, საიდუმლო გატაცება. აპრილი გახდება თვე, როდესაც კუროს მოუნდება გადახედოს საკუთარ დამოკიდებულებას თავისი ამ საიდუმლო ნაწილის მიმართ, მოაწესრიგოს „კარადა“.

დაბნელება კუროსთვის შეიძლება ნიშნავდეს ახალი ცხოვრების დაწყებას: შვილების დაბადება, მემკვიდრეობის მიღება ან ცხოვრების ნულიდან დაწყება ახალ ქვეყანაში. ბედი კუროს შანსს მისცემს, ყველაფერი რადიკალურად შეცვალოს. ჰორიზონტზე შეიძლება გამოჩნდეს ახალი სიყვარული, მაგრამ გახსოვდეთ, რეტროგრადული მერკურის პერიოდში დაწყებული ურთიერთობები ძალიან არასანდოა.

ტყუპები და კირჩხიბი

ძვირფასო ტყუპები, მერკური თქვენი პლანეტაა! აპრილში ის რეტროგრადული ხდება. ამან ოცნებები და მისწრაფებები კარდინალურად შეიძლება შეიცვალოს. რაც მთავარია, ტყუპებს დაუბრუნდება ძველი მეგობრები. ეს შეიძლება იყოს შეხვედრა კლასელებთან, ძველ მეზობლებთან ან მათთან, ვისი ნახვის იმედიც აღარ გაქვთ. ვარსკვლავები პროგნოზირებენ სხვა ადამიანებთან მჭიდრო თანამშრომლობას. ტყუპები ახალი კომპანიის ნაწილი გახდება. აპრილში ინტუიცია გაძლიერდება. ყურადღებით მოუსმინეთ, რას ამბობს თქვენი გული და ბედისგან სასიამოვნო საჩუქრებს მიიღებთ.

კირჩხიბისთვის აპრილი დატვირთული იქნება. დაბნელება მოიტანს ბიზნესში ცვლილებას, დიდი ალბათობით, კარგად შესრულებული სამუშაოსთვის ჯილდოს მიიღებთ. შუა თვეში ახალ ამბავს მიიღებთ შორიდან, შორეული ნათესავისგან ან საზღვარგარეთიდან. სავარაუდოდ, ამ პერიოდში ღირსეულად დააფასებენ თქვენ მიერ გაღებულ შრომას არა მხოლოდ სამსახურში, არამედ ურთიერთობებშიც. მზე კირჩხიბს მომგებიანად გაანათებს, მის რეპუტაციას და სტატუსს გაზრდის.

ლომი და ქალწული

ლომი აპრილის რეტროგრადულ მერკურს მე–9 სახლში დახვდება. მე–9 სახლი მოგზაურობას და მივლინებას უკავშირდება. ასევე პასუხისმგებელია ჰორიზონტის გაფართოებაზე და სხვა მენტალიტეტების შესწავლაზე. თუ დაგეგმილი გაქვთ შვებულება ან ხანმოკლე მოგზაურობა, აპრილი იდეალური პერიოდია. თუმცა აუცილებლად გაითვალისწინეთ რეტროგრადული მერკურის გავლენა, რადგან მას უყვარს კარტის არევა. გადაამოწმეთ ყველა ინფორმაცია ბილეთებზე: სახელიდან გამგზავრების თარიღამდე.

ასევე ლომისთვის აქტუალურია დოკუმენტებთან მუშაობა: მერკური ხელს უწყობს საბუთების მოწესრიგებას. ბიზნესის სფეროშიც სასარგებლოა. უკეთესია, თუ სასარგებლოს სასიამოვნოსთან გააერთიანებთ, მაგალითად, მივლინება და დასვენება ერთად.

ქალწულს აპრილში ფინანსური პრობლემები ელის: ეს შეიძლება იყოს მისი ან მეუღლის შემოსავლის ან ბიზნეს პარტნიორებთან მოგების გადახედვა. ამაზე პასუხისმგებელია მე–8 სახლი და ძალიან კარგია, რომ ვენერა აქ იპოვის ქალწულს. საკმაოდ რთული სექტორია, მოულოდნელობებით და სიურპრიზებით სავსე. ვენერა კი ამ არაპროგნოზირებადობას პოზიტიურ შეფერილობას აძლევს. ანჯელა პერლის თქმით, აპრილში ზოგიერთი ქალწული ფსიქოლოგიურად ხელახლა დაიბადება. თერაპევტთან ან ტაროლოგთან ვიზიტი მისასალმებელია.

სასწორი და მორიელი

სასწორს აპრილში ხალხი დაუბრუნდება: ყოფილი თანამშრომლები, დაქირავებული მუშები, ყოფილი მეგობრები და ყოფილი შეყვარებულები. მე–7 სახლი, რომელშიც გაივლის რეტროგრადული მერკური და მზის დაბნელება, ხალხთან ურთიერთობაზე პასუხისმგებელია. სასწორი უნდა მოემზადოს ძველ კონტაქტებთან კავშირის გასაახლებლად.

აპრილში სასწორთან მოდის მისი მფარველი პლანეტა, ვენერა, რომელიც პასუხისმგებელია სილამაზეზე, სიუხვეზე და თავდადებაზე. შეიძლება ითქვას, რომ სასწორი გაზაფხულზე თავს საოცრად ენერგიულად იგრძნობს. ოღონდ თაყვანისმცემლების მოშორება უნდა მოასწროთ. დიდი ალბათობით, ძველი ურთიერთობა განახლდება. მოსალოდნელია ოჯახური ურთიერთობების განახლება, განსაკუთრებით მამასთან ან მამაკაცთან, რომელსაც თქვენს თვალში ავტორიტეტი აქვს.

მორიელს რეტროგრადულმა მერკურმა მოუმზადა მცირე ცვლილებები გრაფიკში. საქმე იმაშია, რომ ის გაივლის ჰოროსკოპის მე–6 სახლს, რომელიც პასუხისმგებელია რუტინაზე, დღის წესრიგზე და სამსახურზე. დიდი ალბათობაა, რომ აპრილში მორიელს მოუნდება ცხოვრების გაუმჯობესება. ძველი საქმის დაბრუნება, სახლში რაიმეს შეკეთება და დაუმთავრებელი საქმის დასრულება.

მორიელს ელის დაბნეულობის ტალღა: ესაა ახალი შეხვედრები, სასიამოვნო ნაცნობები და პარტნიორთან ურთიერთობის გარკვევა (აუცილებელი არაა, ცუდი გაგებით). აპრილი ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპია სასიყვარულო ურთიერთობის გასაგრძელებლად ან შესაწყვეტად. ვენერა მე–7 სახლში რომანტიკულ გრძნობებს ხელს შეუწყობს.

მშვილდოსანი და თხის რქა

აპრილში მშვილდოსანზე ძლიერ გავლენას მოახდენს მე–5 სახლი, შემოქმედების სახლი. აქტიურდება ყველა სფერო, რომელიც მას შთააგონებს. ესაა ხელოვნება, შვილები, შემოქმედება და ცოდნა. არ ინერვიულოთ, გეყოფათ თუ არა ფული ყველა სახის სიამოვნებისთვის: აპრილში ფინანსურად კარგად იქნებით. ელოდეთ ბედის საჩუქრებს, ლატარიის ბილეთის ყიდვას შესაძლოა აზრი ჰქონდეს. კარგი დროა, ჩაუღრმავდეთ ხელოვნებას, განსაკუთრებით ძველ პროექტებს. მაგალითად, დაასრულოთ დაწყებული ნახატი, უყუროთ მხატვრულ ფილმს ან ნახოთ საინტერესო გამოფენა.

თხის რქას აპრილში საოჯახო საქმეები ელის. გამოჩნდება ბევრი საქმე სახლში, ამიტომ დროა დაიწყოთ რემონტი ან შეამოწმოთ საყოფაცხოვრებო ტექნიკა. რეტროგრადული მერკურის ენერგეტიკის მიხედვით, წარმატებული გადაწყვეტილება იქნება შპალერის გაკვრა, კარადის კარის შეკეთება ან ავეჯის გადაადგილება. რაც მთავარია, ამ თვეში ბედნიერების გარეთ მოძებნა არ მოგიწევთ. სასიამოვნო ამბებს სახლში აღმოაჩენთ.

მერწყული და თევზები

აპრილში მერწყული იქნება ძალიან კომუნიკაბელური და მიიღებს ბევრ საინტერესო ინფორმაციას სოციალური წრიდან. მერკური გაივლის მე–3 სახლს, რაც ტრანსპორტით გადაადგილებაზე გავლენას ახდენს. კარგი დროა, მანქანა დეტალურად შეამოწმოთ. გახსოვდეთ, ახალი მანქანის ან სხვა ტექნიკის ყიდვა არ ღირს. 25 აპრილს დაელოდეთ. აპრილი კარგი დროა სწავლისთვის, გამოცდების ხელახლა ჩასაბარებლად და კვალიფიკაციის ასამაღლებლად. ზოგადად, სერტიფიკატის, ლიცენზიის ან ვიზის მიღება მარტივად მოხდება.

თევზები აპრილში ფინანსურ ღერძზე იქნება. ამას მოწმობს როგორც ჰოროსკოპი, ასევე ტაროს გაშლა. მოსალოდნელია ფულის ან ფასიანი ქაღალდების ძლიერი შემოდინება. თევზები მდიდარი იქნება არა მხოლოდ მატერიალურად. სულიერ ფასეულობებს ვგულისხმობთ. რეტროგრადული მერკურის პერიოდში თევზებს რაღაც, მისთვის მნიშვნელოვანი გაახარებს და ახალი ურთიერთობის დაწყებას შთააგონებს.

ანჯელა პერლის თქმით, აპრილი 2024 წლის ყველაზე მნიშვნელოვანი თვეა, რადგან 8–ში მზის დაბნელება ათი ახალი მთვარის ტოლფასი იქნება. ბოლოს ასეთი დაბნელება მოხდა 1941 წელს და მას რეტროგრადული მერკურიც აძლიერებს. ვემზადებით ცვლილებებისთვის და ვცდილობთ გამოვიყენოთ სასიკეთოდ!