ადამიანებისთვის ენერგიის ყველაზე დიდი დანაკარგი ურთიერთობებს უკავშირდება. ზოგიერთი ურთიერთობა პოზიტიურია და განწყობას ამაღლებს. ზოგს კი – შეუძლია, ოპტიმიზმი და სიმშვიდე წაგართვათ.
ადამიანებს, რომლებიც ენერგიას აცლიან სხვა ადამიანს, ემოციურ ვამპირებს უწოდებენ.
ისინი არამხოლოდ ენერგიას გაცლიან, არამედ შეუძლიათ დაგაჯერონ, რომ მიმზიდველი არ ხართ და არაფერს იმსახურებთ. ასეთ ადამიანთან თუნდაც ხანმოკლე შეხვედრით, შეიძლება მთელი დღით გაგიფუჭდეთ განწყობა.
5 ნიშანი იმისა, რომ საქმე გაქვთ ემოციონალურ ვამპირთან:
- გრძნობთ დაღლილობას;
- თქვენი განწყობა მკვეთრად ეცემა;
- მათთან ყოფნის შემდეგ რაიმე ტკბილი ან არაჯანსაღი საკვების მირთმევის სურვილი გაქვთ;
- გრძნობთ შფოთვას, დეპრესიას ან ნეგატივს;
- დათრგუნული ხართ.
ენერგეტიკული ვამპირები არ არიან მხოლოდ კოლეგები და უცნობები. ესენი ასევე შეიძლება იყვნენ თქვენი მეგობრები ან ნათესავები.
არსებობს ენერგეტიკული ვამპირების 6 ტიპი, რომლებსაც შეუძლიათ გაართულონ ცხოვრება და გამოგაცალონ ენერგია ტუჩებზე ღიმილით.
1. ვამპირი – ნარცისი
ეს არის ენერგეტიკული ვამპირის კლასიკური მაგალითი, რომელსაც ადამიანების უმეტესობა ცდილობს თავი აარიდოს. საკუთარ თავზე შეყვარებულ ვამპირებს უყვართ საკუთარი პიროვნება, მათ არ შეუძლიათ ოდნავი თანაგრძნობის გამოვლენა სხვების მიმართ. ისინი მანიპულირებენ თავიანთი ხიბლის გამოყენებით. მათ აქვთ საკუთარი თავის მნიშვნელოვნების გრანდიოზული განცდა, ისინი იპყრობენ ყურადღებას და სწყურიათ მათით აღტაცება.
როგორ დაიცვათ თავი: შეეცადეთ არ შეიყვაროთ ასეთი ადამიანი, ნუ გაანდობთ მათ თქვენს ღრმა გრძნობებს, რადგან მათ საკუთარი თავის გარდა არავინ უყვართ.
2. ვამპირი – მსხვერპლი
ეს ვამპირები სხვებს აგრძნობინებენ თავს დამნაშავედ თავიანთი წარუმატებლობის გამო. მთელი მსოფლიო მათ წინააღმდეგაა. ამ ადამიანებს არ სურთ საკუთარ ცხოვრებაზე პასუხისმგებლობის აღება, ამიტომ თავიანთი პრობლემები სხვებზე გადააქვთ.
როგორ დაიცვათ თავი: დააწესეთ საზღვრები, არ გაებათ მათ ხაფანგში და ნუ გახდებით ის, ვინც მათ პრობლემებს მთელი დარჩენილი ცხოვრების მანძილზე მოაგვარებს. არ დაკარგოთ საათები მათი გაუთავებელი ჩივილების მოსასმენად, დაუყონებლივ აცნობეთ, რომ სასაუბროდ მხოლოდ 15 წუთი გაქვთ, შემდეგ კი სასწრაფოდ უნდა წახვიდეთ სამსახურში ან სხვა საყოფაცხოვრებო საკითხების მოსაგვარებლად.
3. ვამპირი – კონტროლიორი
ეს ადამიანები კონტროლით არიან შეპყრობილნი, ისინი ცდილობენ გაკონტროლონ და გიკარნახონ, როგორ უნდა გრძნობდეთ თავს და რა უნდა აკეთოთ. მათ საკუთარი აზრი გააჩნიათ ყველაფერზე. ისინი გაგაკონტროლებენ თქვენი ემოციების გაუფასურებით. ისინი ხშირად იწყებენ წინადადებებს სიტყვებით: „იცი, რა გჭირდება?“ საბოლოო ჯამში, თქვენ უღირსად და დამცირებულად გრძნობთ თავს.
როგორ დავიცვათ თავი: უბრალოდ უთხარით: „მე ვაფასებ შენს რჩევას, მაგრამ მე თავად უნდა გავერკვე ამ ყველაფერში“. იყავით თავდაჯერებულები.
4. ვამპირი – ყბედი
ამ ადამიანებს არ აინტერესებთ თქვენი გრძნობები. ისინი მხოლოდ საკუთარ თავზე ზრუნავენ. თქვენ შეიძლება ელოდოთ შესაძლებლობას სიტყვის სათქმელად, მაგრამ ამის საშუალება არასოდეს გეძლევათ. ისინი ხშირად ისე ახლოს მოდიან, რომ ძლივს სუნთქავთ. უკან იხევთ, მაგრამ ისინი ისევ ახლოს მოდიან.
როგორ დავიცვათ თავი: ეს ადამიანები არ რეაგირებენ არავერბალურ მინიშნებებზე. თქვენ უნდა ისაუბროთ და შეაწყვეტინოთ მათ, რაც არ უნდა რთული იყოს ეს. მოუსმინეთ რამდენიმე წუთის განმავლობაში და შემდეგ თავაზიანად უთხარით: „არ მიყვარს, როდესაც ადამიანს ვაწყვეტინებ, მაგრამ მჭირდება შეხვედრაზე წასვლა, მაღაზიაში წასვლა და ა.შ.
5. ვამპირი – დრამის მოყვარული
ამ ადამიანებს აქვთ ნიჭი, გადააქციონ პატარა ინციდენტები არასტანდარტულ დრამებად. ეს ადამიანები თავს ყველაზე კარგად გრძნობენ, როცა მათ გარშემო რაღაც ხდება. ისინი მზად არიან თავად შექმნან პრობლემები, რითაც ცდილობენ შეავსონ სიცარიელე საკუთარ ცხოვრებაში.
როგორ დავიცვათ თავი: დრამის მოყვარულები ვერ იღებენ ენერგიას სიმშვიდისგან. ეცადეთ შეინარჩუნოთ სიმშვიდე და რამდენჯერმე ღრმად ჩაისუნთქეთ. ეს დაგეხმარებათ, რომ არ ჩაერთოთ სპექტაკლში. დააწესეთ კეთილი, მაგრამ მყარი საზღვრები თქვენს ურთიერთობებში.
6. ვამპირი – კრიტიკოსი
ისინი გართმევენ ენერგიას და თავდაჯერებულობას. მათ უყვართ, რომ ირგვლივ მყოფ ადამიანებს აგრძნობინონ, რომ პატარები და თუნდაც საცოდავები არიან. ისინი უმოწყალოდ აკრიტიკებენ, განსჯიან და ამცირებენ სხვების დამსახურებებს. ისინი ყოველთვის ელოდებიან, თუ როდის დაუშვებს სხვა შეცდომას, რაც საშუალებას მისცემს მათ დაიწყონ იმის კეთება, რაც უყვართ: გაკრიტიკება.
არ დაკარგოთ საკუთარი თავის რწმენა, ნუ მიიღებთ მის ნათქვამს საკუთარ თავზე. არ დაემორჩილოთ მის კრიტიკას, უბრალოდ იპოვეთ გზა, რომ თავიდან აიცილოთ მასთან საუბარი.
ენერგეტიკულ ვამპირებს თავად იზიდავთ, რადგან მათ ქვეცნობიერად სურთ თავიანთი ფსიქიკის უფრო ღრმა პრობლემის გადაჭრა – და ისინი აღგიქვამენ თქვენ, როგორც მათი პრობლემების გადაწყვეტას.
თქვენი ურთიერთობების გასაუმჯობესებლად და ენერგიის დონის ასამაღლებლად, მეტი დრო გაატარეთ მოსიყვარულე, მზრუნველ ადამიანებთან და ისწავლეთ საზღვრების დაწესება მათთან, ვინც ენერგიას გართმევთ. ეს გააუმჯობესებს თქვენი ცხოვრების ხარისხს.