ფლირტის ტოპ 5 ტექნიკა, როგორ მოაწონოთ თავი მამაკაცს

0
43

პაემანზე წასვლისას ნუ ელით, რომ მამაკაცი გაგართობთ. არ უნდა მიხვიდეთ და იყოთ გაქვავებული სახით, თქვენი სილამაზის წარმოსაჩენად. რა თქმა უნდა, საინტერესო იქნება იმის ყურება, თუ როგორ დაამტკიცებს სიტყვით და საქმით, რომ იმსახურებს თქვენნაირი პრინცესას ყურადღებას, თუმცა, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ეს იყოს სწორი სტრატეგია.

იმაზე, თუ როგორ უნდა მოიქცეთ შეხვედრისას, რათა მოხიბლოთ ახალი ნაცნობი, საუბრობს ქოუჩი – ტატიანა შავროვა. ის არის ავტორი წიგნისა „ბედნიერება წესებით და მის გარეშე“.

ტექნიკა 1. შინაგანი ღიმილი

ეს ტექნიკა დაგეხმარებათ, რომ დაუვიწყარი შთაბეჭდილება მოახდინოთ ადამიანებზე, სადაც არ უნდა იყოთ: პაემანზე, საქმიან მოლაპარაკებებზე თუ გასაუბრებაზე. ყველას განსხვავებული განწყობა აქვს, მათ შორის არც ისე კარგი. მაგრამ თქვენ იცით, რა გამხიარულებთ.

ეს შეიძლება იყოს მხიარული მემი, საყვარელი სიმღერა ან სხვა მოგონება. ღონისძიებამდე ხუთი წუთით ადრე უნდა იფიქროთ რა გახარებთ და იუმორის მუხტი თქვენი სახის ნაკვთებში დარჩება. როდესაც შეხვედრაზე მიხვალთ, გაიღიმეთ რაც შეიძლება ფართოდ. სამეცნიერო კვლევები ადასტურებს, რომ სიცილით დამუხტული ღიმილი მიმზიდველობის 60%-ს შეადგენს.

იცოდით, რომ ყოფილი სსრკ-ს მცხოვრებლებს არ აქვთ ღიმილის კულტურა? მათ მიაჩნიათ, რომ ამისთვის აუცილებლად სჭირდებათ მიზეზი. ამით ადამიანები უარს ამბობენ ძლიერ ფსიქოლოგიურ ხრიკსა და კომუნიკაციის მნიშვნელოვან საშუალებაზე. ღია ღიმილი არის ფლირტის განუყოფელი ნაწილი და მატებს თავდაჯერებულობას.

ტექნიკა 2. რამდენიმე სასაცილო ისტორია

უმჯობესია ყოველთვის გქონდეთ მარაგში რამდენიმე საყვარელი, სასაცილო ან თუნდაც უხერხული ინციდენტი თქვენი ცხოვრებიდან – ისინი სასარგებლო იქნება თუ საჭირო გახდება, რომ სიტუაციის განმუხტვის მიზნით, შეცვალოთ თემა ან უბრალოდ გააგრძელოთ საუბარი.

იმისათვის, რომ არ ჩაუღრმავდეთ თქვენს მეხსიერებას იმ მომენტში, როცა ისინი დაგჭირდებათ, უბრალოდ გაიხსენეთ ახლავე, სანამ ამ სტრიქონებს კითხულობთ. დამიჯერეთ, ისინი დაგამახსოვრდებათ. თქვენ შეძლებთ „ამოალაგოთ“ ისინი საჭირო მომენტში, როგორც კი დაგჭირდებათ.

ტექნიკა 3. აქცენტი თმაზე

გაიხსენეთ, რომ თავზე გაქვთ თმა. იმის მიხედვით, თუ როგორი ვარცხნილობა გაქვთ, არ დაგავიწყდეთ, რომ თმაზე შეხება და თითზე დატრიალება თავისუფლებას და ბუნებრიობას მატებს. გარდა ამისა, ის თანამოსაუბრის ყურადღებას იქცევს.

ეცადეთ, რომ მოძრაობები არ იყოს აკვიატებული ან ნერვიული. მაგალითად, თმის ჩეჩვა, როდესაც ნერვიულობთ. ამ შემთხვევაში უბრალოდ გჭირდებათ ცოტა კონტროლი საკუთარ თავზე და ხელებზე.

მამაკაცისთვის არაფერია იმაზე საშინელი, ვიდრე რთული თმის ვარცხნილობის მქონე ქალი, ბევრი თმის ლაქით, რომელსაც ეშინია თავზე ხელის შეხების. ამ ტიპის თმაში თითების მოხვედრა შეუძლებელია, ამიტომ უმჯობესია გქონდეთ სუფთა თავი, მსუბუქი ვარცხნილობით.

ტექნიკა 4: სწორი მზერა

არ დამალოთ თვალები, მაგრამ გახსოვდეთ რამდენიმე მნიშვნელოვანი მომენტი. ისინი გავლენას ახდენენ ქვეცნობიერზე, უძველეს ადამიანის ტვინზე, ისე, რომ ეს თითქმის არ ფიქსირდება – მაგრამ ამავე დროს მშვენივრად მუშაობს.

ცხვირ-ტუჩის სამკუთხედის დონის დათვალიერება იძლევა სითბოს, სიახლოვის, ყურადღებიანი მოსმენისა და გაგების განცდას. ამიტომ, პირადი ფლირტისთვის, უმჯობესია გამოიყენოთ ეს კონკრეტული ტექნიკა, დროდადრო შეხედეთ თქვენს თანამოსაუბრეს ძალიან მოკლე დროით.

ნიკაპის ქვემოთ ყურება იწვევს ინტიმურ აზრებს, როცა უყურებთ თქვენს წინ მყოფი მამაკაცის კისერს, ყბას ან ღია პერანგის საყელოს. ეს გულისხმობს პოტენციურ სექსუალურ ინტერესს. ის შეიძლება გამოყენებულ იქნას ძალიან მოკლე ვარიანტში, რათა აჩვენოთ მამაკაცს, რომ დაინტერესებული ხართ. მაგრამ დიდხანს ნუ გააჩერებთ თვალებს, განსაკუთრებით კომუნიკაციის დასაწყისში.

სცადეთ მზერა მარცხენა იდაყვის მიდამოზე გადაიტანოთ, რომელიც მაგიდაზე დევს და სწრაფად შეხედეთ მამაკაცს დიაგონალურად მარჯვნივ. ეს ტექნიკა ააქტიურებს სენსორულ აღქმას მამაკაცის ტვინში და წარმოუდგენლად მიმზიდველს გხდით მის თვალში. ეს ტექნიკა თითქმის ყოველთვის მუშაობს.

ტექნიკა 5. სიყვარული ირონიით

შესანიშნავი მეთოდი, რომელიც მამაკაცს აიძულებს მაქსიმალურად ეცადოს, რომ კიდევ უფრო მეტი შთაბეჭდილება მოახდინოს თქვენზე, მხოლოდ პაემანისთვის არ არის შესაფერისი. მეთოდი ასევე კარგია რთული მოლაპარაკებების გასაადვილებლად, კაპრიზულ კლიენტთან ან ბიზნეს პარტნიორთან საერთო ენის საპოვნელად. უბრალოდ, არ გამოსცადოთ ეს ტექნიკა ქალებზე.

შეარჩიეთ თქვენი თანამოსაუბრის სხეულის ზედა ნაწილში ისეთი რამ, რაც გულწრფელად მოგწონთ და თქვენი მხედველობის არეშია. ეს შეიძლება იყოს თმის ზრდის ხაზი, პერანგის საყელო, ქაშმირის სვიტრის ნაკეცები, სახეზე ღიმილის ხაზი.

გულწრფელად და ღიად აღფრთოვანებული იყავით ამ დეტალით თქვენი შეხვედრის, საუბრის ან პაემანის დროს. კონკრეტული ადგილით და არა მთელი ადამიანით ერთდროულად.

გამოიყენეთ ეს მარტივი, მაგრამ ეფექტური მეთოდები კომუნიკაციის დროს – და ნამდვილ სასწაულს ელოდეთ. წესები შესაფერისია როგორც ფლირტისთვის, ასევე საქმიანი საუბრისთვის. ისინი დაგეხმარებიან რომანტიული ურთიერთობის წარმატებით დაწყებაში და ნებისმიერ მოლაპარაკებაში წარმატების მიღწევაში.