სხვადასხვა კერძებში სანელებლების გამოყენების ცხრილი

1446

სანელებლები და სუნელები პრაქტიკულად ნებისმიერი კერძის გემოს უკეთესობისკენ ცვლის. იმის ნაცვლად, რომ ბრინჯს მაღაზიაში ნაყიდი, მაიონეზზე დაფუძნებული სოუსი დაუმატოთ, შესაბამისი სანელებელი გამოიყენეთ. ასეთი ალტერნატივა თქვენს განწყობასა და ფიგურაზე კარგად აისახება.

საუკეთესო სანელებლები

სანელებლების ძალიან ბევრი სახეობა არსებობს. დღეს „პაპარაცი“ გიამბობთ, თუ რომელი მათგანის რომელ საკვებში გამოყენება სჯობს. ეს მინიშნებად გამოიყენეთ, როცა კერძის მომზადებას შეუდგებით.

სანელებლები, სუნელები და მათი გამოყენება

1. ანისული

მისი სამშობლო ჩინეთი და სირიაა. ჩვეულებრივ ხმელი თესლი და ფოთოლი გამოიყენება. გამოყენება: პურის გამოცხობა და ბოსტნეულის დამწნილება.

2. რეჰანი

ხმელი ან ახალი ფოთლები სოუსებსა და მწნილებში გამოიყენება. პომიდვრიანი კერძებისთვის განსაკუთებით აქტუალურია. აუცილებლად სცადეთ ქათმის ვერმიშელის მომზადება არაჟნის სოუსით და რეჰანით.

3. მიხაკი

ცხარე და ტკბილი გემოს მქონე. ტროპიკული მიხაკის ხის კვირტები მთელი ან დაქუცმაცებული სახით გამოიყენება. ხშირად ნამცხვრების ცომს, ასევე მოთუშულ ხორცს და ლორს უმატებენ. ეს უჩვეულო სუნელი ინდონეზიიდან შემოვიდა.

4. ბაჰარი

ეს პატარა ზომის ყავისფერი კენკრა სურნელით დარიჩინის, მიხაკის და მუსკატის კაკალის კომბინაციას ჰგავს. ბაჰარი როგორც ტკბილ კერძებში, როგორიცაა პუდინგი და ნამცხვარი, ასევე მოთუშულ ხორცში გამოიყენება.

5. მწვანე ხახვი

ხმელი სახით თევზის წვნიანებსა და სოუსებს უმატებენ. აი, ახალი კი სალათებისთვის იდეალურია, განსაკუთრებით თუ სალათში კვერცხი და ყველი შედის.

6. მდოგვის მარცვლები

მდოგვის მარცვლები ხორცის გემოს ხაზს უსვამს. ასევე სოუსების და მწნილების მოსამზადებლად გამოიყენება. ერთ-ერთი საუკეთესო კერძი ასეთ მწნილში – ქაშაყი მდოგვით.

7. კოჭა

ღია ყავისფერი ფესვი აზიურ სამზარეულოში, ასევე დესერტების და მწნილების მოსამზადებლად აქტიურად გამოიყენება.

8. კაიენის წიწაკა

განსაკუთრებული სიფრთხილით გამოიყენეთ! დაფქული წითელი წიწაკა სოუსებსა და თევზის წვნიანებში გამოიყენება.

9. ილი

ტკბილი და არომატული ილი ცომში, ასევე კონსერვებში გამოიყენება.

10. კარი

დაფქული ფხვნილი ისეთი სანელებლების ნარევია, როგორიცაა კურკუმა, კვლიავი, ქინძი, კოჭა, მიხაკი და დარიჩინი. კარის სოუსებსა და წვნიანებში იყენებენ. ის ხორცს და თევზს განსაკუთრებულ გემოს ანიჭებს.

11. ჭყიმი

ეს ნაზი, თხელი ფოთლები ქათმის ხორცს და თევზს შესანიშნავად ეთავსება.

12. ქინძი

არგენტინამ და მაროკომ მსოფლიოს ეს სპეციფიკური სანელებელი აჩუქეს, რომელიც ყველას არ უყვარს. თუმცა ძალიან ბევრი ადამიანი მას ჩაიშიც კი ამატებს. ჩვეულებრივი გამოყენება: ნამცხვრების ცომი, ღორის კერძი, კარისთვის. ქინძი მრგვალი ღია ყავისფერი თესლია.

13. ქინძის ფოთლები

ქინძის ფოთლები თავისი ფორმით ოხრახუშს ძალიან ჰგავს, თუმცა უფრო ცხარე გემო აქვს. მას სოუსებში, წვნიანებსა და კვერცხიან სალათებში იყენებენ.

14. დარიჩინი

აღმოსავლეთის სტუმარი, რომელსაც ფხვნილის სახით დესერტებში და გამოსაცხობად იყენებენ. დარიჩინის ჩხირებს გლინტვეინს, კომპოტს და მურაბას უმატებენ.

15. სეზამი

ეს თესლი ზეთის მაღალი შემცველობით გამოსაცხობად, სალათებსა და აღმოსავლეთის დესერტებში ფართოდ გამოიყენება. სეზამის საფუძველზე ტაჰინი მზადდება ეს სეზამის დაქუცმაცებული თესლის პასტაა.

16. კურკუმა

ყვითელი ფერის დაფქული ფხვნილი, რომელსაც რბილი, მაგრამ ამავდროულად ცხარე გემო აქვს. მარილიან კერძებს, სალათებს და კარის უმატებენ. რა თქმა უნდა, კურკუმა ფლავისთვის შესანიშნავი სანელებელია.

17. დაფნის ფოთოლი

ხმელი ფოთლები მძაფრი არომატით ხორცის მოსათუშად, წვნიანების და ბორშის მოსამზადებლად გამოიყენება.

18. მაიორანი

პიტნის ოჯახის მცენარე. მის ფოთლებს პაშტეტს, ასევე სხვადასხვა ხორცს უმატებენ.

19. ყაყაჩო

დიასახლისები ყაყაჩოს გამოცხობის დროს უხვად ამატებენ: სხვადასხვა ფუნთუშა, ღვეზელი და ორცხობილა.

20. მუსკატის კაკალი

მუსკატის კაკალის ბირთვი ნაღების სოუსებს და ზოგიერთი პურის ნაწარმს განსაკუთრებულ ხიბლს მატებს.

21. პიტნა

იცით თუ არა, რომ პიტნა ყველაზე გავრცელებული სანელებელია? მისი გრილი გემო სასიამოვნოა შეიგრძნოთ ჩაიში, ხილის სასმელებსა და ჟელეში.

22. დედოფლის ყვავილი

მცენარის ფოთლები და თესლი სპეციფიკურ სუნს ფლობენ და ზოგიერთ სალათაში გამოიყენება.

23. თავშავა

მექსიკური და იტალიური კერძების ხშირი სტუმარი. ის პომიდვრის სოუსის, წვნიანების და მწნილების რეცეპტებში გვხვდება.

24. პაპრიკა

ხმელი წითელი ბულგარული წიწაკა. დაფქული სახით ზღვის პროდუქტებს, ასევე საწებელს უმატებენ.

25. ოხრახუში

ნაზი და ტკბილი გემო ოხრახუშის ერთადერთი უპირატესობა არაა. ის C ვიტამინის შესანიშნავ წყაროს წარმოადგენს. კარტოფილთან ერთად განსაკუთრებთ გემრიელია!

26. როზმარინი

არომატული, ღია მომწვანო ფერის ფოთლები ნემსებს მოგაგონებთ. ცხვრის, თევზის და ძროხის ხორცს აუცილებლად დაუმატეთ.

27. ნიახურის თესლი

ნიახურის თესლი და ღერო ძლიერ გემოს ფლობს და შესანიშნავი დანამატია მწნილებში, პომიდვრის კერძებსა და სოუსებში.

28. ბეგქონდარა

არომატული პატარა ფოთლებით წვნიანებს, სოუსებს და ხორცის კერძებს რთავენ.

29. კვლიავი

კვლიავის თესლს ძლიერი სპეციფიკური გემო და სუნი აქვს. ჭვავის პური და კომბოსტოს მწნილი ამ სანელებლით უფრო გემრიელია. აღმოსავლეთ სამზარეულოში გამოიყენება.

30. კამა

ყველს, მაგალითად ბრინზას ან ადიღეურ ყველს უმატებენ. ხაჭოს გამომცხვარს ასევე კარგად ერწყმის.

31. ქონდარი

არომატული მცენარე პიტნის ოჯახიდან. მას ზოგჯერ ფარშს უმატებენ. არსებობს ცნობები, რომ ჯერ კიდევ ძველი რომაელები თევზს და ხორცს ამ სანელებელს უმატებდნენ.

32.შავი ან თეთრი წიწაკა

რა თქმა უნდა, ამ სანელებლის გამოყენების შესახებ ყველასთვის ცნობილია. ძირითადად, უტკბილო კერძებს უმატებენ.

33. ნიორი

არომატული მცენარე ხახვის ოჯახიდან. ხმელთაშუა ზღვისპირეთის ვერც ერთი სამზარეულო ამ მცენარეს გვერდს ვერ აუვლის. თუმცა დღეს ნიორი მთელ მსოფლიოში ფართოდ არის გავრცელებული.

34. ზაფრანა

ძალიან ძვირადღირებული სანელებელი, რომელიც ნატურალურ საკვებ საღებავს წარმოადგენს. ამის გამო ხშირად უმატებენ ლიქიორს, ყველს და კარაქსაც კი. ზოგჯერ პურის ნაწარმშიც გამოიყენება.

35. ტარხუნა

თავისი გემოთი ოდნავ პიტნას ჰგავს. ხშირად კიტრის და სოკოს დასამწნილებად იყენებენ.

სანელებლები და სუნელები ნებისმიერ კერძს თქვენს საფირმო კერძად აქცევს. ექსპერიმენტები ჩაატარეთ და ახალი გემოს კომბინაცია აღმოაჩინეთ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს