აირჩიეთ თვალის ჩრდილი, რომელიც ყველაზე მეტად მოგწონთ, და გაიგეთ, რას ამბობს თქვენს შესახებ

468

პაპარაცი გთავაზობთ სახალისო და საინტერესო ტესტს. ნახეთ, რას ამბობს თვალის ჩრდილის არჩევა თქვენს უნიკალურ ქალურ ხასიათზე. კოსმეტიკას გადახედეთ და მოემზადეთ საკუთარი თავის შესაცნობად.

რას ამბობს თვალის ჩრდილის არჩევანი: ტესტი სურათებით

თქვენს წინაშეა 7 საოცარი თვალის ჩრდილი. ყურადღებით დააკვირდით და აირჩიეთ ფერი, რომლის გამოყენებაც ყველაზე მეტად გიყვართ მაკიაჟში. თუ ჩრდილებს არ იყენებთ, უბრალოდ აირჩიეთ ის ვარიანტი, რომელიც მაგნიტივით გიზიდავთ.

ვერცხლისფერი

თუ ვერცხლისფერი ჩრდილი მოგწონთ, სავარაუდოდ, ელეგანტური და დახვეწილი ხართ. სტილს და ჩაცმულობას ყოველთვის აკონტროლებთ. თქვენი დახვეწილობა გარშემომყოფების ყურადღებას იქცევს, თავდაჯერებულობა ნამდვილ ვარსკვლავად გაქცევთ.

იცით, როგორ გაუსვათ ხაზი თქვენს უნიკალურობას, იქნება ეს სამსახურში, მეგობრების წრეში თუ წვეულებაზე. ვერცხლისფერი თვალის ჩრდილი თქვენი დახვეწილობის და მიმზიდველობის გამოხატვის საშუალებაა.

ლურჯი

თუ ასეთი თვალის ჩრდილი მოგწონთ, ნამდვილი ლიდერი ხართ. სითამამესა და დელიკატურობას შორის ბალანსი იპოვეთ. გარდა ამისა, პასუხისმგებლობის აღება შეგიძლიათ, ადვილად უმკლავდებით ნებისმიერ პრობლემას სამსახურში თუ ხალხთან ურთიერთობაში.

სამეფო ლურჯი სიძლიერის და თავდაჯერებულობის ელფერია, რომელიც თქვენს განუმეორებელ ინდივიდუალობას ხაზს უსვამს. რთულ წუთებში გამოსავალს ადვილად პოულობთ. გამბედაობით და შეუპოვრობით სხვებს შთააგონებთ.

ღია მწვანე

თუ მოგწონთ ღია მწვანე თვალის ჩრდილი, სავარაუდოდ, მშვიდი და გაწონასწორებული ადამიანი ხართ. სტრესულ სიტუაციაში თავს არ კარგავთ და ყოველთვის სიმშვიდეს ინარჩუნებთ. თქვენს მშვიდ ენერგიას ჰარმონია მოაქვს იქ, სადაც არ უნდა გამოჩნდეთ.

ყოველთვის მზად ხართ, სხვებს მოუსმინოთ და მხარი დაუჭიროთ, იყოთ ის საყრდენი, რომელსაც ნებისმიერ სიტუაციაში შეუძლიათ დაეყრდნონ. ღია მწვანე ჩრდილის არჩევანი საუბრობს თქვენს სიბრძნესა და წონასწორობაზე, უნარზე ღირსეულად გადალახოთ სირთულეები და შინაგანი სიმშვიდე.

ღია ნარინჯისფერი

ღია და მზიანი ნარინჯისფერი! თუ თქვენი ფავორიტი ფერია, კომპანიის ნამდვილი სული ხართ. ყურადღების ცენტრში ყოფნა, ხალხთან ურთიერთობა, ურთიერთობისგან ახალი ემოციების მიღება გიყვართ. ხალხს პოზიტივით და ენთუზიაზმით მუხტავთ.

კაშკაშა და დასამახსოვრებელი სტილი მოგწონთ, ბრბოში გამორჩევა და ყურადღების მიქცევა არ გაშინებთ. თქვენი სოციალური ბუნება მიგიყვანთ ისეთ ადგილებში, სადაც არის ხმაური, სიცილი და მუსიკა.

ზღვის ფირუზი

თუ მაკიაჟში ირჩევთ ზღვის ფირუზის ელფერს, თქვენს სიბრძნეს და სიმშვიდეს გამოხატავთ. ყოველთვის მზად ხართ, მეგობრებს მოუსმინოთ და მხარი დაუჭიროთ, რჩევა მისცეთ და რთულ სიტუაციებში დაეხმაროთ.

სტაბილურობის კუნძული ხართ, რომელსაც ყველა მიმართავს რთულ წუთებში. თქვენს ძლიერ მხარეებს შორის არის სიბრძნით და მოთმინებით, აუჩქარებლად და თავაზიანობის დაკარგვის გარეშე გადაწყვეტილების მიღების უნარი. ზღვის ფირუზის ელფერის არჩევანი საუბრობს შინაგან სინათლეზე და სამყაროში ჰარმონიის მოტანის უნარზე.

თამამი ვარდისფერი

თუ აირჩიეთ თამამი ვარდისფერი, მხიარული და თამამი ხართ. სიცოცხლით და თავდაჯერებულობით სავსე ხართ. თქვენი არაპროგნოზირებადობა და გახსნილობა სხვების ყურადღებას იპყრობს, ხოლო განუმეორებელი ენერგია დაუვიწყარს გხდით.

თამამი ვარდისფრის არჩევანი საუბრობს თქვენს მზაობაზე თამამად გადალახოთ ყველა დაბრკოლება წარმატებისკენ მიმავალ გზაზე და განახორციელოთ თამამი ოცნებები ცხოვრებაში.

მოყვითალო–ოქროსფერი

თავიდან ბოლომდე ოპტიმისტი ხართ. სინათლეს და სითბოს ასხივებთ ყველგან, სადაც არ უნდა გამოჩნდეთ. ღიმილი და ცხოვრებისადმი პოზიტიური დამოკიდებულება ნამდვილ მზედ გაქცევთ სხვებს შორის. ყველაზე გაყინული გულის გალღობაც შეგიძლიათ, მეგობრებს თქვენი ნახვა უხარიათ. სხვების ცხოვრებაში სინათლის და სიხარულის შეტანა შეგიძლიათ, ბუნებით მხიარული და ნათელი ხართ.

ნუ შეგეშინდებათ ფერებთან თამაში და საკუთარი თავის გამოხატვა მაკიაჟით, რადგან ზოგჯერ სწორედ აქ იმალება თქვენი ნამდვილი სილამაზე და ინდივიდუალობა.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს