გავზარდოთ პეტუნია პიკირების გარეშე

239

ლამაზმა ყვავილებმა და მოვლის სიმარტივემ – პეტუნია ბევრი მებაღის საყვარელ მცენარედ აქცია. ხშირად მისი გაშენებისას მივმართავთ პიკირებას – ახალგაზრდა მცენარეების გადარგვას მათი შემდგომი ზრდისთვის. თუმცა, არსებობს ასეთი ყვავილის დათესვის გენიალური მეთოდი, რომელიც არ საჭიროებს ამ პროცესს. პაპარაცის დღევანდელ სტატიაში გაგიზიარებთ, თუ როგორ უნდა გაზარდოთ პეტუნია პიკირების გარეშე.

ამ მეთოდს აქვს როგორც დადებითი, ასევე უარყოფითი მხარეები. აწონ-დაწონეთ დადებითი და უარყოფითი მხარეები იმის გასაგებად, მზად ხართ თუ არა გამოსცადოთ პეტუნიის მოშენების ასეთი ორიგინალური მეთოდი, რომელიც ახლა სულ უფრო პოპულარული ხდება.

პეტუნიის გაშენების საუკეთესო მეთოდი პიკირების გარეშე

დადებითი და უარყოფითი მხარეები

ამ მეთოდის მთავარი უპირატესობა არის ის, რომ არ აზიანებთ ახალგაზრდა ნაზი მცენარეების ფესვთა სისტემას. ამის წყალობით, პეტუნიის განვითარებაში შეფერხებები არ არის.

გაშენების ამ მეთოდის ნაკლოვანებებს მიეკუთვნება თესვისთვის დიდი კონტეინერების საჭიროება. გარდა იმისა, რომ ისინი დიდ ადგილს იკავებენ, მათში ნერგები ისე კარგად არ ვითარდება, როგორც გვსურს. საქმე ისაა, რომ ახალგაზრდა მცენარეები შეიძლება გაფუჭდეს.

პეტუნიის თესვის ნიუანსები

თუ გადაწყვეტთ, რომ პიკირებას აღარ მიმართოთ, დარგეთ მცენარე ნერგების ყუთებში, კონტეინერებში ან დიდ ყვავილების ქოთნებში. შეარჩიეთ ღია ფერის კონტეინერები. მუქ კონტეინერებში, მზის გავლენის ქვეშ, ნიადაგი უფრო ძლიერად გათბება და ტენიანობა უფრო სწრაფად აორთქლდება. შედეგად, პეტუნიის ფესვები შეიძლება გადახურდეს და ნერგების დღეში ორჯერ მორწყვა დაგჭირდეთ.

შეარჩიეთ ფხვიერი, მსუბუქი ნიადაგი. გადაიტანეთ კონტეინერში. დარგვამდე ნიადაგი კარგად დაასველეთ. ეს აუცილებელია, რადგან თესლი ძალიან მცირე ზომისაა, რომელიც არ საჭიროებს ნიადაგში ჩანერგვას.

რა უნდა გაკეთდეს შემდეგ

შეარჩიეთ მცენარის ჯიში, რომელსაც აქვს ძლიერი ფესვთა სისტემა. შეგიძლიათ აიღოთ, მაგალითად, თეთრი კასკადური პეტუნია. გაანაწილეთ თესლი ნიადაგის ზედაპირზე. შემდეგ კონტეინერს გადააფარეთ საკვების ცელოფანი. მოათავსეთ კონტეინერი მზიან რაფაზე. დააკვირდით თესლის გაღვივებისთვის საჭირო ტემპერატურას. ის უნდა იყოს 23-25 გრადუსამდე ნულის ზემოთ.

პეტუნიების პიკირების გარეშე მოშენებაში რთული არაფერია. მთავარია, ყვავილს მოვუაროთ და უზრუნველვყოთ, რომ მას საკმარისი ადგილი ჰქონდეს ქოთანში ან კონტეინერში.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს