თითქმის ნებისმიერ სკოლაში იპოვით მას, ვისაც შეურაცხყოფას აყენებენ და ვინც, სხვას შეურაცხყოფს. ბულინგის მსხვერპლი მოსწავლეები სკოლის დამთავრებას მოუთმენლად ელოდებიან, რომ ნორმალურ გარემოში მოხვდნენ, მაგრამ, როგორც წესი, ყველაფერი ჩვეულებრივად რჩება. და საქმე არა გარემოს, არამედ ცუდი განზრახვის მქონე ადამიანების შეწინააღმდეგების უნარშია.
დიდი ბრიტანეთის მაცხოვრებელი ლუიზა მენინგი ამაში საკუთარი გამოცდილებით დარწმუნდა. თანატოლები მას ერთმანეთში შეზრდილი წარბების და მსუბუქი სიმსუქნის გამო დასცინოდნენ. ლუიზასთვის ყოველი ახალი დღე შეურაცხყოფის ახალ დღეს ნიშნავდა.
სწავლის დასასრულს გოგონა შესამჩნევნლად გალამაზდა, მაგრამ თანატოლების ბულინგმა მის მეხსიერებაში წარუშლელი კვალი დატოვა. ის შურისძიების გრძნობით ცხოვრობდა და სკოლის დამთავრებიდან მხოლოდ 8 წლის შემდეგ შეურაცხმყოფლებს ღირსეული პასუხი გასცა.
ერთხელ ლუიზას ქუჩაში ერთ-ერთი შეურაცხმყოფელი შეხვდა, რომელსაც თავხედობა ეყო და გოგონა პაემანზე მიიწვია. და ეს მაშინ, როცა წარსულში გოგონას იმდენი ტკივილი მიაყენა და არა ადამიანს, არამედ ცხოველს უწოდებდა. გოგონა რესტორანში ვახშამს დათანხმდა. უკვე მაშინ იცოდა, თუ თაყვანისმცემელს რა გაკვეთილს ჩაუტარებდა.
ლუიზა მენინგი რესტორანში დანიშნულ დროზე ადრე მივიდა, რომ მიმტანისთვის ვარისფერი კონვერტი გადაეცა. კონვერტში მისი ბავშვობის სურათი და გულახდილი წერილი იდო.
„მაპატიე, მაგრამ ვახშამზე მოსვლა ვერ შევძელი. გახსოვს, ჩემი წონის გამო როგორ დამცინოდი და მსუქან ძროხას მეძახდი? არა? მე კი მახსოვს. მას შემდეგ, 3 წლის განმავლობაში დღეში ერთ ვაშლზე მეტი არ მიჭამია, ამიტომ ვახშმის გამოტოვება გადავწყვიტე“ – წერდა ლუიზა წერილში.
„გახსოვს, ჩემი წარბების და თმიანი ფეხის გამო როგორ დამცინოდი? ალბათ, ვერც კი იფიქრებდი, რომ 8 წლის შემდეგ პაემანზე დამპატიჟებდი. შენთვის 8 წლის წინანდელი სურათიც დავტოვე. გამიხსენე და იცოდე, რომ გოგონამ სურათზე საკადრისი პასუხი გაგცა“.
როგორც ჩანს, გოგონამ, რომელიც შურისძიებაზე ამდენი წელი ოცნებობდა, ეს მოახერხა. რა შეიძლება იყოს ამაზე უკეთესი? თუმცა ლუიზა ორმაგად გახარებული იყო, როცა ჭკუა ნასწავლმა ბიჭმა მას ბოდიში მოუხადა. სამწუხაროდ, გონება ძალიან გვიან გაუნათდა.
„არ შემიძლია იმის შეცვლა, როგორიც 8 წლის წინ ვიყავი. მერწმუნე, თავის გამართლება არ მსურს, მაგრამ მე ის აღარ ვარ, ვინც ადრე ვიყავი. ალბათ, შენ შესახებ უკვე ვერაფერს გავიგებ და მაინც მინდა რომ წარმატება გისურვო, რომელსაც ნამდვილად იმსახურებ“ – ასე მიმართა ბიჭმა ლუიზას სოციალური ქსელის დახმარებით.
სკოლაში ბულინგი ნამდვილად სერიოზული პრობლემაა, რომელიც ხალხის ბედს ცვლის. და არა მხოლოდ წამების სისასტიკეს, არამედ მის გავრცელებას ეხება. ვთვლი, რომ შეურაცხმყოფლები საკადრისად უნდა დაისაჯონ, რადგან სკოლის ადმინისტრაცია მათთან ბრძოლაში აშკარად ვერ გვეხმარება.