ხასიათის თვისებები, რომლებიც აღიზიანებთ როგორც ქალებს, ასევე კაცებს

0
15

ბოლო დროს ინტერნეტში ხშირად იყენებენ მახრჩობელა ადამიანის კონცეფციას. „ქსელის“ ენიდან ითარგმნება, როგორც ძალიან დამღლელი, მოსაწყენი, მძიმე ადამიანი. ისეთი მახრჩობელაა, გინდა ფანჯარა გააღო, რომ სუფთა ჰაერი შემოვიდეს. რა თქმა უნდა, არავის შეურაცხყოფა არ გვინდა, მაგრამ ყოველდღიურ ცხოვრებაში ასეთი ხალხი გვხვდება. საწყენია, როცა ასეთ ადამიანთან ურთიერთობაში ხარ.

კაცების და ქალების ხედვები ყოველთვის არ ემთხვევა. უფრო მეტიც, ხშირად რადიკალურად საპირისპიროდ ფიქრობენ. ის, რაც კაცისთვის საინტერესო თამაში შეიძლება იყოს „შეუზღუდავი ვარიაციებით“, ქალისთვის მხოლოდ ერთს ნიშნავს: „ჩემი შეყვარებული მთელ საღამოს სულელურ თამაშებში ატარებს“. და პირიქით, მამაკაცს უჭირს გაიგოს, როგორ შეიძლება რამდენიმე საათი გაატარო ერთი ტანსაცმლის მაღაზიიდან მეორეში სირბილში და ყველაფრის მორგებაში. ზოგიერთი რამ უბრალოდ სასაცილოა. ჩვენ ყველა განსხვავებულები ვართ და ვერაფერს გავხდებით.

მახრჩობელა ადამიანი

ზედმეტი დრამატიზმი

ეს თვისება არც ქალებს მოსწონთ, არც კაცებს. თითქოს მელოდრამის ჟანრი კინოში ძალიან პოპულარულია, მაშ, რატომ არ მუშაობს რეალურ ცხოვრებაში? მსგავსი ხალხის ამოცნობა ადვილი არ არის. მაგალითად, კოლეგებს წლების განმავლობაში წარმოდგენაც შეიძლება არ ჰქონდეთ, რომ მათთან ერთად მუშაობს ასეთი მგრძნობიარე არსება. აი, ნაცნობებისა და ნათესავებისთვის უფრო რთულია. რა შეგიძლიათ გააკეთოთ?

ურთიერთობაში დრამატული ქალი არაა საყვარელი ქალბატონი, რომელიც ხანდახან პლედში ეხვევა და ჩუმად ტირის. ის ყველაფრისგან დრამას ქმნის. თითქმის ნებისმიერი მიზეზით. ქმარი სამსახურიდან დროულად არ დაბრუნდა, ანუ ღალატობს ან მეგობრებთან ერთად სვამს ან ორივე ერთად. ცუდი დღე აქვს სამსახურში? კარგი მიზეზია სახლში ისტერიკა მოაწყოს. მნიშვნელობა არ აქვს, ვინ მოუსმენს: მეზობლები, შვილები, გამვლელები. მნიშვნელოვანია თავად დრამა და გათავისუფლებული ემოციები. ახალგაზრდობაში ზოგიერთი მამაკაცი ამ თვისებას ერთგვარ ხიბლად აღიქვამს. აი, როცა ქალს ასაკი ემატება, მისი ცრემლები არავის მოსწონს.

ზოგჯერ კაცებიც დრამაში აჭარბებენ. საკმაოდ იშვიათად და უფრო განცდილი სამწუხარო მოვლენების გამო. მაგალითად, განქორწინების ან ახლობლის დაკარგვის გამო. ამ შემთხვევაში გვირილას ჩაი ვერ დაეხმარება. ცრემლებიც ნაკლები იქნება, მაგრამ ასეთ მდგომარეობაში მყოფ კაცთან ერთად ცხოვრება ქალისთვის გაუსაძლისია. ხშირად განქორწინება მოჰყვება. ძნელია კომფორტულად იგრძნო თავი, როცა ოჯახის უფროსი ყველაფრისგან პრობლემას ქმნის და საქმეს ხელს არ კიდებს. როცა აცრემლებული მამა ვაჟს უყვება სევდიან, მაგრამ სრულიად შეუფერებელ ამბავს, დედის გული ვერ უძლებს. მხოლოდ კარგი ფსიქოლოგის იმედი რჩება.

უწესრიგობა

თითქოს არასერიოზულია, მაგრამ ესეც პრობლემაა. ქალს მოვლილი კაცი მოსწონს. ყველა ქალს მთელ მსოფლიოში. თუ სადმე აზიაში ან ევროპაში ყველამ იცის ამის შესახებ, ჩვენთან დღემდე პრობლემაა. უცხოეთში მამაკაცი აქტიურად იყენებს კაცის კოსმეტიკას. არა, თვალებზე ისრებს არ იხატავს და ტუჩებს არ იღებავ, მხოლოდ ჰიგიენურ ტუჩსაცხს ისვამს, თუმცა აქტიურად უვლის კანს, ფრჩხილებს, თმას. უნდა ითქვას, რომ გარკვეულ შედეგს იძლევა. კორეელები ამ საქმეში პროფესიონალები არიან. ვერასდროს გამოიცნობთ, რამდენი წლის არიან. ისეთი შეგრძნებაა, თითქოს ყველა 30 წლის ან სადღაც 19 წლის არის. მოდის მიმდევრები.

ჩვენთან კაცები, ღმერთმა ქნას, შხაპის შემდეგ დეოდორანტი გამოიყენონ. ესეც კარგია. სხვა ყველაფერი ცუდია. ზოგმა არც იცის, რომ არსებობს კაცის მანიკიური, წვერს მოვლა სჭირდება. სწორედ ამიტომ, ზოგიერთი წვერიანი მამაკაცი კინოვარსკვლავს ჰგავს, ზოგიც თოვლის ბაბუას მეზობელი სადარბაზოდან. მოკლედ რომ ვთქვათ, თუ პერანგი სუფთაა, ხოლო შარვალი მთელი, ჩვენთან მამაკაცი უწესრიგოდ არ ითვლება. სწორედ ამიტომ, ასეთ მამაკაცს შეიძლება ჰქონდეს ურთიერთობის იმედი გოგოსთან, რომელიც მოსწონს. თეორიულად.

აი, უწესრიგო ქალი ჩვენთან უკვე გმობას იწვევს. თან ტოტალურად. ხან კაცები იბრიცებიან, ხან ქალები. ჩვენი ქალები უფრო მეტ მაკიაჟს ატარებენ, უფრო კაშკაშად იცვამენ, ვიდრე უცხოელი ლამაზმანები. დასავლეთში, რაც არ უნდა უცნაური იყოს, ქალებს შეუძლიათ პერანგით ან ლაქებიანი შორტით სუპერმარკეტში გასვლა. იქ სხვა მიდგომა აქვთ. სახლში იგივე წესრიგია. მტვერი, უწესრიგობა და ა.შ. ალბათ, ამ მხრივ ჩვენი კაცები უფრო მომთხოვნი არიან, თუმცა თავად მაგალითის მოცემა არ სურთ.

სიხარბე

არა მატერიალური სიხარბე, თუმცა ესეც. სიხარბე როგორც ეგოიზმის ერთ–ერთი კომპონენტი. სხვისგან ყველაფრის მოთხოვნა: ყურადღება, საჩუქრები, დრო, სხვა მომენტები. ხშირად ამას უწოდებენ „ნამდვილ მამაკაცს“ და „ნამდვილ ქალს“. ხარბი ხალხის აზრით, ნამდვილი მამაკაცი უნდა იყოს საინტერესო, დაკუნთული, ჭკვიანი, შეძლებული, თავაზიანი. ყოველდღიურობაში უნდა ეკუთვნოდეს ქალს, რომელიც არასდროს არავის წინაშე ვალდებული არაა. მაგრამ ის, როგორც „ნამდვილი“ ვალდებულია ყოველთვის მასთან იყოს. მშობლების, სამსახურის ან პირადი დროის მიუხედავად.

ასეთ სიტუაციაში მყოფი მამაკაცი მთლიანად მისით უნდა იყოს დაინტერესებული: მისი ყოფით, მეგობრებით, სამსახურით. ყოველთვის იყოს მეორე ნომერი, მაყურებელი, რომლისთვისაც მხოლოდ ის არის ნამდვილი ვარსკვლავი, მთავარი გმირი. ზოგი ამას ნარცისიზმს უწოდებს, მაგრამ არა. ნარცისი მუდმივ ყურადღებას არ მოითხოვს, უფრო საკუთარ თავზე ზრუნვით დაკავებულია. ჩვენს შემთხვევაში, ყველაფერი სხვაგვარადაა.

თავის მხრივ, ხარბი მამაკაცი ტიპური ეჭვიანია. იმ განსხვავებით, რომ ყოველდღე უყვება ქალს ყველაფერს, რაც სამსახურში მოხდა. ქალმა ზეპირად უნდა იცოდეს, რა ჰქვია მის მეგობრებს (რომლებიც, საბედნიეროდ, ყოველთვის ცოტაა), რა გადახდათ თევზაობის ან ლაშქრობის დროს, ბარში. ასეთი მამაკაცი თითქმის არასდროს ღალატობს, მაგრამ ზოგჯერ ესეც მინუსია. რთული ხასიათი, რომლის ატანა ყველას არ შეუძლია. ნაცნობები ხშირად უწოდებენ ასეთ მამაკაცს მახრჩობელას, განსაკუთრებით ზურგს უკან.

მახრჩობელა ადამიანი

რთული ხასიათის მქონე ადამიანს ამ ცხოვრებაში უჭირს. როგორც მის გარშემომყოფებს. შეიძლება იფიქროთ, რომ არასერიოზული პრობლემაა, ცხოვრებაში ბევრი უცნაური ადამიანი გვხვდება. თუმცა განშორების და განქორწინების სტატისტიკა ბოლო წლებში მნიშვნელოვნად გაიზარდა და ეს უკვე პრობლემაა. გაუგებარია, რა უნდა გაკეთდეს.

ალბათ, ყველაფერში დამნაშავეა თანამედროვე ადამიანის შეხედულებების შედარებითი თავისუფლება. მისი გაუზრდელობა. იქნებ, თანამედროვე სოციალური ქსელები გვაჩვენებს უფრო მეტს, ვიდრე გვსურს ვიცოდეთ. ასეა თუ ისე, ჩვენს დროში სხვების მიმართ მეტი ყურადღება უნდა გამოვიჩინოთ და საკუთარი დასკვნები გამოვიტანოთ. ზუსტად რომ ვიცოდეთ, რომ სწორი ადამიანი ავირჩიეთ და არა მორიგი ექსპონატი, ვისთანაც ცხოვრებას ვერ ნახავ.