2024 წლის მოდური ტანსაცმელი, რომელიც ელეგანტურ ქალს მოხუცად აქცევს

0
1213

ქალის ასაკი ძალიან დელიკატური თემაა, ამიტომ სტილისტი სოფია როგოჟინა მას დიდი სიფრთხილით მიუდგა. მოდის ექსპერტმა წამოწია შემდეგი საკითხი: რატომ გამოიყურება ზოგიერთი 50 წლის ქალი 35 წლის ქალივით, ზოგი კი 70 წლის ქალივით? რა თქმა უნდა, შეგვიძლია ვთქვათ, რომ 2024 წლის მოდური სამოსი უნდა ჩაიცვათ, რომ თანამედროვედ გამოიყურებოდეთ. ეჰ, ყველაფერი ასე მარტივი რომ იყოს.

თურმე, ახალგაზრდული შესახედაობა მემკვიდრეობითი თვისება არ არის. სტილი და ვიზუალური გზავნილი ასაკზე დამოკიდებულია, მაგრამ მხოლოდ კონტექსტში. კარგად შედგენილი სტილი შორიდან ჩანს და ამისთვის საჭირო არაა მოდელის გარეგნობა გქონდეთ. თუმცა აუცილებლად უნდა მოერიდოთ კრიტიკული შეცდომების დაშვებას, რომელიც ახალგაზრდა ქალსაც მოხუცად აქცევს. სოფია როგოჟინა გამოყოფს 5 შეცდომას, რომლის შესახებ ყველა ქალმა უნდა იცოდეს, განსაკუთრებით მოწიფული ასაკის ქალბატონებმა.

2024 წლის რომელი მოდური ნივთები დაგეხმარებათ ასაკის დამალვაში და რომელი გაუსვამს ხაზს თქვენს ასაკს

სოფია როგოჟინა წარმატებული სპეციალისტია მოდის სფეროში, 10 წელზე მეტი გამოცდილებით. 30 წელს ოდნავ გადაცილებულია, მაგრამ სიამოვნებით არჩევს სტილს ასაკოვანი ქალებისთვის. არ ავიწყდება ხაზგასმა, რომ მის ოჯახში ქალების რეალურ ასაკს ვერავინ ხვდება – საქმე წარმატებულად შერჩეულ გარდერობში და წარმოჩენაშია. სოფია წერს ბლოგს 10 000 გამომწერისთვის, სადაც თავისი მუშაობის დეტალებს აზიარებს. ცოტა ხნის წინ ისაუბრა 50 წლის ქალის ჩაცმულობაში დაშვებულ შეცდომებზე, რომელიც დაღლილ მოხუც ქალად აქცევს.

საკუთარი თავის და ასაკის მიუღებლობა

ადამიანებს გვახასიათებს წარსულზე დაჟინება, განსაკუთრებით იმ ნივთებზე, რომლებიც ადრე გვიხდებოდა. დრო მიდის და გარდერობის ყველა ნივთი ისე აღარ გვიხდება, როგორც ძველად (თუნდაც მოდის უახლეს ტენდენციებს აკმაყოფილებდეს).

ქალი, რომელიც იღებს საკუთარ თავს და ასაკს, ნაკლოვანებებს არ გამოამზეურებს. მაგალითად, 50+ ასაკის ქალისთვის მინი ქვედაბოლოს ჩაცმა მოდური აღარ არის. ტანზე მომდგარი კაბა ისე მიმზიდველი არაა, როგორც ადრე, მხოლოდ ხაზს უსვამს სიმრგვალეს. წვრილქუსლიანი ფეხსაცმელი ახალგაზრდებს დაუტოვეთ – მათ აქვთ მოთმინება და ჯანმრთელობა ასეთი ნივთებისთვის. აი, ასაკოვანი ქალი მყარ ქუსლზე უფრო მომგებიანად გამოიყურება. რატომ? 50 წლის შემდეგ მოდაშია საკუთარ თავზე ზრუნვა და კომფორტი და შემდეგ ყველაფერი დანარჩენი. ეს საუბრობს მოწიფულობაზე, მისი წარმოჩენა კი მომგებიანად შეიძლება.

მაგალითად, იგივე კლასიკა ნამდვილად კარგად იხსნება მოწიფულ ასაკში. ახალგაზრდა გოგოებზე კი მოსაწყენად ან სასაცილოდ გამოიყურება.

ელეგანტური ქალები ასაკს არ ებრძვიან და არ უარყოფენ, როცა ტანსაცმელს ირჩევენ. პარადოქსულია, მაგრამ ეს ეხმარებათ, უფრო ახალგაზრდა გამოჩნდნენ. სტილს უმატებენ აქტუალურ ნივთებს ახალი კოლექციიდან, შემდეგ მომგებიანად და ახლებურად წარმოაჩენენ. გახსოვდეთ: ქალი კარგი ღვინოა, წლების მატებასთან ერთად მხოლოდ უმჯობესდება. მოდი, მივიღოთ საკუთარი თავი ისეთი, როგორიც ვართ!

2024 წლის მოდური ნივთები, რომელიც 40+ ასაკის ქალს აბარებს

მოდაში დაბრუნდა ყვავილების პრინტი, ბრჭყვიალები და უხვი გეომეტრია! ეს ყველაფერი ახალგაზრდა ქალზე კარგად გამოიყურება, მაგრამ 50 წლის ქალს არ უხდება. პრაქტიკაში მოქმედებს წესი: რაც უფრო ასაკოვანია ქალი, მით მარტივი და დახვეწილი უნდა იყოს მისი იმიჯი.

ბევრი დეტალი ასაკს მატებს. ასევე მნიშვნელოვანია, რა დეტალები იქნება: ფერადი სამკაული თუ ჩვეულებრივი პრინტი. სწორი კაბაც ბებიაქალად გაქცევთ, თუ თვალებს აჭრელებს ბევრი ფერი, დეტალი და ორნამენტი. განსაკუთრებით საშიშია ე.წ. მაისური, რომელიც ბაზრობებზე გვხვდება, – რა არ არის მასზე! ფარფლები, მძივები, ველური ცხოველები, ნაქარგი. ასეთი მაისური ბებიასთან ასოცირდება: ბევრი დეტალია, რომელიც ქალს აბერებს.

ამ მარტივ მაგალითს შეხედეთ: ერთი და იგივე მოდელი, ერთი და იგივე ფოტოგრაფი და ფოტოსესია. ყურადღება მიაქციეთ, რა ახალგაზრდად გამოიყურება ქალი ღია ფერის შარვალ–კოსტიუმში! ხოლო ყვავილებიან კაბა მაშინვე 10 წელს მატებს.

თუ პრინტი მოგწონთ, შეარჩიეთ ნაკლებად შესამჩნევი პრინტი, რომლებიც ჭრელი ხალიჩის ან მოზაიკის შთაბეჭდილებას არ ქმნის.

რა ააშკარავებს ქალის ცუდ გემოვნებას ნებისმიერ ასაკში?

სხვა გავრცელებული შეცდომა, რომელიც ასაკს მატებს როგორც შუახნის ქალბატონებს, ასევე ახალგაზრდა გოგონებს, არის ღვლარჭნილი სტილი ყოველდღე. მოდის წრეებში ყოველდღე საზეიმო ჩაცმა ცუდ ტონად ითვლება. მძიმე მაკიაჟი, ყველა კიდურზე აქსესუარი, ხმამაღალი პარფიუმი და საზეიმო ჩაცმულობა – ეს ყველაფერი სტილს ამძიმებს. ნამდვილი სილამაზე კი სიმსუბუქეში იმალება. თუ ქალი ახალგაზრდაა, 20 წლისას 30 წლის ქალივით იქნება. თუ ასაკოვანია, ბებერი მაღალი წრის ქალის შთაბეჭდილებას ტოვებს.

რას უნდა მოერიდოთ? მძიმე ვარცხნილობას, ლაქით დაფიქსირებულ კულულებს, ბევრ აქსესუარს, განსაკუთრებით ძვირფასი ლითონის სამკაულებს ბევრი ქვით, ჭრელად შეღებილ თმას, როგორიცაა ფერადი მელირება წითელი კულულებით.

ახალგაზრდულ შესახედაობას იძლევა სიმარტივე, უბრალო ნივთები და სპორტული ელემენტები. სწორედ ასეთი უნდა იყოს ყოველდღიური ჩაცმულობა. ნახეთ, რამდენად ახალგაზრდულად გამოიყურებიან ქალბატონები, რომელთაც არ აშინებთ სიმარტივე!

შეუსაბამო სტილის და ფასონის ტანსაცმელი: 2024 წლის მოდური ნივთები

პირველ პუნქტში უკვე ვისაუბრეთ საკუთარი თავის და ფორმების მიღებაზე, რაც საშუალებას გაძლევთ იმუშაოთ მის წარმოჩენაზე. კაბის თემა ნებისმიერი სტილისტისთვის მტკივნეულია. სოფია როგოჟინა ამბობს: არ არსებობს რაღაც ერთი ფასონი, რომელიც ყველას უხდება. თუმცა არსებობს რამდენიმე ხრიკი, რომელიც ღირსებებს ხაზს უსვამს.

მაგალითად, თუ ტრიკოტაჟი, მხოლოდ სქელი. თხელი ტრიკოტაჟი ქალის სხეულზე საშინელებას აკეთებს: თითოეულ ნაკეცს და უთანასწორობას ააშკარავებს. აი, სქელი მასალის კაბა ელეგანტურად და მოდურად გამოიყურება. ფორმას კარგად ინარჩუნებს და მცირე ნაკლოვანებებს ფარავს.

რაზე უნდა თქვათ უარი? უნივერსალური გადაწყვეტილება იქნება, არ გადაეშვათ უკიდურესობაში. ტანზე მომდგარი კაბა ყველას არ უხდება, ხოლო მოცულობითი ჩაცმულობა ქალს ღრუბლად აქცევს. მაგალითად, 2024 წლის მოდურ ნივთებს შორის არის ქვედაბოლო და კაბა–ფანარი, მოცულობითი სახელოებით. ასეთი სამოსის არჩევა სტილის მიხედვით რთულია. მოდის ჩვენებები ერთია, მაგრამ პრაქტიკა სულ სხვა.

რომელი ფერთა პალიტრა არის ყველაზე მოდური 2024 წელს?

ბოლო დროს სიკაშკაშის ტენდენცია გამძაფრდა, მაგრამ წელს ბოლო კოლექციები ელეგანტურობას და სიმშვიდეს აჩვენებს. შავ–თეთრი, კრემისფერი და მონოქრომული კომბინაციები დიდხანს იქნება მოდური! წლის ფერი არის ატმისფერი, ასევე წითელი და ღვინისფერი. რა არის პრობლემა?

პრობლემა იმაშია, რომ აღმოსავლეთ ევროპაში ბევრ ქალს აქვს ცივი ფერის ტიპი. უმეტეს შემთხვევაში, ამერიკული და დასავლურ ევროპული ტენდენციები ჩვენს ფერს არ უხდება. 50 წლის ქალებს ვურჩევთ მშვიდი ფერის პალიტრებს. ეს ყველას არ ეხება და აქსიომა არაა. რა გავაკეთოთ, თუ სული ფერებს ითხოვს?

უმარტივესი ვარიანტი – აქცენტი. მაგალითად, პალტო და შარვალი მონოქრომული შეიძლება იყოს, ნაცრისფერ ან ყავისფერ პალიტრაში. სვიტერი გამორჩეული ელემენტი გახდება: მწვანე, ნარინჯისფერი, ლურჯი და რომელიც თქვენს გულს სურს. სვიტერი და პალტო ერთ ფერში შეიძლება იყოს, ხოლო დანარჩენი ნივთები უფრო დახშული ფერის.

50 წლის ასაკში მნიშვნელოვანია საკუთარი ფერის ტიპის ცოდნა. ქალები, რომლებიც ამ ცოდნას უგულებელყოფენ, შორიდან ჩანან. მაგალითად, რამდენიმე წლის წინ ყველა შუახნის ქალი ფუქსიის ფერის ტუჩსაცხზე გიჟდებოდა. ის კი ერთეულებს უხდება. ზოგადად, შეიძლება ითქვას, რომ თავშეკავება და ფერებით სწორად ექსპერიმენტების უნარი 50+ ასაკის ყველა ქალს უხდება.

სტილი და მოდა ურთიერთდამოკიდებული ცნებებია, მაგრამ არა სინონიმები. მოდა მოდის და მიდის, ხოლო სტილი მთელი ცხოვრება რჩება. შენი ნივთის პოვნა მაშინვე არ მოდის. სწორედ ამიტომ, 50 წელს გადაცილებულ ქალს აქვს უპირატესობა, როცა იცის, რა უხდება, რომელ ნივთზე უნდა თქვას უარი, თუნდაც მოდური იყოს.