საშინელი ტრადიცია ოჯახში. მშობლები მაიძულებენ, რომ 18 წლის ასაკში გავთხოვდე

0
1553

ჩემს ოჯახში უამრავი საშინელი ტრადიციაა, ხანდახან ისეთი შთაბეჭდილება მექნება, თითქოს შუა საუკუნეებში ვარ. ერთ-ერთი ტრადიციის მიხედვით, ჩვენს ოჯახში ყველა გოგო 18 წლის ასაკში უნდა გათხოვდეს და აუცილებლად უცხოელზე. არ ვიცი, საიდან მოდის ეს ტრადიცია, მაგრამ ვფიქრობ, რომ ეს საშინელებაა და არა ტრადიცია.

უკვე 18 წლის ვარ, იანვრის დასაწყისში შემისრულდა და მშობლები უკვე იწყებენ ჩემზე ზეწოლას. დედაჩემი 36 წლისაა, 18 წლისამ გამაჩინა და უბრალოდ არ მესმის მისი. ის ჯერ კიდევ ახალგაზრდაა, მას უნდა ესმოდეს, რომ ეს არასწორია. მამაჩემი გერმანელია და ჩემმა მშობლებმა გადაწყვიტეს, რომ პოლონელი საქმრო საუკეთესო არჩევანი იქნებოდა. არ მესმის რატომ, მაგრამ დედა და მამა დაჟინებით ითხოვენ ამ კონკრეტულ ერს. ჩვენ ვცხოვრობთ გერმანიაში.

ვარ ენათმეცნიერების ფაკულტეტის პირველ კურსზე და ჩემს გეგმებში არ შედის გათხოვება და შვილის გაჩენა მინიმუმ 25 წლამდე. ნათესავები პირდაპირ მაძალებენ, ამბობენ, რომ ეს სავალდებულოა, რადგან ტრადიციები უნდა იყოს დაცული. მე ნამდვილად პატივს ვცემ ჩემს ოჯახს და ჩვენს წეს-ჩვეულებებს, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ისინი არ ეხება ჩემს პირად ცხოვრებას და მომავალს.

ვაღიარებ, გაქცევაც კი ვცადე, მაგრამ ამის შემდეგ მშობლები კიდევ უფრო მკაცრად მექცევიან. ცალკე გადასვლის საშუალებას არ მაძლევენ, ამბობენ, რომ მხოლოდ ქმრის ბინაში წავალ. პოლონეთში წასვლის განსაკუთრებული სურვილი არ მაქვს, ენა არ ვიცი, არასდროს ვყოფილვარ და არც მინდა. ნათესაობაში პოლონელები ჯერ არ გვყოლია, ამიტომაც დაჟინებით ითხოვენ.

მათთან დალაპარაკება ვცადე, გაქცევაც ვცადე, რამდენჯერმე ისტერიკაც კი დავიმართე ამასთან დაკავშირებით, მაგრამ ყველაფერი უსარგებლო იყო. ამ ბიჭს უკვე ვიცნობ, მაგრამ მისი ნახვა არ მინდა. ის ამბობს, რომ ეს ტრადიცია ძალიან კარგია და ცუდს ვერაფერს ხედავს ამაში. გამუდმებით ამბობს, რომ უნდა, რომ 7 შვილი გავუჩინო, უკვე სახელებს იგონებს და ასე შემდეგ.

ჩემმა მშობლებმა მითხრეს, რომ ქორწილისთვის მორალურად მოსამზადებლად ერთი თვე მაქვს, კაბის ასარჩევად უკვე ვიყავით. რის გაკეთება შემიძლია? ქორწილამდე რამდენიმე დღეა დარჩენილი, მე კი მაინც ვცდილობ რაღაცის შეცვლას. ბევრჯერ მითქვამს ამ პოლონელისთვის, რომ არ მინდა მისი ნახვა, რომ არ მიყვარს და მთელი ძალით ვცდილობ ქორწილის ჩაშლას. მას შემდეგ რაც ჩემმა უმცროსმა დებმა გამცეს, რომ გაქცევას ვცდილობდი, რა თქმა უნდა, მშობლებს არ ვუცემივარ, მაგრამ ყველანაირად ცდილობდნენ ჩემს მორალურად დამცირებას. ისინი ძალიან დიდ ზეწოლას ახდენენ ჩემზე, მაგრამ მე არ მესმის, რატომ უნდა დავანგრიო ჩემი ცხოვრება მათი ტრადიციების გამო.