72 წლის მომხიბვლელმა მოდელმა გაამხილა, როგორ ავიცილოთ თავიდან კანის დაბერება

2693

ცნობილი ასაკოვანი მოდელები კანის შესანიშნავი მდგომარეობის შენარჩუნებით ფანების გაოცებას არასოდეს წყვეტენ. ერთ–ერთი მათგანია ჯოანი ჯონსონი, რომელსაც ახლახან 72 წელი შეუსრულდა. ფოტომოდელი ასაკთან შედარებით ბევრად ახალგაზრდულად გამოიყურება, ამიტომ ფანები მისი სილამაზით აღფრთოვანებულნი არიან. ჯოანი გვიზიარებს, როგორ ავიცილოთ თავიდან კაბის დაბერება და რა ეხმარება მას ამაში.

პოპულარულმა მოდელმა ერთ–ერთ ინტერვიუში აღიარა, რომ ახალგაზრდობაში სახეზე სერიოზული გამონაყარი აწუხებდა. მენოპაუზის დაწყებისთანავე კანის სიმშრალე და ძლიერი მგრძნობელობა დაემატა. ყველა პრობლემის მოშორებაში დაეხმარა გარეგანი მოვლა და 1 სპეციალური სასმლის რეგულარული დალევა.

როგორ ავიცილოთ თავიდან კანის დაბერება: მოდელის საიდუმლო

რა უნდა დალიოთ

ჯოანი ჯონსონის თქმით, მწვანე ჩაი მთავარი დამხმარეა კანის ახალგაზრდობის და ელასტიკურობის შესანარჩუნებლად. მას მთელ ორგანიზმზე სამკურნალო ეფექტი აქვს. ამ სასმელში შედის ძლიერი ანტიოქსიდანტები, რომლებიც კანს იცავენ გარე ნეგატიური ფაქტორებისგან (მაგალითად, ულტრაიისფერი სხივებისგან).

მწვანე ჩაიში შემავალი ნივთიერება ხელს უწყობს თავისუფალი რადიკალების განეიტრალებას. ამის წყალობით კანი ბზინვარე და ელასტიკური რჩება (ნაოჭების და ნაკეცების გარეშე). ამავდროულად, ასეთი სასმლის რეგულარული დალევა კანის გასწორებას ხელს უწყობს.

ფოტომოდელის რჩევები კანის მოვლის შესახებ

მწვანე ჩაი ერთადერთი საშუალება არაა, რომელიც 72 წლის ჯოანი ჯონსონს ახალგაზრდობის შენარჩუნებაში ეხმარება. ფოტომოდელს არ ავიწყდება ყოველდღიური სამსაფეხურიანი სახის მოვლა. დღის ბოლოს კანს აუცილებლად იწმენდს და ტონიკს ისვამს, რომელიც ფორების შევიწროებაში ეხმარება. შემდეგ დამატენიანებელ კრემს იყენებს. კვირაში ერთხელ სახეზე მკვებავ ნიღაბს ისვამს.

გარდა ამისა, ასაკოვანი მოდელი იღებს თუთიას და ექიმის მიერ დანიშნულ ვიტამინებს. ასევე რეგულარულად მიირთმევს ისეთ პროდუქტებს, როგორიცაა კურკუმა და კოჭის ფესვი, რომელთა წყალობით თავს ენერგიულად გრძნობს.

ასეთი პროცედურების კომპლექსის წყალობით ცნობილი მოდელი საოცრად გამოიყურება და თავისი სილამაზით მრავალ ქალს შთაგონებას აძლევს მთელ მსოფლიოში.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს