მინანქრის ქვაბი თოვლივით ქათქათა გახდება. გაწმენდის 3 ხალხური მეთოდი

3217

დღეს სულ უფრო მეტი დიასახლისი ირჩევს უჟანგავი ფოლადის ქვაბებს. ითვლება, რომ უჟანგავი ფოლადის ჭურჭელი ერთ–ერთი ყველაზე პრაქტიკული და ადვილად გამოსაყენებელია. თუმცა ბევრ სამზარეულოში მინანქრის ქვაბები შეგიძლიათ ნახოთ. ეს გასაკვირი არ არის, რადგან სათანადო მოვლის პირობებში ასეთი ჭურჭელი ძალიან დიდხანს გემსახურებათ. პაპარაცი გიამბობთ, როგორ გაათეთროთ მინანქრის ქვაბი მისი ზედაპირის დაზიანების გარეშე.

თუ ასეთი ჭურჭლის შიდა ნაწილი გამუქდა ან სწრაფად ყვითლდება, მარტივი ხალხური საშუალებები გამოიყენეთ. ამ მეთოდებით ნამწვს და მიმწვარ საკვებს მოაშორებთ. და ეს ყველაფერი კაუსტიკური ქიმიკატების გამოყენების გარეშე.

როგორ გავათეთროთ მინანქრის ქვაბი: 3 ვარიანტი

საშუალება №1

მინანქრის ქვაბის შიგნიდან გასათეთრებლად წყალბადის ზეჟანგი და სარეცხი საშუალება გამოიყენეთ. ყველაფერი წარმოუდგენლად მარტივია. წყალი ქვაბში ჩაასხით. თითქმის ბოლომდე გაავსეთ, 2 სმ დატოვეთ. წყალს დაუმატეთ წყალბადის ზეჟანგი (100 მლ ეს ნივთიერება 2,5 ლიტრ წყალზე საკმარისია). ქვაბი ქურაზე საშუალო ცეცხლზე დადგით. თბილ ნარევს დაუმატეთ 1 ს/კ ჭურჭლის სარეცხი საშუალება. კარგად აურიეთ.

ქვაბს თვალი არ მოაშოროთ, როცა ნარევი დუღილს დაიწყებს, რადგან ამ დროს ბევრი ქაფი წარმოიქმნება (აკონტროლეთ, რომ არ გადმოიღვაროს). დუღილის შემდეგ ცეცხლს დაუწიეთ. ნარევი აქტიურად არ უნდა ბუყბუყებდეს. ქვაბი ამ მდგომარეობაში გააჩერეთ 40–90 წუთი (დაბინძურების სიმძიმის მიხედვით). ბოლოს ქურიდან გადმოდგით, სითხე გადაწურეთ და ქვაბი გამდინარე წყალში კარგად გარეცხეთ.

საშუალება №2

თუ წყალბადის ზეჟანგი არ გაქვთ, სხვა საწმენდი საშუალება გამოიყენეთ. ქვაბი წყლით აავსეთ ისე, რომ მთელი გამუქებული ნაწილი დაფაროს. ქურაზე მოათავსეთ. ადუღების შემდეგ ლიმონმჟავა დაუმატეთ (1 ლიტრ წყალზე 1 ს/კ ლიმონმჟავა საკმარისია). დაბინძურების ხარისხის მიხედვით ქვაბი ცეცხლზე 20–60 წუთი გააჩერეთ. შემდეგ სითხე გადაასხით და ქვაბი კარგად გარეცხეთ.

საშუალება №3

თუ გსურთ, მინანქრის ქვაბს მოაშოროთ მიმწვარი საკვები, სპეციალური პასტა მოამზადეთ. 50 გრამი საკვები სოდა და 2 სუფრის კოვზი წყალბადის ზეჟანგი აურიეთ. 0,5 სუფრის კოვზი ჭურჭლის სარეცხი საშუალება დაუმატეთ. ინგრედიენტებს კარგად აურიეთ სქელი ფაფის მისაღებად. ნარევი მინანქარზე ჭუჭყიან ადგილებზე წაუსვით. 30 წუთის შემდეგ ნარევი მთელ ნამწვთან ერთად მოაშორეთ. შემდეგ ქვაბი გამდინარე წყალში კარგად გარეცხეთ.

ახლა იცით, როგორ ებრძოლოთ სიყვითლეს და ნამწვს მინანქრის ქვაბზე. ასეთი ეფექტური საწმენდი საშუალებებით თქვენი ჭურჭელი ყოველთვის ბზინვარე იქნება.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს