როგორც ასტროლოგია ამბობს, თითოეული ჩვენგანი გარკვეული ვარსკვლავის ქვეშ იბადება, ამიტომაც თითოეულს გვაქვს ჩვენი ბედი და ხასიათი, დადებითი და უარყოფითი თვისებები. უფრო მეტიც, ადამიანის დაბადების წლის და თარიღის ცოდნით, შეგიძლიათ თავი დაიზღვიოთ უსიამოვნო მომენტებისგან მასთან კომუნიკაციის დროს. ბუნებრივია, ყველა არა, მაგრამ უმრავლესობა ექვემდებარება კონკრეტულ დახასიათებას. უბრალოდ უნდა იკითხო: მეგობარო, როდის დაიბადე?
გავარკვიოთ, რა ბნელ მხარეს მალავს ზოდიაქოს თითოეული ნიშანი. რა უნდა იცოდეთ ლომის ან კუროს შესახებ? მორიელთან, თითქოს, ყველაფერი ნათელია? ასტროლოგიით სერიოზულად გატაცებული ადამიანები ამტკიცებენ, რომ ჯერ კიდევ ბევრი რამ არ ვიცით, მაგრამ ყოველწლიურად უფრო და უფრო მეტი ახალი ინფორმაცია ჩნდება.
უარყოფითი თვისებები
ვერძი
სიჯიუტე და იმპულსურობა არის სისუსტე, რომელიც თითქმის ყველა ვერძს ახასიათებს. ერთი მხრივ, ყოველთვის სურს მბრძანებლობა, ლიდერობა, რაც თითქოს კარგია. სინამდვილეში, თანდაყოლილი ლიდერი ყველა არ არის. ბევრი ვერძი ყოველდღიურობაში ეგოისტი და ეგოცენტრულია, რომელსაც მხოლოდ ბრძანებების გაცემა სურს, თუნდაც თავად ამ დროს დივანზე წამოწოლილი იყოს. გარშემომყოფებისთვის ეს მძიმე ტვირთია, რადგან ვერძს შეცვლა არ შეუძლია.
მაშინაც კი, თუ აღმოჩნდება, რომ ამა თუ იმ სიტუაციაში მართალი არ იყო, შეცდომებს არასოდეს აღიარებს. ჯიუტად თავის აზრზე დარჩება. არის ასეთი სიტყვა „შუბლმაგარი“, რომელიც ვერძს ყველაზე მეტად შეეფერება. დაინტერესდით, ვინ არის თქვენი უფროსი სამსახურში. თუ მუდმივად არაადეკვატურ მითითებებს იძლევა და თავი გემის კაპიტნად წარმოუდგენია, ალბათ, მარტის ან აპრილის ვერძია.
კურო
კურო ჯიუტია. ვერძის მსგავსი თვისება აქვს, მაგრამ უფრო ჯიუტობს ახლო მეგობრების წრეში. შეუძლია იჩხუბოს თამაშში წესების შესახებ ან ეკამათოს უყურადღებო მიმტანს და დაელოდოს თავის შეკვეთას რესტორანში საათზე მეტხანს მხოლოდ იმის დასამტკიცებლად, რომ მართალი იყო. ასეთი მახრჩობელაა. უმეტეს შემთხვევაში, რაიმეს დამტკიცებას ვერ შეძლებთ. საქმე იმაშია, რომ კურო ჰიპოთეზურადაც არ ცდილობს სხვის ადგილზე თავის წარმოდგენას. აი, გაბრაზება შეუძლია.
როცა კუროს ეჭვი ეპარება მეუღლის ღალატში, ძალიან უსიამოვნო სიტუაცია იქმნება. ეს დიდი პრობლემაა. სტატისტიკურად რთულია რაიმე დაუმტკიცო ეჭვიან ადამიანს. ტვინი არ მუშაობს, მხოლოდ ბრაზი და ეჭვები. თუ თქვენი უდანაშაულობის 100%–იანი მტკიცებულება არ გაქვთ (ხანდახან ესეც უშედეგოა), კურო წყობიდან გამოვა, იყვირებს და სცენების გამართავს. ეს წესი ყოველთვის მხოლოდ კაცებს არ ეხებათ.
ტყუპები
მისი მთავარი ნაკლი არასანდოობა. მარტივად რომ ვთქვათ, სხვების უგულებელყოფა. შეიძლება არ მივიდეს მნიშვნელოვან შეხვედრაზე ან არ შეასრულოს სასწრაფო შეკვეთა, რადგან ასე სურს. რაღაც საინტერესოზე შეიძლება გადაერთოს და სხვა ყველაფერზე ხელი ჩაიქნიოს. მხოლოდ არასაჭირო საკითხზე ან პროცესზე მის ექსკლუზიურ ინტერესს არ ვგულისხმობთ. უბრალოდ სხვებს მნიშვნელოვნად არ თვლის. წარბს აწევს, თანამოსაუბრეს ირონიულად შეხედავს და თავის საქმეს გააგრძელებს.
გარდა ამისა, ძალიან ქარიზმატულია. შეუძლია ხალხს წინ გაუძღვეს და შემდეგ მიატოვოს. მისი ორპირობა ცნობილი თემაა. ასე შეგვიძლია აღვწეროთ მისი დამოკიდებულება ახლობლების მიმართ: არასერიოზული, ზედაპირული, ყოველგვარი მიჯაჭვულობის გარეშე. ხშირად ისე ხდება, რომ მეგობრის პოვნისას ან რომანტიკული ურთიერთობის დაწყებისას, სწრაფად იღლება და ზურგს აქცევს მხოლოდ მისთვის ცნობილი მიზეზების გამო.
კირჩხიბი
კირჩხიბი თავდაჯერებული არაა. კარგი მეოჯახე და შესანიშნავი თანამშრომელია, მისი გაცნობა ბევრ კითხვას არ აჩენს, მაგრამ შინაგანად მუდმივად მერყეობს. ამის გამო უშვებს სულელურ შეცდომებს არც თუ ისე რთულ ყოველდღიურ საქმეში. როგორც წესი, კირჩხიბთან მუშაობა ფსიქოლოგებისთვის ძალიან ადვილია. წლების განმავლობაში შეიძლება იაროს სპეციალისტებთან და სტრესის ნიშნები არ გამოავლინოს. მოკლედ, იცოდეთ, თქვენი მეგობარი კირჩხიბი მალავს რაღაც ნეგატივს და მთელი ძალით ცდილობს მის შეკავებას.
უმეტესწილად კირჩხიბი საკმაოდ საიმედოა, მაგრამ ზოგჯერ მოსაწყენი. მუდმივი შინაგანი დაძაბულობის გამო მთელი ძალით ცდილობს, რომ „ნორმალური“ გამოჩნდეს, რის გამოც მაშინვე ჩანს მისი სიცრუე. მაგალითად, მასთან ერთად დასასვენებლად წასვლა შეიძლება, მაგრამ ჩასვლისთანავე უნდა გახდეთ მისი ძიძა და ანიმატორი. წინააღმდეგ შემთხვევაში, ნახავთ, როგორ არ სურს სკამიდან ადგომა, თუ ამას არ სთხოვთ. რა თქმა უნდა, კედლის ერთ წერტილში ყურება უფრო საინტერესოა.
ლომი
ძალიან ამაყი და ეგოცენტრულია. მაშინაც კი, თუ განსაკუთრებული მიზეზი არ აქვს, ყოველთვის ეცდება დაამტკიცოს, რომ მართალია. პრინციპის გამო. საბედნიეროდ, ყველა ლომი ბრმა არ არის და დროდადრო მასთან შეთანხმება შეიძლება. თუ გაჭიანურებული ჩხუბის ან ხმაურიანი სკანდალის შემდეგ ლომი მართალი აღმოჩნდება, ფრთხილად იყავით. წლების შემდეგაც თავისი გამარჯვება ემახსოვრება, თქვენი ურთიერთობის სხვა შემთხვევებში გამოიყენებს. ასეთი ადამიანის უნდა გესმოდეს ან საერთოდ არ ეკონტაქტო. მესამე არ არსებობს.
ლომს კრიტიკა არ უყვარს და მის მიმართ მგრძნობიარეა. თუმცა როგორც ნამდვილ ლომს შეეფერება, ნამდვილ ემოციებს არ ავლენს. ასე რომ, კრიტიკის გამო იქნება მინიმუმ ცრემლები, მაქსიმუმ ყვირილი და წყენა. ჯობია, არ გააბრაზო, არამედ მოისყიდო. მაშინაც კი, თუ ლომი ხედავს პირფერობას, დადებითად მოქმედებს. მთავარია, ხალხმა მისი სიმართლე აღიაროს, თუნდაც ეს ტყუილი იყოს.
ქალწული
ინტელექტის და ცოდნის მიუხედავად ქალწულს უჭირს თავის შეკავება და სხვის შეცდომებზე თვალის დახუჭვა. მასთან ურთიერთობა პირველი კურსის ლექციას ჰგავს. მაშინაც კი, თუ არ ეცდება გამოჩნდეს იმაზე ჭკვიანი, ვიდრე სინამდვილეშია, სხვები ამას იგრძნობენ. დიახ, ჭკვიანია, დიახ, რაღაც იცის, მაგრამ ნამდვილად ჭკვიან ადამიანს ყოველთვის შეუძლია დაფაროს თავისი ცოდნა, რათა არავის ნეგატივი გამოიწვიოს. აი, ქალწულს თავის შეკავება არ შეუძლია.
იგივე ეხება წესრიგს სახლში, სამუშაო ადგილზე, ბუნებაში. ყველაფერი უნდა იყოს სუფთა, მოწესრიგებული, ტანსაცმელი ახალი. თუნდაც ამას დიდი დრო დასჭირდეს. ამ მხრივ ქალწულის გულის მოგება ძნელია. მისგან არც ისე საყვარელი დედამთილი ან სიდედრი გამოდის. თავად ეს არ აწუხებს, რადგან იცის, რა არის მნიშვნელოვანი ამ სამყაროში. კერძოდ, წესრიგი და წესები.
სასწორი
სასწორი ხშირად ვერ ახერხებს თანამოსაუბრეს ასიამოვნოს გულწრფელად სიტყვებით და განსჯით. მისთვის არ არსებობს სერიოზული პრინციპები, თუ საქმე ნამდვილად სერიოზულს არ ეხება. აქცენტი მოგებაზეა და მეტი არაფერი. ხშირად მოგება მატერიალური არაა. სასწორს შეუძლია ანგარებით მეგობრობა და ამაში ცუდს ვერაფერს ხედავს. იგივე რომანტიკულ ურთიერთობებს ეხება. კაცისთვის ეს პრობლემა არაა. რა უნდა გააკეთოთ, თუ გოგოებს ნაძირალები უყვართ.
ხანდახან სასწორს ეზარება ამა თუ იმ გადაწყვეტილების მიღება, ერთფეროვანი სამუშაოს შესრულება. ამ შემთხვევაში სხვებით მანიპულირებს, თავს იავადმყოფებს ან უბედურად წარმოაჩენს, ოღონდ კი საქმე გაკეთდეს. თუ სასწორთან ნამდვილად მეგობრობთ, გაიგებთ ბევრი მანიპულაციის შესახებ, რომელიც მისთვის არავის უსწავლებია. ეს ბუნებით თანდაყოლილი აქვს. ვერც ერთი ნაქები ნეიროლინგვისტიკური პროგრამირება ვერ აჯობებს.
მორიელი
მორიელის მსგავსი სიმტკიცით ყველა ვერ დაიკვეხნის. ურთიერთობაში, მეგობრობაში და განსაკუთრებით სიძულვილში. თუ მასთან ზედმეტად „არასწორად“ მოიქცევით, დიდხანს არ დაივიწყებს. იცით ისტორია ეჭვიან მეუღლეზე? ოპონენტი, რომელიც თვეების ან წლების შემდეგაც ვერ მშვიდდება? ალბათ, მორიელი იყო. მხოლოდ მას შეუძლია ჯიუტად მიაღწიოს მიზანს ყველაფრის მიუხედავად. ტოქსიკურიც არაა, არამედ ნამდვილად შხამიანი.
ზოგს მორიელის აზროვნების მიმართულება არაჯანსაღ აკვიატებაში ერევა. ასე არ არის. უბრალოდ ასეთი ხასიათი აქვს. მხოლოდ წინ მიიწევს, არავის აქცევს ყურადღებას და არსად უხვევს. დიახ, ეს რთულია და ზოგადად, ცხოვრებაში არ მოგვწონს ისინი, ვინც ჩვენნაირი არ არის. და მაინც, მორიელს ხშირად ფართო სოციალური წრე, ბევრი ნაცნობი და მეგობარი ჰყავს. როგორც ჩანს, ხალხს იზიდავს მისი გიჟური ჟინი. ხშირად ასეთი ურთიერთობა პოზიტიურად არ სრულდება. მორიელთან სიფრთხილე გმართებთ.
მშვილდოსანი
ტიპური მშვილდოსანი არის მეოცნებე ბავშვი, რომელზეც დაყრდნობა ხანდახან რთულია. როგორც ბავშვების უმეტესობა, მშვილდოსანი გაფანტულია და დაწყებული საქმის დასრულება არ შეუძლია. ერთი მხრივ, ეს აღმაშფოთებელია. მეორე მხრივ, თუ ძალიან ეცდებით, მის გამოსწორებას შეძლებთ. რა თქმა უნდა, ზოგჯერ უკუშედეგს იძლევა. მშვილდოსნის შეცვლის ძლიერი მცდელობა მის მახვილ ენას ტოქსიკურს გახდის. არ მოსწონს, როცა მის მართვას ცდილობენ. უნდა გაუგოთ.
გარდა ამისა, მშვილდოსანს დამალვა და ტყუილის თქმა არ შეუძლია. ბავშვების მსგავსად ზოგჯერ საიდუმლოს ააშკარავებს, თითქმის ნებისმიერ კოლექტივში. არა ბოროტულად, არამედ უნებურად. უბრალოდ სხვაგვარად არ შეუძლია. როგორ უნდა შეიკავოს თავი, როცა ვერ ხედავს რაიმე უჩვეულოს საიდუმლოში, თუნდაც სხვისი იყოს? საკუთარ თავზეც ბევრს მოგიყვებათ, თუ ჰკითხავთ. ხშირად მეგობრებს ეს ნიშანი არ მოსწონთ, თუმცა თავად ვერ ხვდება, რატომ.
თხის რქა
ნორდიული ხასიათი, დაქორწინებული არ არის – ტიპური თხის რქა. კარიერისტი, დაბრკოლებების მიუხედავად ყველაფრის მიღწევას მიჩვეულია. ცდილობს ნებისმიერი მეთოდით ცხოვრების პირობები გააუმჯობესოს. ხშირად ირონიულია. ერთი მხრივ, ახლა ამ ტიპის პერსონაჟი მოდაშია. ახალგაზრდები განსაკუთრებით ცდილობენ თავის ისე წარმოჩენას, თითქოს არაფერი აინტერესებთ. მაგრამ ერთია თავის მოჩვენება, სულ სხვა ასეთ აღწერილობაში ცხოვრება.
არ ტირის, როცა სევდიანი მუსიკა უკრავს. გულგრილია, თუნდაც უახლოესი მეგობარი მწუხარებას განიცდიდეს. მხოლოდ ცივი გონება და ამბიცია. როცა საქმე საკუთარ მოგებას ან მარცხს ეხება, იძაბება, მაგრამ მცირედით. მხოლოდ იმიტომ, რომ ცოტა დროის გასვლის შემდეგ დაჯდეს და გაიღიმოს ნახევრად ჩამოწეული ქუთუთოებით. დიახ, ყოველდღიურობაში მისგან დიდი სარგებელი არაა. მისი სოციალური კავშირები ძალიან სუსტია. მასზე დაყრდნობა არ შეიძლება. მაგრამ თუ კრიტიკა გაკლიათ, თხის რქას მიმართეთ, არ შეცდებით.
მერწყული
მერწყულს უდიდესი ენერგია და ამბიცია აქვს. ვერაფერი შეაჩერებს, იმდენი სურვილი და ვნება აქვს. ის, რაც ერთი შეხედვით, პლუსს ჰგავს, მაგრამ მოგვიანებით უზარმაზარ უსიამოვნო მინუსად შეიძლება გადაიქცეს. სხვა სიტყვებით, ადამიანი, რომელსაც ნამდვილად სურს სამსახურში რაღაცის მიღწევა, ხშირად იქცევა მეტიჩარასავით. მზადაა ყველას გადაუაროს, რომ უფროსებმა მისი ძალისხმევა დაინახონ. აი, კოლეგებს თავისი, საპირისპირო დასკვნები გამოაქვთ.
ურთიერთობაშიც იგივე ხდება. მუდმივი ზარები მეუღლესთან, თავის მობეზრება. არადა ყველაფერი რა კარგად დაიწყო. როდის გადაიქცა ნაჩუქარი ყვავილების თაიგული სტალკერად? რატომ გპატიჟებს ყოველდღე პაემანზე, გირეკავს ყოველ საათში? მერწყულის მანია ჩვეულებრივი მოვლენაა. არა იმიტომ, რომ თავის გრძნობებს ვერაფერს უხერხებს, უბრალოდ გონია, რომ სხვაგვარად მიზანს ვერ მიაღწევს.
თევზები
თითქოს საკუთარ თავზე ჩაციკლული და ძალიან დაუცველი არ არის, მაგრამ ნამდვილი განდეგილია, რომელიც კომპანიას არ ეძებს. ზრდასრულ ასაკში ახალი მეგობრები არ ჰყავს. ურთიერთობს ერთ–ორ ძველ მეგობართან, რომელთაც ბავშვობიდან იცნობს. მნიშვნელობა არ აქვს, კარგი ადამიანები არიან თუ არა. უბრალოდ არ სჭირდება ახალი ნაცნობები, აკმაყოფილებს მეგობრობა 6 თვეში ერთხელ ერთი ზარით. მაქსიმუმ წერილების გაგზავნა.
იგივე სამსახურს ეხება. წინსვლა უჭირს, ცვლილებები არ უყვარს. კარიერულ ზრდას ამჯობინებს იმავე გაცვეთილ ადგილზე ყოფნას. თუნდაც უფრო სტაგნაციას ჰგავდეს. სამაგიეროდ, საჭირო არაა კოლეგების შეცვლა, განვითარება, ამ დროში უფროსებსაც ეჩვევა. შეიძლება არასწორი დასკვნა გამოიტანოთ, რომ ურთიერთობაში მაინც კარგი იქნება, მაგრამ არა. ვინ ისურვებს იყოს ადამიანთან, რომელსაც არაფერი აინტერესებს? მეგობრობა, მაქსიმუმ. სინამდვილეში, ეს საკმაოდ სამწუხაროა.
აი, ასეთი ამბავი გვაქვს. ჰოროსკოპი ყოველთვის რაღაც კარგზე ან ნათელზე არ საუბრობს. ასე ადამიანებიც მხოლოდ დადებითი თვისებებით ვერ იტრაბახებენ. ზოდიაქოს ყველა ნიშანს თავისი ნეგატიური მხარე აქვს და ამაში ცუდი არაფერია. უფრო მეტიც, ახლა თქვენთვის გარკვეული დასკვნები შეგიძლიათ გამოიტანოთ. ვინც ინფორმირებულია, შეიარაღებულია.