ყველაფერს ვასუფთავებ ბინაში „3 კოვზის“ მეთოდის გამოყენებით. ელემენტარულია

331

ბინაში ჩამჯდარ ლაქებთან ბრძოლა ძალიან დამღლელი შეიძლება იყოს. თუ შეძენილი საეჭვო საშუალებების ნაცვლად გამოიყენებთ ნატურალური ინგრედიენტებისგან დამზადებულ ხელნაკეთ საშუალებას სახლის დალაგებას უფრო მარტივად და ეფექტურად გაუმკლავდებით. რეალურია სახლის სწრაფად დალაგება ხელნაკეთი საწმენდი საშუალებით? პირდაპირ გეტყვით „დიახ“.

გთავაზობთ გასაგებ და საკმაოდ ეკონომიურ მეთოდს „სამი კოვზი“. მისი წყალობით ბინაში ყველაფერი შეგიძლიათ გაწმინდოთ, დაწყებული დანა–ჩანგლით და დამთავრებული უნიტაზით. შეძენილი საწმენდი საშუალებებისგან განსხვავებით ორიგინალური „სამი კოვზის“ მეთოდით დამზადებული საშუალება ზედაპირულად აქტიურ ნივთიერებებს არ შეიცავს. საქმე იმაშია, რომ საშუალება ზედაპირულად აქტიური ნივთიერებით არა მხოლოდ ბაქტერიებს აშორებს, არამედ ზედაპირის ზედა ფენას ანადგურებს. მსგავსი საწმენდი საშუალების გამოყენების შემდეგ (სათანადო ჩამორეცხვის შემდეგაც) შეიძლება დარჩეს თხელი ფენა, რომელსაც ეკოლოგიურს ვერ ვუწოდებთ.

სახლის ეფექტური და სწრაფი დალაგება სუპერ მეთოდით

მეთოდი „3 კოვზი“

ამ მეთოდის გამოყენებით შეძლებთ დაალაგოთ საკვების მომზადების ზონაც და სააბაზანო ოთახიც. რა არის არსი? ყველაფერი საოცრად მარტივი და გასაგებია. დაგჭირდებათ სუფრის ძმარი, საკვები სოდა და ჭურჭლის სარეცხი საშუალება, რომლის მწარმოებელსაც ენდობით. ამ ინგრედიენტების ნარევი ბაქტერიებს ანადგურებს, ჩამჯდარ ლაქებს აშორებს და ზედაპირებს დეზინფექციას უტარებს. მთავარია, ყველა ინგრედიენტი თითო–თითო სუფრის კოვზი აიღოთ და კარგად აურიოთ.

დალაგების მეთოდის მახასიათებლები

თუ გადაწყვეტთ ამ ხელნაკეთი საშუალებით ბინის დასუფთავებას, გახსოვდეთ, რომ ხელთათმანების გამოყენება აუცილებელია. სიტყვაზე, სუფრის ძმარი შეგიძლიათ ჩაანაცვლოთ 1 სუფრის კოვზი წყალბადის ზეჟანგით. ბინის გაწმენდას ისიც მარტივად გაუმკლავდება. ამ საშუალებით ბზინვარებას დაუბრუნებთ დანა–ჩანგლებს და გაზქურას, ტაფასაც ცხიმის ფენას მოაშორებთ.

თუ თქვენი მიზანია ჭუჭყიანი ზედაპირის ან სანტექნიკის გაწმენდა, ხელნაკეთი პასტის წასმის შემდეგ პარკი დააფარეთ და 20 წუთი გააჩერეთ. ამ დროში მისი გამწმენდი თვისებები გაიზრდება.

შეწყვეტთ მაღაზიაში საწმენდი საშუალებების ყიდვას, როგორც კი მეთოდს „3 კოვზი“ გამოცდით. მისი წყალობით სახლი სისუფთავით იბრწყინებს.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს