ვლოცულობ წმინდა სპირიდონზე, რომ რთულ წუთებში უფულოდ არ დაგვტოვოს. მოწყალეა და ყველა თხოვნას ისმენს

489

როდესაც რთული პერიოდი დგება და ადამიანი საკუთარ ძალებში რწმენას კარგავს, წმინდანების დახმარების და მფარველობის იმედი შეიძლება გვქონდეს. ფულსა და კეთილდღეობაზე წარმატებას ხშირად სთხოვენ წმინდა სპირიდონს. სიცოცხლეშივე ცნობილი გახდა, როგორც ბრძენი და დიდსულოვანი მოხუცი. გაჭირვებულებს ურიგებდა უკანასკნელ ნივთს, რომელიც ჰქონდა. ასევე წმინდანს მიაწერენ განკურნების და მკვდართა გაცოცხლების უნარსაც. მორწმუნეები არაერთხელ დარწმუნდნენ, რომ სპირიდონის მიმართ ლოცვა ეხმარება მათ სიღარიბისგან თავის დაღწევაში და მომავლის იმედის მოპოვებაში.

ლოცვა სპირიდონისადმი

წმინდა სპირიდონმა მთელი ცხოვრება ტრიმითუნტში გაატარა. ძალიან ჭკვიანი და კეთილი ადამიანი იყო, საყოველთაო პატივისცემით სარგებლობდა, ამიტომ ეპისკოპოსად დანიშნეს. მაღალი წოდების მიუხედავად მასპინძლობდა არა მხოლოდ შეძლებულ ქალაქელებს, არამედ უბრალო მწყემსებს, ხელოსნებს და ღარიბებს. ეპისკოპოსი სიცოცხლის ბოლომდე უფალს ადიდებდა. ქრისტიანობას ქადაგებდა, დარწმუნების უნარი ჰქონდა და არა ერთი გზასაცდენილი ჭეშმარიტ გზაზე დააბრუნა. ღრმა სიბერეში გარდაიცვალა და წმინდანად შერაცხეს.

სპირიდონ ტრიმიფუნტელის ნეშტი კუნძულ კორფუზე განისვენებს. ძვირფასი ლითონისგან დამზადებულ სალოცავში მოთავსებულია. ეკლესიას ორი შესასვლელი კარი აქვს. ისინი ყოველთვის ღიაა. ერთი კარი აღმოსავლეთისკენ მიმართულია, მეორე – ჩრდილოეთისკენ. მორწმუნეს ნებისმიერ დროს შეუძლია მივიდეს წმინდა სპირიდონთან რჩევისთვის, დახმარებისთვის ან დარიგებისთვის.

მოწმეები ამტკიცებენ, რომ მისი ნეშტი დღემდე უხრწნელია, წონას და ადამიანის სხეულის ნორმალურ ტემპერატურას ინარჩუნებს. ქრისტიანებს სჯერათ, რომ წმინდა სპირიდონი აგრძელებს დედამიწაზე ყოფნას მათთვის, ვისაც დახმარება სურს. მალულად ყველაზე ზრუნავს და რთულ დროს მხარს უჭერს. ღვთაებრივ სასწაულს ადასტურებს ხავერდის ჩექმების ცვეთა, რომელიც ღვთისმოსავ უხუცესს ფეხზე აცვია. ეკლესიის წარმომადგენლებს პერიოდულად უწევთ ფეხსაცმლის შეცვლა. სასულიერო პირები ფრთხილად ჭრიან გაცვეთილ ჩექმებს და მის ნაჭრებს მომლოცველებს ურიგებენ, რადგან ყველა ქრისტიანს სურს მიიღოს წმინდანის ნაწილი საჩუქრად.

დილის ლოცვისას კუბოს თავსახური იხსნება და მომლოცველთა რიგი დგება წმინდა ნაწილების სანახავად. ზოგჯერ ეს პროცედურა დღის მეორე ნახევარში მეორდება. ხდება ისე, რომ კუბოს გახსნა შეუძლებელია. ეს აიხსნება წმინდანის საპატიო ადგილზე არყოფნით: ის ინკოგნიტოდ დადის და ღარიბებს ეხმარება.

ლოცვა ფულისა და კეთილდღეობისთვის

ჰოჲ, ყოვლად-ნეტარო წმიდაო მღუდელ-მთავარო სპირიდონ, ევედრე კეთილ-სახიერებასა კაცთმოყუარისა ღმრთისა, რათა არა დაგუსაჯოს ჩუენ უსჯულოებათა ჩუენთა, არამედ ჰყოს ჩუენ ზედა წყალობისაებრ მისისა. ევედრე ქრისტესა და ღმერთსა ჩუენსა, ჩუენ ღმრთისა მონათა გამო (სახელები), რათა მოგუცეს ჩუენ მშვიდობითი და უშფოთუელი ცხოვრებაჲ, სულისა და ხორცის სიმრთელეჲ. გვიხსენ ჩუენ ყოვლისაგან ჭირისა სულიერისა და ხორციელისა, ყოვლისაგან ქენჯნისა და სატანებრივისა ცილისწამებისა. მომიხსენე ჩუენ წინაშე საყდრისა ყოვლისმპყრობელისა და ჰვედრე უფალსა, რათა მოგუცეს ჩუენ მრავალთა შეცოდებათა ჩუენთა შენდობაჲ, უჭირველი და უშფოთველი ცხოვრებაჲ, მოგუმადლოს ჩუენ ურცხუენელი და მშვიდობითი აღსასრული ცხოვრებისა ჩუენისაჲ და მომავალსა საუკუნესა შინა მარადიულსა ნეტარებასა ღირს გვყოს, რათა დაუსრულებელად დიდებასა და მადლობასა აღვავლენდეთ მამისა და ძისა და წმიდისა სულისა მიმართ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

თუ ყოველდღე გულწრფელად ილოცებთ წმინდა სპირიდონისადმი, დაგეხმარებათ. თუმცა თავადაც უნდა გაიღოთ ძალისხმევა შედეგის მისაღწევად. იმოქმედეთ, ხოლო წმინდანი კეთილდღეობისა და სიუხვისკენ მიმავალ გზას გიჩვენებთ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს