ფსიქოლოგიური პორტრეტის დახასიათება ადამიანის ჩვევებით, სიარულის მანერით და ხელწერით

86

არა მარტო ექსტრასენსები! სიარულის, წვნიანის ჭამის, ჩანთის ტარების მანერები, ასევე კომპლიმენტებზე რეაგირება სხეულის ენის მცოდნეს ბევრ რამეს ეუბნება ადამიანზე. ფსიქოლოგიური პორტრეტის ერთი დახასიათება მიყოლებული მეორეს და უკვე ვიცით უცნობზე ის, რისი დამალვაც ურჩევნია. პაპარაცი გასწავლით ადამიანის „წაკითხვას“ მისი ჩვევების მიხედვით.

ფსიქოლოგიური პორტრეტის დახასიათება

დაკვირვება საკუთარი თავის და სხვების გაგების გასაღებია. გიზიარებთ რამდენიმე საინტერესო „ხრიკს“ ყოველდღიური ცხოვრების სხვადასხვა სფეროდან, რომელიც პიროვნების საიდუმლოებებს ააშკარავებს. სასარგებლოდ გამოიყენეთ.

იყიდება

სიარულის მანერა

რაზე საუბრობს გამოზომილი სიარული მაღლა აწეული თავით? კომუნიკაბელური, თავდაჯერებული და გულახდილი ადამიანი ხართ. ასეთი „ძალაუფლების ნაბიჯი“ შოუბიზნესის ვარსკვლავებს და პოლიტიკოსებს ახასიათებთ.

ამბიციური, ჯიუტი ადამიანები სწრაფად დადიან, მათი სხეულის წონა ყოველთვის წინ მიმართულია. შრომისუნარიანები და ლოგიკურები არიან, მაგრამ ხანდახან წინააღმდეგი არაა კონკურენციაში ჩაერთონ და თავიანთი ავტორიტეტით სხვები ჩაახშონ.

მოხრილი ადამიანი, ჩამოყრილი მხრებით და დაწეული თავით, რომელიც ქურდულად მოძრაობს, მორცხვი და თავდაუჯერებელია. მისი საპირისპიროა სიარული უკან გადაწეული მხრებით და გახსნილი გულმკერდით, რაც ქარიზმას, ძალას და მებრძოლ სულს წარმოაჩენს.

პუნქტუალურობა

გვიყვარს ის, ვინც არ გვალოდინებს. პუნქტუალური ადამიანი სასიამოვნო და საიმედოა. მოწესრიგებული ადამიანია, რომელიც ცდილობს სხვებს ასიამოვნოს და დაიცვას წესები. თუმცა შეხვედრაზე მითითებულ დროზე ზედმეტად ადრე მისვლის ჩვევა შეიძლება მიუთითებდეს გადაჭარბებულ შეუპოვრობასა და აგრესიულობაზეც.

გასაკვირია, მაგრამ მუდმივად სუნთქვაშეკრული „დაგვიანებული“ არც ისე უვნებელია, როგორც შეიძლება ჩანდეს. ხშირად ეგოცენტრულია, რომელიც ზრდის თავის მნიშვნელობას ჩვენი მოლოდინის ხარჯზე.

ფსიქოლოგიური პორტრეტის მახასიათებლები: ხელის ჩამორთმევა

ყურადღება მიაქციეთ ხელისგულის პოზიციას, როცა ადამიანი ხელს გართმევთ. ძალაუფლების მოყვარე დომინანტი ხელის ჩამორთმევას ასრულებს ხელისგულით ქვემოთ, ანუ მისი ხელი მეორე ადამიანის ხელის ზემოთ არის. ადამიანი დაქვემდებარებულ პოზიციაში უპასუხებს ხელისგულით ზემოთ. ერთდროულად ორივე ხელით ჩამორთმევა საუბრობს კონტროლზე და ერთგვარ აგრესიაზე.

თავდაჯერებული ადამიანი ხელს მტკიცედ და სწრაფად უჭერს. სუსტი ხელის ჩამორთმევა მორცხვობას და ჩაკეტილობას ავლენს. ქალები, რომლებიც უპირატესობას ანიჭებენ „მამაკაცურ“ მისალმებას, ძალიან ინტელექტუალურები და ამბიციურები არიან.

რეაქცია კომპლიმენტებზე და სარკესთან ურთიერთობა

სიცილის და კომპლიმენტის უარყოფის ჩვევა მოკრძალებაზე არ საუბრობს. ეს დაბალი თვითშეფასების, საკუთარი თავით უკმაყოფილების და მატყუარას სინდრომის სიგნალია.

თუ გამუდმებით გვერდს უვლით დამსახურებულ შექებას, ნებისმიერი ნეგატიური შეფასება ერთ დღეს დადებით აზრს გადაწონის. ასეთი ბარგით წარმატებისკენ სვლა ძნელია. ეჭვებს უფლება არ მისცეთ აკვიატებულ აზრებად გადაიქცეს. კომპლიმენტის მადლიერებით მიღება საკუთარი თავის სიყვარულისკენ გადადგმული ნაბიჯია.

ალბათ, იცით გოგონები, რომლებიც დღეში ასჯერ უყურებენ ნებისმიერ ამრეკლავ ზედაპირს, ისწორებენ ტანსაცმელს, მაკიაჟს და სამკაულებს. თითქოს საკუთარ თავზე შეყვარებული პერფექციონისტები არიან. სინამდვილეში, აწუხებთ ნევროზი, შფოთვა, დაბალი თვითშეფასება და დეპრესიაც.

ტანსაცმლის არჩევანი და მსყიდველობითი ჩვევები

ფსიქოლოგიური პორტრეტის აშკარა მახასიათებელია ტანსაცმლის სტილი, ფასი და ფერიც. ფსიქოლოგებმა დაადგინეს, რომ ფერად, გამომწვევ სამოსს და მყვირალა სამკაულებს ირჩევენ დაბალი თვითშეფასების მქონე ადამიანები.

ზოგიერთი ადამიანი ირჩევს გარდერობის ნივთებს, რომელიც, მაგალითად, შეესაბამება ინტელექტუალური ელიტის იმიჯს. ამავდროულად, ასეთი ტანსაცმელი შეიძლება შეუფერებელი იყოს ადამიანისთვის, თითქოს ნასესხებია. „ყველაფერი აჟიოტაჟისთვის“ – ეს არის ნარცისტების პრინციპი.

თუ უცნაური ნივთები ადამიანზე ორგანულად გამოიყურება, მაშინ თქვენს წინაშეა მდიდარი წარმოსახვის მქონე შემოქმედებითი ადამიანი.

2022 წლის კვლევის მიხედვით, იმპულსური შოპინგის და სავაჭრო ცენტრებში ხანგრძლივი სიარულის მოყვარულები არიან მეგობრულები, კომუნიკაბელურები და ენერგიულები, მაგრამ ცოტა ნევროზულები. ადამიანები, რომლებიც მაღაზიაში მიდიან პურის საყიდლად და პურით ბრუნდებიან, არიან კეთილგანწყობილები, მშვიდები და კეთილსინდისიერები.

ფსიქოლოგიური პორტრეტის მახასიათებლები: ჩანთის ტარება

გრძელთასმიანი ჩანთით დავიწყოთ. თუ აქსესუარს ატარებთ სხეულის წინა მხარეს, ეს მიუთითებს დაცვისა და კომფორტის სურვილზე. ზურგზე გადაკიდებული ჩანთა ამბობს, რომ ადამიანი არის მშვიდი, გაწონასწორებული, გამოხატული გულგრილობით.

მოხრილ მკლავში ჩანთის დაჭერა უყვარს იდეალისტ და მოწესრიგებულ ადამიანს, რომლისთვისაც სოციალური სტატუსი მნიშვნელოვანია. ჩანთა ხელში მაღალ შრომისუნარიანობაზე და ჯანსაღ თვითშეფასებაზე მეტყველებს. აი, ზურგჩანთების მოყვარულებს ყოველთვის შეგიძლიათ დაეყრდნოთ, დამოუკიდებლები და მზრუნველები არიან.

სასმლის დალევის და ჭამის მანერები

ტკბილი გაზიანი სასმელების და წვენების მოყვარულები იმპულსურები არიან, აქ და ახლა ცხოვრება ურჩევნიათ. თავიანთი ქმედებების შედეგებს იშვიათად აფასებენ იმ ადამიანებისგან განსხვავებით, რომლებიც უბრალო სუფთა წყალს სვამენ. ასეთი პიროვნებები უფრო პასუხისმგებლები და ანგარიშიანები არიან. რამდენიმე ნაბიჯით გათვლა უყვართ.

თუ საჭმელს კარგად ღეჭავთ, საქმეშიც ყველაფერი გაზომილი და ჰარმონიული გექნებათ. სწრაფად ჭამის მოყვარულები ცხოვრებაში მოუთმენლები და ძალიან ამბიციურები არიან.

კერძების მრავალფეროვნების მოყვარულებმა იციან, როგორ გარისკონ და თავგადასავალი მოძებნონ. მშფოთვარე და ნევროზული ადამიანები ერთსა და იმავე პროდუქტებს ყიდულობენ. ასე ცდილობენ თავი დაიცვან ზედმეტი იმედგაცრუებისგან.

თუ თეფშზე კატლეტსა და კარტოფილის პიურეს გამოყოფთ ისე, რომ ერთმანეთს არ შეეხოს, ეს მეტყველებს, რომ დეტალებზე დაკვირვებული, ფრთხილი და წინდახედული ხართ.

ფსიქოლოგიური პორტრეტის მახასიათებლები: წერის სტილი

გრაფოლოგები სწავლობენ ხელწერასა და პიროვნებას შორის კავშირს. პირველი კანონზომიერება ჯერ კიდევ ძველმა ბერძენმა არისტოტელემ გამოავლინა. 2018 წელს ანალიტიკური კომპიუტერული პროგრამების გამოცდამ აჩვენა, რომ ადამიანის პიროვნული ტიპი შეიძლება განისაზღვროს მისი წერის სტილით 80%–იანი სიზუსტით!

გრაფოლოგების თქმით, ნებისმიერი დეფისი და ღვლარჭნილი წერა ადამიანზე ბევრ საინტერესო რამეს ამბობს. მაგალითად, მარჯვნივ ოდნავ დახრილი წერა იმპულსურ და კომუნიკაბელურ ადამიანს ახასიათებს, მარცხნივ დახრილი – განრიდებულ პიროვნებას. თუ დახრილი სულ არ არის, პრაგმატული და ლოგიკური ადამიანია.

დიდი ასოები ყურადღების მიქცევის სურვილზე საუბრობს, პატარა ასოები მიუთითებს გარკვეულ იზოლაციაზე და კარგი კონცენტრაციის უნარზე. და ბოლოს, მსუბუქი ზეწოლა წერისას სიმსუბუქეზე და მობილურობაზე მიუთითებს, ძლიერი ზეწოლა – მგზნებარე ემოციებზე და აზროვნების სწრაფ მუშაობაზე.

მოქმედება ტუალეტის ქაღალდით

კერძოდ, როგორ კიდებთ რულონს – მოსახევი ქაღალდით თქვენკენ თუ კედლისკენ. სახუმარო ექსპერიმენტებში სხეულის ენის თერაპევტმა ჯილდ კარლმა გამოჰკითხა 2000 რესპოდენტი და აღმოაჩინა კანონზომიერება. ადამიანები, რომლებიც მოსახევ ქაღალდს თავისკენ ათავსებენ, დომინანტური მაკონტროლებლის თვისებები აქვთ. მათ, რომლებიც ქაღალდს კედლისკენ ათავსებენ, უფრო მორჩილი და რბილი ხასიათი აქვთ.