ვავსებთ დეფიციტს, ვკურნავთ დაავადებას.ამაზე მარტივი გამოსავალი არ არსებობს.

971

ყველასათვის ცნობილია ვიტამინებისა და მინერალების მნიშვნელობა ჩვენი ჯანმრთელობისთვის. მათი დეფიციტი ჯანმრთელობაზე სერიოზულად აისახება და თავისი სიმპტომები აქვს.

დღეს paparazzi მოგითხრობთ ვიტამინებისა და მინერალების დეფიციტის 5 ყველაზე გავრცელებულ ნიშანზე.

აკნე: თუთიის დეფიციტი

თუთიის დეფიციტი ორგანიზმში, იწვევს გამონაყარს კანზე. თუთია აკონტროლებს კანის ცხიმების გამომუშავებას, გარდა ამისა, მონაწილებობს ჭრილობების შეხორცების პროცესებში, ხსნის ანთებას და აღადგენს კანის უჯრედებს.

დღეში 30 მგ თუთიას შეუძლია გამონაყარის წარმოშობას შეუშალოს ხელი, ამ დოზას კი ¼ ჭიქა გოგრის უმი მარცვლები შეიცავს.

ვიტილიგო: შეუცვლელი ცხიმოვანი მჟავების დეფიციტი

ვიტილიგო გახლავთ დაავადევა, რომლის დროსაც კანზე ჩნდება თეთრი ლაქები, ამ ადგილებზე პიგმენტი არ არის. პიგმენტაციის დარღვევა უკავშირდება ომეგა 3 ცხიმოვანი მჟავების დეფიციტს.

თმის ცვენა: რკინის დეფიციტი

რკინა აუცილებელია ჰემოგლობინის სინთეზისთვის, რომელსაც ჟანგბადი ორგანოებსა და უჯრედებში გადააქვს. რკინის დეფიციტი იწვევს ანემიას და თმის ცვენას.

მშრალი და დაზიანებული თმა, მტვრევადი ფრჩხილები: ბიოტინის დეფიციტი

ჯანსაღი თმისთვის, ორგანიზმმა უნდა მიიღოს საკმარისი რაოდენობის B7 ვიტამინი, ანუ ბიოტინი. ამ ვიტამინის უკმარისობა ხშირი მოვლენაა. ბიოტინის შემცველი პრეპარატები აფთიაქებში იყიდება.

თავის ტკივილები და კრუნჩხვები: მაგნიუმის დეფიციტი

მაგნიუმს მნიშვნელოვანი როლი მიუძღვის ნერვული სისტემის ნორმალურად ფუნქციონირებასა და კუნთევის მოდუნებაში. გარდა ამისა, ის ეწინააღმდეგება ძილის დარღვევას. მაგნიუმის დეფიციტის დროს, აუცილებელია რაციონი გაამდიდროთ ფოთლოვანი ვოსტნეულით: სალათის ფურცლებითა და კომბოსტოთი.

მაგნიუმით ორგანიზმის გასამდიდრებელი კიდევ ერთი ხერხი: აბაზანა ზღვის მარილით. კანი შეიწოვს მინერალებს წყლის ხსნარიდან.
ამგვარად, თუ ჩამოთვლილი სიმპტომებიდან რომელიმე შეამჩნიეთ, უნდა იპოვოთ საშუალება, ვიტამინებისა და მინერალების დეფიციტის შესავსებად.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს