ამ ამბავში დღემდე არის კითხვები, რომლებზეც პასუხი ჯერაც არ გაცემულა.ბარბარა ობერჰოლცერი
კოლორადო ქვეყნის ერთ-ერთ ყველაზე მაღალმთიან შტატად ითვლება. მის ტერიტორიაზე არის პატარა ქალაქი ბრეკენრიჯი, რომლის მოსახლეობა არაუმეტეს ხუთი ათასი ადამიანია. ის ითვლება ერთ-ერთ ყველაზე თოვლიან დასახლებულ პუნქტად, სადაც ყოველთვის ნალექის რეკორდული რაოდენობა მოდის. 1982 წლის 6 იანვარს ქალაქს კიდევ ერთხელ გადაუარა ქარბუქმა. ადგილობრივებისთვის ეს ფენომენი უცნაურობას არ წარმოადგენდა, რადგან ამინდის ასეთი მეტამორფოზები მათთვის უკვე ჩვეულებრივი ამბავი იყო. მაგრამ იმ საბედისწერო დღეს 21 წლის ანეტ შნის სიცოცხლე ტრაგიკულად შეწყდა.
გოგონა მიმტანად მუშაობდა და ღამის ცვლაში აპირებდა წასვლას ბრეკენრიჯის მახლობლად მდებარე ერთ-ერთ სასტუმროში. როგორც წესი, ავტოსტოპით დადიოდა, რადგან სახლიდან სასტუმრომდე გრძელი გზა ჰქონდა გასავლელი. იმ საღამოს ანეტი, როგორც ყოველთვის, მანქანის გასაჩერებლად გავიდა და არც კი შეჰპარვია ეჭვი, რომ მას ცოცხალს ვეღარავინ ნახავდა…
ექვს თვეზე მეტი ხნის შემდეგ შნის ცხედარს იპოვიან ერთ-ერთ მთის ნაკადულში, სადაც ის თოვლისა და ყინულის დნობის შედეგად მოხვდა. ზურგზე ტყვიით მიყენებული ჭრილობა აღმოაჩნდა, თუმცა იმის დადგენა, თუ ზუსტად სად და როდის ესროლეს გოგონას, შეუძლებელი იყო, რადგან სხეული უკვე გახრწნილი იყო.ანეტ შნი
მაგრამ არა მხოლოდ ანეტის ბედი წარიმართა ასე სამწუხაროდ. როგორც გამოძიებამ მოგვიანებით დაადგინა, 29 წლის ბარბარა ობერჰოლცერიც, რომელსაც ერჩივნა, რომ მისი სახელი ბობი ჯო ყოფილიყო, ასევე გაუჩინარდა სახლისკენ მიმავალ გზაზე. გოგონა მეგობრებს ბარში შეხვდა, შეხვედრის დასრულების შემდეგ კი სახლში სრულიად მარტო წავიდა. გზის შესამოკლებლად მან, ანეტის მსგავსად, ავტოსტოპით წასვლა არჩია და უკვალოდ გაუჩინარდა, ერთ-ერთ მანქანაში ჩაჯდომის შემდეგ. მისი ცხედარი მეორე დღეს, ერთ-ერთ მთის უღელტეხილზე თოვლის ნაკადის გაწმენდისას იპოვეს. და ისევ ორი ტყვიით მიყენებული ჭრილობა, რომლებმაც მყისიერად წაართვა სიცოცხლე.
მაგრამ იმ საღამოს მოვლენები ამით არ დასრულებულა. ერთ-ერთი ადგილობრივი მცხოვრები, 31 წლის ავტომექანიკოსი ალან ლი ფილიპსი თოვლის მახეში მოხვდა მაღალმთიან გზაზე. მისი პიკაპი თოვლში იყო ჩარჩენილი და მამაკაცმა ვერაფრით ვერ მოახერხა გარეთ გამოსვლა. როცა თოვლი ოდნავ ჩაცხრა, ალანმა ვერტმფრენის ხმა გაიგონა. ის მიხვდა, რომ ეს მისი გადარჩენის შანსი იყო. მანქანის ფარების გამოყენებით მან დაიწყო SOS სიგნალის გაგზავნა. პილოტებმა ის შენიშნეს და ტყვეობიდან თავის დაღწევაში დაეხმარნენ. მაშინ ყველა ადგილობრივი გაზეთი მისი სასწაულებრივი გადარჩენის შესახებ წერდა და იქვე იყო განთავსებული განცხადებები ორი გოგონას გაუჩინარების შესახებ.ალან ლი ფილიპსი
იმავდროულად, პოლიციამ უკვე დაიწყო ანეტ შნისა და ბარბარა ობერჰოლცერის საშინელი ტრაგედიების გამოძიება. თავდაპირველად, გამომძიებლებმა ვერ დაინახეს რაიმე კავშირი ორივეს უცნაურ გაუჩინარებას შორის, რადგან ისინი ერთმანეთს არ იცნობდნენ და სხვადასხვა წერტილში გაუჩინარდნენ. მაგრამ როდესაც ივლისში ანეტის ნეშტი აღმოაჩინეს, დეტექტივებს ეჭვი არ შეჰპარვიათ, რომ გოგონების მკვლელობა ერთი არარაობის ჩადენილი იყო.
ბრეკენრიჯის შემოგარენში ჩხრეკისას ბარბარას მართვის მოწმობა, ლურჯი ზურგჩანთა, შალის ხელთათმანი, სისხლით შეღებილი ცხვირსახოცი და ერთი ნარინჯისფერი წინდა აღმოაჩინეს. ბოლო მტკიცებულება ერთ-ერთი მთავარი იყო, რადგან იგივენაირი ნარინჯისფერი წინდა შნის გვამზეც იპოვეს. გამომძიებლებმა ივარაუდეს, რომ მანიაკი სავარაუდოდ მათ მსხვერპლის გასაჩუმებლად იყენებდა. ან მკვლელმა უბრალოდ ვერ შეამჩნია, თუ როგორ ჩამოვარდა წინდა მსხვერპლის ფეხიდან და, როდესაც მეორე ნახა, უბრალოდ დააგდო იგი ბობის გვერდით და ეჭვი არ შეჰპარვია, თუ რა ძვირფას მტკიცებულებას ტოვებდა დანაშაულის ჩადენის ადგილზე.
როგორც მოგვიანებით გაირკვა, წინდები ანეტს ეკუთვნოდა. დედამ ქალიშვილს წინა წელს შობისთვის მოუქსოვა საჩუქარად. გოგონების გაუპატიურების ფაქტი არ დაფიქსირებულა. თუმცა, ტანსაცმელი თითქმის მთლიანად გახსნილი იყო, რაც მხოლოდ ერთს ნიშნავდა: დამნაშავე ცდილობდა მათ გაშიშვლებას.
გაირკვა, რომ საჭირო იყო დანაშაულის ჩამდენის ძებნა ადგილობრივ მოსახლეობაში, რადგან ნაკლებად სავარაუდოა, რომ რომელიმე ტურისტი გაბედავდა მთაში წასვლას, როდესაც ქალაქში ქარბუქი მძვინვარებდა. ბოროტმოქმედს უდავოდ ჰყავდა პირადი მანქანა და ისე ოსტატურად მალავდა თავისი დანაშაულის კვალს, რომ დეტექტივებს ერთი აზრი არ გასჩენოდათ მკვლელის ვინაობასთან დაკავშირებით.
ანეტის მშობლებმა უარი თქვეს იმ ფაქტთან შეგუებაზე, რომ ჩადენილი დანაშაული ვერ გაიხსნებოდა. მათ არ სურდათ, რომ მანიაკს თავისუფლად გაეგრძელებინა ცხოვრება, სანამ მათი საყვარელი შვილი მიწაში განისვენებდა. ისინი წლების განმავლობაში უხდიდნენ ფულს კერძო დეტექტივს, რომელიც ცდილობდა რაიმე მტკიცებულების მოძიებას, მაგრამ ეს ყველაფერი ამაო იყო.
საქმე მხოლოდ 2020 წელს დაიძრა. მანამდე ბობი ჯოს ფრჩხილების ქვეშ სისხლის კვალი აღმოაჩინეს. გამომძიებლებმა ივარაუდეს, რომ გოგონამ სავარაუდოდ წინააღმდეგობა გაუწია, რისთვისაც მკვლელი მზად არ იყო. მაგრამ დადგენა, თუ ვის ეკუთვნოდა ეს ბიომასალა გამოძიების დროს შეუძლებელი იყო. ექსპერტებმა მხოლოდ სისხლის ჯგუფის დადგენა შეძლეს, რაც, ზოგადად, მკვლელის ვინაობას ნათელს ვერ მოჰფენდა. ამის მიუხედავად, 1982 წელს პოლიციამ შეამოწმა 90-ზე მეტი ადგილობრივი მცხოვრები, მათ შორის ალან ლი ფილიპსი, რომლის მანქანაც ერთ-ერთი დანაშაულის ადგილზე იყო ჩარჩენილი. მაგრამ არანაირი მტკიცებულება არ იქნა ნაპოვნი.ანეტ შნი
როდესაც თანამედროვე ტექნოლოგიებმა უზრუნველყო საჭირო პირობები, გამომძიებლები კვლავ დაუბრუნდნენ ამ საქმეს, რომელსაც გაუხმაურებლად „ნარინჯისფერი წინდების ტრაგედიას“ ეძახდნენ. მათ ბიომასალა სპეციალისტებს გადასცეს, რითაც დნმ-ის დადგენა მოხერხდა. როგორც გაირკვა, ის ეკუთვნოდა ალან ლი ფილიპსს, ზუსტად იმ მექანიკოსს, რომელიც 6 იანვრის იმ საბედისწერო დღეს მთებში იყო ჩარჩენილი ქარბუქის გამო. საქმის გახსნის მომენტისთვის მამაკაცი უკვე 70 წლის იყო.
უცნაურია, რომ მას დამალვაზე არც უფიქრია. ჩადენილი დანაშაულის შემდეგ, ლი ფილიპსმა განაგრძო ცხოვრება მშობლიურ მხარეში, თითქოს არაფერი მომხდარიყო. სასამართლო პროცესი ერთ წელზე მეტ ხანს გაგრძელდა, მაგრამ მთელი ამ ხნის განმავლობაში ალანმა არც ერთი ჩვენება არ მისცა და კატეგორიული უარი თქვა ტრაგედიაში საკუთარი დანაშაულის აღიარებაზე. დანაშაულის მოტივები და დეტალები კვლავ გაურკვეველი დარჩა.
2022 წლის სექტემბერში ნაფიცმა მსაჯულებმა გამოიტანეს ერთსულოვანი განაჩენი, რომლითაც ლი ფილიპსი დამნაშავედ სცნეს ორივე მკვლელობაში. ორი თვის შემდეგ მოსამართლემ განაჩენი გამოაცხადა. მან დამნაშავეს ორი უვადო პატიმრობა მიუსაჯა, რადგან კოლორადოში 2020 წელს სიკვდილით დასჯა გაუქმდა. სხდომას დაღუპულთა ახლობლები, მათ შორის ბარბარას ქალიშვილიც ესწრებოდნენ. გოგონა 10 წლის ასაკში დაობლდა. ალანი 2023 წლის მარტში ციხეში გარდაიცვალა.ალან ლი ფილიპსი
დეტექტივებს კვლავ აწუხებთ კითხვა: შეიძლება თუ არა ლი ფილიპსი სხვა სასტიკი დანაშაულის მონაწილეც ყოფილიყო? როგორც წესი, მანიაკები არ ჩერდებიან რამდენიმე მსხვერპლზე, არამედ ცდილობენ მუდმივად შეავსონ თავიანთი სასტიკი დანაშაულების სია. გამომძიებლები დღემდე განიხილავენ მის მონაწილეობას გასული წლების სხვა გაუხსნელ დანაშაულებში. ასეა თუ ისე, დამნაშავე მაინც დაისაჯა თავისი სასტიკი ქმედებებისთვის.