მეხსიერების გასაუმჯობესებელი სავარჯიშოები ხანდაზმული ადამიანებისთვის

408

ჩვენ მაღალ ტექნოლოგიურ სამყაროში ვცხოვრობთ, სადაც სხვადასხვა გაჯეტები ცხოვრებას გვიმარტივებენ. თუმცა, ამავდროულად დაავადებების რიცხვი, განსაკუთრებით ტვინთან დაკავშირებული, იზრდება. 60 წლის შემდეგ ბევრ ადამიანს ცუდი მეხსიერება აქვს და ძალიან გაფანტულია. ექიმები ერთხმად აცხადებენ, რომ ამას ტვინის უმოქმედოდ ყოფნა იწვევს, რადგან ტექსტი შეგვიძლია დავბეჭდოთ, ამოცანა ონლაინ გადავჭრათ და სხვადასხვა ჰობის უმეტესობას ინტერნეტს უკავშირდება.

© Depositphotos

ყველა სპეციალისტი ირწმუნება, რომ ალცჰაიმერის დაავადების პროფილაქტიკის შემოწმებული მეთოდი არსებობს. ყოველდღე ხელით უნდა წეროთ. დღეს „პაპარაცი“ 7 ღირებულ მიზეზს გიამბობთ, თუ კალამი და დღიური რატომ უნდა მოიმარაგოთ.

მეხსიერების სავარჯიშო მოხუცებისთვის

თანამედროვე მონაცემები ადასტურებს, რომ როცა ხელით ვწერთ, ეს მეტწილად ტვინის მუშაობს უზრუნველყოფს, ვიდრე მხედველობის და უბრალოდ ხელის თითების მოძრაობა არაა. ყველაფერი ეს ფსიქიკური ფუნქციის განვითარების მაღალ საფეხურზე აგიყვანთ. წერას უდიდესი სარგებელი აქვს. აი, რას მიიღებთ, თუ ყოველდღე 20 წუთს რვეულს და კალამს დაუთმობთ.

1. ემოციების გამომუშავება

როცა ქაღალდზე წერთ, ემოციებს განიცდით. სწორედ ამიტომ, ფსიქოლოგები ხშირად გირჩევენ, რომ საკუთარი განცდების შესახებ დაწეროთ, რომ ფსიქოემოციური დაძაბულობა მოიხსნათ. საუკეთესო მეთოდი სასიამოვნოს და სასარგებლოს კომბინაციისთვის – მიზნების და მოვლენების დღიური იქონიეთ. ასე წერას გააგრძელებთ და სტრესს მოიშორებთ, რაც ტვინის ნორმალური ფუნქციონირებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

© Depositphotos

2. მეხსიერება

როცა ხელით წერთ, ტვინის ის ნაწილი ირთვება, რომელიც ფსიქომოტორულ ფუნქციას უზრუნველყოფს. გარდა ამისა, მეხსიერებას აუმჯობესებთ, რადგან თქვენმა ხელებმა საჭირო ასოები და ნიშნები უნდა გამოსახონ და ამისთვის მოტორული ფუნქციებიც აქტიურდება. აი, როცა კლავიატურაზე მუშაობთ, ყველაფერი ავტომატურად კეთდება.

© Depositphotos

3. პატარა მოტორული უნარი

როცა ხელით მუშაობთ, მათ შორის წერის დროს, ნახევარსფეროების ურთიერთკავშირი ხდება და მაღალი ფსიქიკური ფუნქციები უკეთესად ვითარდება. ბავშვებში მსგავსი პროცესი სწრაფად ხდება, აი ზრდასრულებში პროცესს ყოველთვის ჩართვა სჭირდება. ეს ალცჰაიმერის შესანიშანვი პროფილაქტიკაა. განსაკუთრებით მათთვის, ვინც ქსოვა, ქარვა და კერვა არ იცის. ასე, ყურადღების და მეხსიერების სათანადო დონეზე შენარჩუნებას უზრუნველყოფთ.

© Depositphotos

4. წარმოსახვა

როცა ხელით ვწერთ, მარჯვენა ნახევარსფერო უფრო აქტიურდება. სწორედ ის პასუხისმგებელია წარმოსახვით აზროვნებაზე, მხატვრულ აღქმაზე, ემოციებზე და არა ლოგიკაზე, როგორც მარცხენა ნახევარსფერო. შეგიძლიათ ექსპერიმენტი ჩაატაროთ: ერთი და იგივე ტექსტი კლავიატურით და ხელით დაწერეთ. ნახავთ: ხელით დაწერილი ტექსტი უფრო ემოციური და სასიამოვნო აღსაქმელი იქნება.

© Depositphotos

5. ინტელექტუალური განვითარება

ზეპირი და წერილობითი მეტყველების ნორმა ჯანმრთელი პიროვნების ერთ-ერთი მნიშვნელოვანია კრიტერიუმია. როცა ექიმები ფსიქო დიაგნოსტიკურ გამოკვლევას ატარებენ, ადამიანის არა მხოლოდ გარეგნობას უყურებენ, არამედ მის ზეპირ და წერილობით ნორმებს ამოწმებენ. ჩვეულებრივ ხელით შესავსებ ანკეტას აძლევენ, რაც რიგ ფსიქიკურ გადახრას გამორიცხავს.

მარტივი ფრაზის დასაწერად საჭიროა სიტყვის მოსმენა, ასოების გარჩევა, ნიშნების გახსენება და ხელების მოძრაობით მათი გამოსახვა.

© Depositphotos

6. ზეპირი მეტყველება

წერა არა მხოლოდ მოძრაობის აქტია. მეცნიერებმა კვლევები ჩაატარეს და გაარკვიეს, რომ წერა არა მხოლოდ აღქმაზე, არამედ ზეპირ მეტყველებაზეც გავლენას ახდენს. ადამიანი რაც უფრო ხშირად წერს, თავისი ფიქრების ფორმირებას და გამოთქმას მით უფრო უკეთ ახერხებს.

© Depositphotos

7. გრამატიკა

როცა ხელით წერთ, ავტომატური ჩანაცვლება და სიტყვების შემოთავაზება არ არსებობს. ორთოგრაფიას და პუნქტუაციას ყურადღებას მხოლოდ თქვენ აქცევთ. თუ არასწორად დაწერთ, შეცდომის გადახაზვა და მის გვერდით სწორი სიტყვის დაწერა მოგიწევთ. პირველ რიგში, ეს გრამატიკის დონეს აგიმაღლებთ და ძველი გამოცდილების საფუძველზე ფრაზების გადაკეთების საშუალებას მოგცემთ. მეორე მხრივ, ტვინის მუშაობა აქტიურდება.

© Depositphotos

სამწუხაროდ, ძალიან ბევრ ადამიანს დაავიწყდა, თუ ხელით წერა როგორი მშვენიერია. რა ღირს წერილები, რომლებიც მღელვარებით იწერება და რომელთაც კიდევ უფრო მეტი ემოციით კითხულობთ. რთული სათქმელია, თუ დღეში რამდენის დაწერა არის საჭირო – ყველაფერი თქვენს სურვილზეა დამოკიდებული. პირველ რიგში, ხელით წერას მცირე დრო დაუთმეთ და განწყობის, მეხსიერების და ლოგიკის გაუმჯობესებას შეამჩნევთ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს