ადრე დაქალის ქმარს ყურადღებას საერთოდ არ ვაქცევდი, მაგრამ ერთმა შემთხვევამ ყველაფერი შეცვალა

2869

მხოლოდ ქალს შეუძლია ზუსტად თქვას, როგორ იქცევა მოსიყვარულე მამაკაცი. თავად კაცები ერთმანეთში არ საუბრობენ თავიანთ ქმედებებზე. ეს მათ ბუნებაში არ არის და საღამოს, ბარში, მეგობრულ კომპანიაში, ყველაფერზე შეუძლიათ ლაპარაკი, პირადი საკითხების გარდა. უფრო მეტიც, მსგავსი თემები სახლშიც არ აინტერესებთ. ალბათ, ამიტომაც ქალების წრეებში არსებობს მოსაზრება მათი გულქვაობის და სიტყვაძუნწობის შესახებ.

ხშირად ლაყბობის მოყვარული მამაკაცები პრაქტიკული ქცევით არ გამოირჩევიან. დიახ, არიან კაცები, რომლებიც გაუჩერებლივ ლაპარაკობენ ნებისმიერ თემაზე. როგორც პრაქტიკა აჩვენებს, მათ არ შეუძლიათ დაიკვეხნონ რაიმე განსაკუთრებული წარმატებით. სამაგიეროდ, ყოველთვის შეუძლიათ სკანდალის მოწყობა ან ვინმეს ზურგს უკან გაკიცხვა. ასეთი ხასიათის არც ქალი და არც მამაკაცი არავის უყვარს.

როგორ იქცევა მოსიყვარულე მამაკაცი?

არასდროს ვთვლიდი, რომ გამგონე გოგო ვიყავი. პირიქით, ბავშვობიდან თავზეხელაღებული ვიყავი, ხმაურიანი კომპანიები, თავგადასავლები მიყვარდა. რამდენჯერმე ვიჩხუბე კიდეც. როცა გავიზარდე, ჩემი ხასიათი არ შეცვლილა, ჩემი ცხოვრების რიტმი დინამიკური დარჩა. შეყვარებულები, კაცები მყავდა, მაგრამ თითოეულთან გულწრფელი ვიყავი და მყარ კავშირს არ ვპირდებოდი, თუ თავად არ მინდოდა.

ახლა, 32 წლის ასაკში, რამდენიმე მიზეზით დაშოშმინება მომიწია. პირველ რიგში, ასაკი. როცა ჩემს ცხოვრებას გვერდიდან შევხედე, მივხვდი, ასე ცხოვრება უბრალოდ აღარ შეიძლება. აქ გამოდის ჩემი ცვლილების მეორე მიზეზი, ბადრი. ჩემი მამაკაცი, ჩემი ცხოვრების პარტნიორი, ჩემი ძლიერი ნახევარი, რომელსაც ძალიან ვაფასებ და არასდროს ვუღალატებ. ეს ზუსტად ვიცი.

როგორ გავიცანი? სინამდვილეში, დიდი ხანია ვიცნობ, მაგრამ ურთიერთობა მხოლოდ 1 წლის წინ დავიწყეთ და არც ისე ხელსაყრელ პირობებში. ადრე ბადრი ჩემი ერთ–ერთი საუკეთესო დაქალის ქმარი იყო. ადრე რომანტიკულად საერთოდ არ ვუყურებდი. ვერც ვამჩნევდი, რადგან მაია, ჩემი დაქალი, ჩემი ძალიან ახლო მეგობარი, თითქმის დასავით იყო. მის ქმარს ყურადღებას საერთოდ არ ვაქცევდი, რისთვის?

თანდათან ყველაფერი შეიცვალა და ამ ცვლილებების მიზეზი თავად მაია გახდა. იმის მიუხედავად, რომ ერთ ბიჭთან თავისუფალ ურთიერთობაში ვიყავი და ბევრის უფლება მქონდა, მაია არაფერში მრჩებოდა და შუა კვირაში წვეულებაზე წასვლა შეეძლო. ამას „ოჯახური რუტინისგან დასვენებას“ უწოდებდა და სჯეროდა, ასეთი გამოხტომები მის ქორწინებას აძლიერებდა. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მომენტი იყო ის, რომ იმ დროისთვის უკვე ჰყავდათ 3 წლის ვაჟი. როგორ მოგწონთ ასეთი სიტუაცია?

არა, მაია ქმარს არ ღალატობდა, სხვა კაცებთან ერთად არ დადიოდა. თუმცა არ სურდა ახალგაზრდობის გაშვება. არ სურდა გაზრდა და ძველი ცხოვრების დავიწყება. ზოგადად, მისი სახლის გარემო ნაკლებად მაინტერესებდა. ქმარი კარგ ფულს შოულობდა და წინააღმდეგი არ იყო, ბავშვთან მარტო დარჩენილიყო. თითქოს ყველაფერი კარგად იყო, ასეა? ჩემი აზრი ერთი შემთხვევის შემდეგ შეიცვალა.

ერთხელ მაიამ სტუმრად დამპატიჟა. ბევრი საჭმელი შეუკვეთა, სასმელიც არ დაავიწყდა. ბადრი მივლინებიდან მხოლოდ მეორე დღეს დილით უნდა დაბრუნებულიყო. მათი შვილი კი ბებია–ბაბუასთან იყო. საღამო კარგად გავატარეთ, გავერთეთ. როცა წასვლა დავაპირე, მაიამ დაჟინებით მთხოვა დარჩენა. დილით გავიღვიძებთ, მე წავალ და ის ქმარს დახვდება. ყველაფერი, როგორც უნდა იყოს, ყოველ შემთხვევაში, ასე ვფიქრობდი. თუმცა ყველაფერი სხვა სცენარის მიხედვით განვითარდა.

ბადრი არა დილით, არამედ თითქმის ღამით, დილის 6 საათზე დაბრუნდა. როგორც გაირკვა, მაიამ ეს ძალიან კარგად იცოდა. მეუღლეს არ დახვდა, საჭმელი არ შესთავაზა. ამის ნაცვლად, როგორც ჩანს, ჯერ კიდევ ნასვამ მდგომარეობაში, პრეტენზიები გამოთქვა. უსაყვედურა, რომ ქმრის გარეშე მარტო ყოფნა უჭირს და თითქმის „ხვეწნა“ მოუწია, რომ მე მასთან დავრჩენილიყავი. რა თქმა უნდა, საჭმელი მაცივარში არ იყო. რაღაც ნარჩენები. მოკლედ, ბადრი მაღაზიაში გააგზავნეს მისივე საჭმლისთვის. გზიდან ახალ დაბრუნებული, დაღლილი და მშიერი. მგონი ფეხსაცმლის გახდაც ვერ მოასწრო.

ამ შემთხვევამ გული მატკინა ისე, რომ ჩემი მეგობრისადმი პატივისცემა სულ დავკარგე. ვხედავდი, როგორ ვერ ეუბნებოდა ქმარი საყვედურს, მხოლოდ სევდიანად იყურებოდა და ისმენდა ცოლის სისულელეებს. გარკვეული პერიოდის შემდეგ შემთხვევით ქუჩაში შევხვდით. შევთავაზე დალაპარაკება. რამდენიმე რჩევა მივეცი, როგორ მოიქცეს მსგავს სიტუაციებში და როგორც ადამიანები დავახლოვდით, რამდენიმე პაემნის შემდეგ უფრო დავახლოვდით. არაფერს ვნანობ. მეტიც, თავს დამნაშავედ არ ვთვლი მათი განქორწინების გამო.

ბადრისთვის არც მითქვამს მისი ყოფილი ცოლის ერთ–ერთი მთავარი საიდუმლოს შესახებ: ბადრის მშობიარობისთვის 2000 დოლარი გამოართვა, თავად კი სამშობიაროს უფასო განყოფილებაში იმშობიარა. ვფიქრობდი, ამ ინფორმაციას შევინახავდი, თუ მაია ეცდებოდა ბადრის გადარწმუნებას და ბადრი ყოყმანს დაიწყებდა, მაგრამ არ მომიწია. ერთადერთი, მაწუხებს, რომ ბადრი შვილზე ძალიან მიჯაჭვულია და მისი უდარდელი ცხოვრებისთვის საკმაოდ დიდ ალიმენტს იხდის. დარწმუნებული ვარ, ალიმენტის ნაწილს მაია საკუთარ საჭიროებებზე ხარჯავს.

მე და ბადრის ურთიერთობა ჯერ არ დაგვიკანონებია. ერთად და ტკბილად ვცხოვრობთ. მასში ვხედავ მოსიყვარულე მამაკაცს, საინტერესო ადამიანს, მარჩენალს და ნაზ პარტნიორს. როცა დედას ინფარქტი დაემართა, ის დაგვეხმარა მატერიალურად და შეგვიქმნა საჭირო პირობები მისი ჯანმრთელობის აღსადგენად. ვუყვარვარ და მეც ძალიან მიყვარს. მასში ბოლომდე დარწმუნებული ვარ. იცით, ჯერ ერთხელაც არ გვიჩხუბია, თუმცა ვიცი, რომ იდეალური და ყველა მამაკაცის საოცნებო ქალი არ ვარ.

გამოდის, მამაკაცის გულისკენ მიმავალი გზა კუჭზე ან საწოლზე არ გადის. უბრალოდ ცოტა მეტად მგრძნობიარე და გამგებიანი უნდა იყოთ. ის, თავის მხრივ, ყველაფერს გააკეთებს, რომ ერთად დარჩეთ. ჩემს ქცევას დიდი ხანია გადავხედე. ჩემი მადა შემცირდა, იმედი აღარ მაქვს, რომ ოლიგარქის ცოლი გავხდები და მზამზარეულზე ვიცხოვრებ. სრულიად მაწყობს ქალის როლი, რომელიც სამსახურიდან დაბრუნებულ ქმარს ხვდება და ეკითხება, როგორ გაატარა დღე. ეს მშვენიერია და არ გავცვლი ასეთ ცხოვრებას საეჭვო გართობასა და კლუბებზე. საწყენია, რომ ამას გვიან მივხვდი.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს