გემრიელი, უკვერცხო ღვეზელის რეცეპტი კომბოსტოს შიგთავსით

786

გაგაუზელები თურქულ ენოვანი ხალხია, რომლებიც, ძირითადად, მოლდოვას რესპუბლიკის და უკრაინის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში ცხოვრობენ. გაგაუზის მდიდარი სამზარეულო საუკუნეების განმავლობაში ვითარდებოდა: მან მომთაბარე ცხოვრების თავისებურებები აითვისა და თურქულ და ბალკანურ სამზარეულოსთან ბევრი რამ საერთო აქვს.

გაგაუზის კულინარიული რეცეპტები, განსაკუთრებით ფქვილიანი კერძები ორიგინალური ინგრედიენტებით და უჩვეულო გადაწყვეტილებებით გამოირჩევა.

დღეს „პაპარაცი“ გთავაზობთ, რომ საფუარის ცომით რბილი და ძალიან გემრიელი გაგაუზური ღვეზელი მოამზადოთ. შიგთავსი შეიძლება ნებისმიერი იყო, მაგრამ ჩვენ კომბოსტო მოგვეწონა.

გემრიელი ღვეზელები კომბოსტოთი

ცომის ინგრედიენტები:

  • 450 გრ ფქვილი
  • 260 მლ წყალი
  • 7 გრ მშრალი საფუარი
  • ½ ჩ/კ მარილი
  • მცენარეული ზეთი შესაწვავად

ინგრედიენტები შიგთავსისთვის:

  • 1 კგ კომბოსტო
  • 1 ხახვი
  • ¼ ჩ/კ ხმელი პიტნა
  • ½ ჩ/კ წითელი დაფქული წიწაკა
  • მარილი და შავი დაფქული წიწაკა გემოვნებით
  • 1 კონა ოხრახუში და კამა
  • 5 ს/კ მცენარეული ზეთი

მომზადება:

1. გაცრილი ფქვილი მარილს და მშრალ საფუარს აურიეთ.

2. თანდათანობით წყალი დაუმატეთ და რბილი ცომის მიღებამდე აურიეთ.

3. ცომი ზეთ წასმულ თასში ჩადეთ, დაახურეთ და ამოსასვლელად გააჩერეთ.

4. ამ დროში ხახვი დააქუცმაცეთ და კომბოსტო დაჭერით.

5. ხახვი ზეთში საშუალო ცეცხლზე შეწვით, სანამ ოქროსფერ შეფერილობას არ მიიღებთ.

6. დაჭრილი კომბოსტო დაუმატეთ და ძლიერ ცეცხლზე შეწვით, მუდმივად აურიეთ.

7. წითელი დაფქული წიწაკა და ხმელი პიტნა დაუმატეთ და აურიეთ.

8. თავსახური დაახურეთ და მომზადებამდე თუშეთ.

9. ბოლოს დაჭრილი მწვანილი დაუმატეთ. აურიეთ, გემო შეამოწმეთ და გაზიდან გადმოდგით.

10. მაგიდას ფქვილი მოაყარეთ, ცომი პატარა პორციებად გაყავით.

11. თხელი, მრგვალი კვერები გაიყვანეთ და თითოეულში 1 კოვზი შიგთავსი მოათავსეთ.

12. ხელისგულის ზომის ღვეზელი გააკეთეთ.

13. გახურებულ ზეთში ღვეზელი ორივე მხრიდან შეწვით.

14. ქაღალდის სალფეთქზე მოათავსეთ.

15. ღვეზელი საფუარის ცომით და კომბოსტოს შიგთავსით მზადაა.

16. გემრიელად მიირთვით!

ამ მეთოდით შეგიძლიათ ღვეზელი ნებისმიერი შიგთავსით მოამზადოთ. კომბოსტო, ხაჭო, მწვანილები, კვერცხი, კარტოფილი – ყოველთვის ახალი ვარიანტი სცადეთ! ცომს ცოტა შაქარი დაუმატეთ და ღვეზელი ხაჭოს, ყაყაჩოს, ჯემის, ვაშლის და კენკრის შიგთავსით გამოაცხვეთ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს